ბიზნეს მოდელის შემუშავება / ოპტიმიზაცია

ბიზნეს მოდელი არის თქვენი კომპანიის ფუნდამენტი, ის განსაზღვრავს, როგორ ქმნით, აწვდით და ინარჩუნებთ ღირებულებას მომხმარებლისთვის. თანამედროვე, კონკურენტულ გარემოში მოქნილი და სტრატეგიულად გამართული ბიზნეს მოდელი აღარ არის მხოლოდ უპირატესობა,  ის არის გადარჩენისა და განვითარების აუცილებელი პირობა.

Loialté გთავაზობთ ბიზნეს მოდელის შემუშავებისა და ოპტიმიზაციის სრულფასოვან მომსახურებას, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო გამოცდილებასა და გლობალურად აღიარებულ მეთოდოლოგიებზე. ჩვენი ექსპერტები დაგეხმარებიან არამარტო შექმნათ ახალი, ინოვაციური მოდელი, არამედ მოახდინოთ არსებული მოდელის ოპტიმიზაცია, რაც ზრდის თქვენს კონკურენტუნარიანობას ბაზარზე და უზრუნველყოფს მდგრად განვითარებას.

Untitled design optimized

რას მოიცავს Loialté-ს ბიზნეს მოდელის მომსახურება?

ბიზნეს მოდელის შემუშავება/ოპტიმიზაციის პროცესი სტანდარტულად მოიცავს:

  • არსებული ბიზნეს მოდელის სიღრმისეული შეფასება, ძლიერი მხარეების და ნაკლოვანებების იდენტიფიცირება
  • მომხმარებლის ღირებულების, ბიზნეს პროცესების, შემოსავლის წყაროებისა და ხარჯების სტრუქტურის დეტალური ანალიზი
  • ბაზრისა და ინდუსტრიის კვლევა: რათა გავიგოთ, როგორ შეგიძლიათ განავითაროთ თქვენი უნიკალური კონკურენტული უპირატესობა
  • სამომხმარებლო ღირებულება (Value Proposition): მომხმარებლისთვის იმ ღირებულებების განსაზღვრა, რომლის გამოც ის მიიღებს გადაწყვეტილებას შეიძინოს თქვენი პროდუქტი თუ მომსახურება
  • მოწინავე მეთოდოლოგიების გამოყენება: Business Model Canvas-ისა და სხვა საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებით, ვქმნით მარტივ, მაგრამ მოქნილ მოდელს
  • შემოსავლების ახალი წყაროების იდენტიფიცირება და მათი ოპტიმიზაცია
  • ხარჯების დეტალური ანალიზი და მინიმიზაციის/ოპტიმიზაციის სტრატეგიების შემუშავება
  • ფულადი ნაკადების ოპტიმიზაცია ფინანსური მდგრადობის უზრუნველსაყოფად
  • ბიზნეს პროცესების ეფექტიანობის ზრდის გეგმა, რაც ამცირებს ხარჯებს და ზრდის პროდუქტიულობას
  • ციფრული ტრანსფორმაციის და ავტომატიზაციის სტრატეგიების შემუშავება, რაც უზრუნველყოფს პროცესების მოქნილობას და ოპტიმიზაციას

ჩვენი სერვისი განკუთვნილია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რომლებიც ეძებენ ზრდისა და ოპერაციული ეფექტიანობის ახალ სტრატეგიებს, ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის, ასევე კომპანიებისთვის, რომლებიც გეგმავენ კონკურენტული უპირატესობის მოპოვებას ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე.

Business Model Canvas არის საერთაშორისოდ აღიარებული სტრატეგიული მართვის ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ერთ სივრცეში ვიზუალურად დავინახოთ ბიზნესის ყველა ძირითადი კომპონენტი (მომხმარებლები, ღირებულება, არხები, შემოსავლები და ა.შ.). მისი გამოყენება უზრუნველყოფს მოდელის სიმარტივეს, მოქნილობას და სრულყოფილებას.

ბიზნეს მოდელი განსაზღვრავს, როგორ ქმნის და ინარჩუნებს კომპანია ღირებულებას მომხმარებლისთვის, ანუ როგორ მუშაობს თქვენი ბიზნესი.
ბიზნეს გეგმა კი მოიცავს ამ მოდელის განხორციელების გზებს, სტრატეგიას, ფინანსურ გეგმას და კონკრეტულ აქტივობებს.

კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ბაზარი მუდმივად იცვლება. ბიზნეს მოდელის ოპტიმიზაცია საშუალებას აძლევს არსებულ კომპანიას, მოახდინოს პროცესების ავტომატიზაცია, შეამციროს ხარჯები, იპოვოს შემოსავლების ახალი წყაროები და გააძლიეროს კონკურენტუნარიანობა. ეს არის მდგრადი განვითარების გასაღები.

მოდელის შემუშავების ან ოპტიმიზაციისას ჩვენ ასევე ვამუშავებთ ციფრული ტრანსფორმაციისა და ავტომატიზაციის სტრატეგიებს, რაც დღევანდელ ბიზნესში მოდელის განუყოველ ნაწილად იქცა და უზრუნველყოფს ბიზნეს პროცესების მოქნილობას და პროდუქტიულობის ზრდას. 

დიახ. Loialté არის სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს ე.წ. ზრდის ჰაბების პროექტის უმსხვილეს პროვაიდერი, რაც გულისხმობს იმას, რომ მეწარმეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ პროგრამის მიერ დადგენილ კრიტერიუმებს, შეუძლიათ ისარგებლონ 10000 ლარამდე თანადაფინანსებით შემდეგი მიმართულებებით:

WhatsApp
დაგვიკავშირდით

    კონტაქტი

    +995 555 091 100

    ტელეფონი

    +995 577 279 798

    ტელეფონი

    +995 322 060 818

    ტელეფონი

    +995 595 544 088

    ტელეფონი

    [email protected]

    ელ-ფოსტა

    მისამართები

    ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა

    საქართველო, თბილისი

    ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73

    საქართველო, ბათუმი

    Tashkent, Makhtumquli 114A

    უზბეკეთი, ტაშკენტი

    Meydan Grandstand, 6th floor, Meydan Road, Nad Al Sheba, Dubai, U.A.E.

    არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი

    კონტაქტი

    +995 555 091 100

    ტელეფონი

    +995 577 279 798

    ტელეფონი

    +995 322 060 818

    ტელეფონი

    +995 597 020 299

    ტელეფონი

    [email protected]

    ელ-ფოსტა

    მისამართები

    ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა

    საქართველო, თბილისი

    ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73

    საქართველო, ბათუმი

    Makhmutquli 1A, 100047 Tashkent

    უზბეკეთი, ტაშკენტი

    Meydan Grandstand, 6th floor, Meydan Road, Nad Al Sheba, Dubai, U.A.E.

    არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი

    loialte white

    საკონტაქტო ინფორმაცია

    ელ-ფოსტა

    [email protected]