ბუღალტერული ბაზის აღდგენა / გასწორება

განვლილი პერიოდის ბუღალტრული ბაზის აღდგენა/გასწორების მომსახურება განკუთვნილია კომპანიებისთვის, რომელთაც საერთოდ არ უწარმოებიათ ბუღალტერია ან სჭირდებათ არსებული აღრიცხვიანობის სისტემის მოწესრიგება და სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. 
ჩვენი პროფესიონალი ბუღალტრებისა და აუდიტორების გუნდი უზრუნველყოფს თქვენი ბუღალტრული მონაცემების სრულ აღდგენას, ანალიზს და კორექტირებას – რათა მიიღოთ ზუსტი, სანდო და გამჭვირვალე ფინანსური ინფორმაცია ბიზნესის ეფექტური მართვისთვის.
ჩვენ ვამოწმებთ თითოეულ ოპერაციას, ვადარებთ წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციებს საბუღალტრო პროგრამასთან, ვადგენთ შეუსაბამობებს და ვახორციელებთ პროგრამულ კორექტირებას.
საბოლოოდ თქვენ იღებთ ბუღალტრულ სისტემას, რომელიც:

  • ამცირებს საგადასახადო ფინანსურ და საოპერაციო რისკებს.
  • ზრდის ფინანსურ გამჭვირვალობას. 
  • აყალიბებს მყარ საფუძველს თქვენი კომპანიის სტაბილური ზრდისთვის.
Untitled design optimized

რას მოიცავს ბუღალტრული ბაზის აღდგენა/გასწორების მომსახურება

ბუღალტრული ბაზის აღდგენა/გასწორება გულისხმობს კომპლექსურ მომსახურებას, რომელიც მიმართულია თქვენი კომპანიის ფინანსური ინფორმაციის სიზუსტის უზრუნველყოფისკენ.
ჩვენ შევისწავლით თითოეულ ოპერაციას, რათა თქვენი ბუღალტრული აღრიცხვის სისტემა გახდეს გამართული, გამჭვირვალე და კანონმდებლობასთან შესაბამისი.
სამუშაო პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • არსებული ბუღალტრული ბაზის შეფასება და დიაგნოსტიკა
    ტარდება არსებული ბუღალტრული ჩანაწერების დეტალური ანალიზი.
  • საბანკო ოპერაციებისა და ტრანზაქციების გადამოწმება
    მოწმდება ყველა ტრანზაქცია (მათ შორის საბანკო გადარიცხვები, შესყიდვებისა და გაყიდვების ოპერაციები, წარმოებასთან, მარაგებთან, ძირითად საშუალებებთან დაკავშირებული ოპერაციები და ა.შ) რათა ყველა მონაცემი შესაბამისობაში იყოს ბუღალტრულ ჩანაწერებთან
  • საგადასახადო დეკლარაციებისა და ბუღალტრული მონაცემების შედარება
    იდენტიფიცირდება შეუსაბამობები წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციებსა და ბუღალტრულ ბაზაში არსებულ მონაცემებს შორის
  • ხარვეზების იდენტიფიცირება და კორექტირება
    აღმოჩენილი შეცდომების გამოსწორება ხდება მოქმედი კანონმდებლობისა და ბუღალტრული სტანდარტების სრული დაცვით.
  • რეკომენდაციების შემუშავება
    მზადდება კონკრეტული რჩევები და სტრატეგიები, რომლებიც დაეხმარება კომპანიას მომავალში მსგავსი ხარვეზების თავიდან არიდებაში.

შედეგად, თქვენ შეძლებთ თქვენი ბიზნესის საგადასახადო, ფინანსური თუ საოპერაციო რისკების ეფექტურ კონტროლს, რაც იცავს თქვენს კომპანიას პოტენციური ფინანსური ზარალისგან, პოტენციური სანქციებისგან, რეპუტაციული ზიანისგან.
დაგვიკავშირდით დღესვე და გაიგეთ მეტი იმ სარგებლის შესახებ, რასაც Loialte-სთან თანამშრომლობით მიიღებთ!

ბუღალტრული ბაზის აღდგენა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი ბიზნესის გამართულად ფუნქციონირებისთვის.

წლების განმავლობაში დაგროვილი არასწორი ან არასრული აღრიცხვა ხშირად იწვევს საგადასახადო დარღვევებს, ფინანსურ გაურკვევლობას და არასწორ გადაწყვეტილებებს.

აღდგენის პროცესი საშუალებას იძლევა დეტალურად გამოვლინდეს:

  • სააღრიცხვო ხარვეზები და დუბლირებული ოპერაციები;
  • არასწორად აღრიცხული ოპერაციები;
  • გამორჩენილი ან არასწორი ტრანზაქციები;
  • საგადასახადო რისკები და შეუსაბამობები პროგრამულ ჩანაწერებსა და საგადასახადო დეკლარაციებს შორის.

გამართული ბუღალტრული ბაზა უზრუნველყოფს:

  • სანდო ფინანსურ ანგარიშგებას;
  • საგადასახადო სანქციების თავიდან არიდებას;
  • სტრატეგიული გადაწყვეტილებებისთვის უფრო ზუსტ ინფორმაციას;
  • პარტნიორებისა და ინვესტორების ნდობის გაძლიერებას.

ბუღალტრული ბაზის აღდგენა მნიშვნელოვანია იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც:

  • გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ აწარმოებდნენ ბუღალტერიას;
  • იყენებდნენ არასწორ სააღრიცხვო მეთოდებს;
  • შეცვალეს ბუღალტერი ან ფინანსური გუნდი და სურთ მონაცემების გადამოწმება;
  • გეგმავენ აუდიტს, რეორგანიზაციას ან კომპანიის გაყიდვას;
  • მიიღეს საგადასახადო შემოწმების შეტყობინება და სჭირდებათ განვლილი პერიოდის აღრიცხვიანობის სიზუსტის შემოწმება.

ეს სერვისი განკუთვნილია ყველა ბიზნესისთვის, რომელიც ისწრაფვის სრული ფინანსური წესრიგისკენ. 

ბუღალტრული ბაზის აღდგენის ან კორექტირების ვადები და მომსახურების ღირებულება დამოკიდებულია თქვენი ბიზნესის საქმიანობის სპეციფიკაზე, ოპერაციების რაოდენობა/მოცულობაზე და არსებული ბაზის მდგომარეობაზე. თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად ფასდება შემაჯამებელი ანალიზის საფუძველზე და პროცესი საშუალოდ სამიდან ექვს თვემდე პერიოდს მოიცავს. ერთი წლის აღდგენის მომსახურების ღირებულება საშუალო 3000-70000 ლარის ფარგლებში მერყეობს, თუმცა საბოლოო ფასი მაინც ნებისმიერ შემთხვევაში ინდივიდუალურად განისაზღვრება. 

დიახ. Loialté არის სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს ე.წ. ზრდის ჰაბების პროექტის უმსხვილეს პროვაიდერი, რაც გულისხმობს იმას, რომ მეწარმეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ პროგრამის მიერ დადგენილ კრიტერიუმებს, შეუძლიათ ისარგებლონ 10000 ლარამდე თანადაფინანსებით შემდეგი მიმართულებებით:

დამატებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

ჩვენი გუნდი შედგება გამოცდილი ბუღალტრებისა და საგადასახადო აუდიტორებისგან, რომელთაც აქვთ როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი პრაქტიკა.

Loialté ფლობს ISO 9001:2015 სერტიფიკატს ბუღალტრული და საგადასახადო მომსახურებისა მიმართულებით, რაც ადასტურებს ჩვენი მომსახურების მსოფლიო მასშტაბით აღიარებულ მაღალ ხარისხსა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას.

Loialté-ს პროფესიული პასუხისმგებლობა დაზღვეულია წამყვანი სადაზღვევო კომპანიის მიერ, ხოლო თქვენი მონაცემები დაცულია მკაცრი კონფიდენციალობის პოლიტიკის ფარგლებში.

ბუღალტერიის პროგრამა გაიმარტივე

შეავსეთ თქვენი იურიდიული ფორმა, სექტორი, წლიური ბრუნვა, თანამშრომლების რაოდენობა და გამოინაგარიშე მომსახურების თვიური ღირებულება.

თვიური ფასი:

ფასები მოცემულია 1 კომპანიისთვის, დღგ-ს გარეშე

WhatsApp
დაგვიკავშირდით

გამოიწერეთ სიახლეები

    კონტაქტი

    +995 555 091 100

    ტელეფონი

    +995 577 279 798

    ტელეფონი

    +995 322 060 818

    ტელეფონი

    +995 595 544 088

    ტელეფონი

    [email protected]

    ელ-ფოსტა

    მისამართები

    ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა

    საქართველო, თბილისი

    ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73

    საქართველო, ბათუმი

    Tashkent, Makhtumquli 114A

    უზბეკეთი, ტაშკენტი

    Meydan Grandstand, 6th floor, Meydan Road, Nad Al Sheba, Dubai, U.A.E.

    არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი

    კონტაქტი

    +995 555 091 100

    ტელეფონი

    +995 577 279 798

    ტელეფონი

    +995 322 060 818

    ტელეფონი

    +995 597 020 299

    ტელეფონი

    [email protected]

    ელ-ფოსტა

    მისამართები

    ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა

    საქართველო, თბილისი

    ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73

    საქართველო, ბათუმი

    Makhmutquli 1A, 100047 Tashkent

    უზბეკეთი, ტაშკენტი

    Meydan Grandstand, 6th floor, Meydan Road, Nad Al Sheba, Dubai, U.A.E.

    არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი

    loialte white

    საკონტაქტო ინფორმაცია

    ელ-ფოსტა

    [email protected]