დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით
დებიტორული დავალიანება ნებისმიერი ბიზნესისთვის ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე და პრობლემატური საკითხია. დებიტორული დავალიანების არაგონივრულად ზრდა ამცირებს კომპანიის ლიკვიდურობას, შესაბამისად გადახდისუნარიანობას, ზღუდავს ფულადი ნაკადების სტაბილურ შემოდინებას და აფერხებს ბიზნესის განვითარებას.
Loialte Legal გთავაზობთ დებიტორული დავალიანების მართვის სრულ სერვისს, დაწყებული მოლაპარაკების ეტაპიდან (Soft Collection), დასრულებული სასამართლო წარმოებითა და აღსრულების პროცესის მონიტორინგით.
ჩვენი გუნდი ამჟამად მართავს 500-ზე მეტ საქმეს და თითოეულ მათგანში იყენებს შედეგზე ორიენტირებულ სტრატეგიას, რაც უზრუნველყოფს თქვენი კომპანიის ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღებას.
ჩვენი მომსახურება აერთიანებს დებიტორული დავალიანების სამართლებრივი მართვის სრულ ციკლს – ანალიზიდან აღსრულებამდე.
დაგვიკავშირდით დღესვე და მიიღეთ შედეგზე ორიენტირებული სამართლებრივი მხარდაჭერა!
დებიტორული პორტფელის სამართლებრივი მართვა აუცილებელი ხდება მაშინ, როდესაც დებიტორი აღარ ასრულებს საკუთარ ფინანსურ ვალდებულებებს, გადახდის ვადები მნიშვნელოვნად ირღვევა და მოლაპარაკების ეტაპზე მიღწეული შეთანხმებები აღარ იძლევა შედეგს. ასეთ შემთხვევაში, კომპანია იძულებული ხდება დაიწყოს სამართლებრივი პროცესები — რათა უზრუნველყოს დავალიანების ამოღება, დაიცვას თავისი ფინანსური ინტერესები და თავიდან აიცილოს დამატებითი ზარალი.
დიახ, ჩვენი მიზანია დავალიანების ამოღება უპირველესად მოლაპარაკების გზით – რაც დროისა და ხარჯების თვალსაზრისით გაცილებით ეფექტურია. სამართალწარმოების გზით მივდივართ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა დავრწმუნდებით, რომ შედეგის მიღწევის სხვა არანაირი რეალური შესაძლებლობა აღარ არსებობს.
Loialté არის სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს ე.წ. ზრდის ჰაბების პროექტის უმსხვილეს პროვაიდერი, რაც გულისხმობს იმას, რომ მეწარმეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ პროგრამის მიერ დადგენილ კრიტერიუმებს, შეუძლიათ ისარგებლონ 10000 ლარამდე თანადაფინანსებით შემდეგი მიმართულებებით:
დამატებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
სამართალწარმოების გზით დებიტორული მართვა ზრდის ვალის დაბრუნების ალბათობას, ამცირებს ფინანსურ დანაკარგებს და უზრუნველყოფს კომპანიაში ფინანსური დისციპლინის განმტკიცებას. დამატებით, იძლევა სამართლებრივ პრეცედენტს, რომელიც მომავალში პრევენციულად მოქმედებს პარტნიორებთან ურთიერთობებში.
კვალიფიკაცია და მაღალი ხარისხი – მომსახურებას იღებთ არა ერთი იურისტისგან, არამედ პროფესიონალთა გუნდისგან, რომელთაც სამართლის სხვადასხვა დარგში გააჩნიათ შესაბამისი აკადემიური ცოდნა და მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება
ეთიკის მაღალი სტანდარტი – მხარდაჭერა იურიდიულ სფეროში მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე პორფესიონალებისგან, რომელთათვის პროფესიული ეთიკის დაცვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია
სწრაფი და ეფექტური მომსახურება – ბიზნესისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს დრო, შესაბამისად, Loialte Legal-ის გუნდი ხელშეკრულებების მომზადებასა და რევიზიას გთავაზობთ სწრაფად, ხარისხიანად და თქვენი საჭიროებების გათვალისწინებით.
Loialté ფლობს ISO 9001:2015 სერტიფიკატს, რაც ადასტურებს ჩვენი მომსახურების მაღალ ხარისხს და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას.
Loialté-ს პროფესიული პასუხისმგებლობა დაზღვეულია წამყვანი სადაზღვევო კომპანიის მიერ, ხოლო თქვენი მონაცემები დაცულია მკაცრი კონფიდენციალობის პოლიტიკის ფარგლებში.
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ელ-ფოსტა
საქართველო, თბილისი
საქართველო, ბათუმი
უზბეკეთი, ტაშკენტი
არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ელ-ფოსტა
საქართველო, თბილისი
საქართველო, ბათუმი
უზბეკეთი, ტაშკენტი
არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი
Developed By Web Features 2025 All Rights Reserved