დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით
იცით, როგორია თქვენი ინდუსტრიის განვითარების ტენდენცია? რამდენად მომგებიანია სექტორი, სადაც მოღვაწეობთ? რა არის მისი სპეციფიური თავისებურებები? ეს ის კითხვებია, რომელზე პასუხებიც დაგეხმარებათ სტრატეგიულ, ტაქტიკურ თუ საოპერაციო დონეზე სწორი გადაწყვეტილებები მიიღოთ, შეიმუშაოთ ეფექტიანი სტრატეგიები და გახდეთ თქვენი სექტორის ლიდერი.
როდესაც ფლობთ განახლებულ და სიღრმისეულ მონაცემებს, შეგიძლიათ გააკეთოთ გონივრული პროგნოზები და მოერგოთ ცვალებად გარემოს.
Loialte გთავაზობთ ინდუსტრიის კვლევის მომსახურებას. ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ ისეთი ინფორმაცია და რეკომენდაციები, რომლებიც თქვენი ბიზნესისთვის სტრატეგიულ უპირატესობად იქცევა.
Loialté-ს ინდუსტრიის კვლევის სერვისი მოიცავს კონკრეტული სექტორის სიღრმისეულ შეფასებას, მონაცემებზე დაფუძნებულ ანალიზს, ტენდენციების პროგნოზს და ინდივიდუალურ რეკომენდაციებს. სტანდარტულად, პროცესი მოიცავს:
ჩვენი მომსახურება განკუთვნილია ინვესტორებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, საერთაშორისო კომპანიებისთვის და სტარტაპებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ სექტორული ცოდნა სტრატეგიული და საინვესტიციო გადაწყვეტილებების მისაღებად.
ჩვენ ვიყენებთ კვლევის საერთაშორისოდ აღიარებულ მეთოდოლოგიებს, მათ შორის პორტერის ხუთი ძალის მოდელს (Porter’s Five Forces), PESTEL ანალიზს და სიღრმისეულ კონკურენტულ ანალიზს, რათა უზრუნველვყოთ სექტორის მომგებიანობის სრული სურათი.
ინდუსტრიის კვლევა გაწვდით ობიექტურ შეფასებას სექტორის ზრდის პოტენციალზე, რისკებსა და მომგებიანობაზე. ეს ამცირებს გაურკვევლობას და საშუალებას გაძლევთ მიიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული, გონივრული საინვესტიციო გადაწყვეტილებები.
ბაზრის კვლევა უმეტეს შემთხვევაში კონცენტრირდება კონკრეტულ მომხმარებელზე და პროდუქტის პოზიციონირებაზე, ხოლო ინდუსტრიის კვლევა მოიცავს მთლიან სექტორს, ტექნოლოგიურ ტენდენციებს, მარეგულირებელ ჩარჩოს, კონკურენციის დონეს და მოგების სტრუქტურას. ის იძლევა უფრო ფართო სურათს სტრატეგიული დაგეგმვისთვის.
დიახ. Loialté არის სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს ე.წ. ზრდის ჰაბების პროექტის უმსხვილეს პროვაიდერი, რაც გულისხმობს იმას, რომ მეწარმეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ პროგრამის მიერ დადგენილ კრიტერიუმებს, შეუძლიათ ისარგებლონ 10000 ლარამდე თანადაფინანსებით შემდეგი მიმართულებებით:
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ელ-ფოსტა
საქართველო, თბილისი
საქართველო, ბათუმი
უზბეკეთი, ტაშკენტი
არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ელ-ფოსტა
საქართველო, თბილისი
საქართველო, ბათუმი
უზბეკეთი, ტაშკენტი
არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი
Developed By Web Features 2026 All Rights Reserved