image00001 (1)

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით

ინვენტარიზაცია

ინვენტარიზაცია გულისხმობს, როგორც სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების, ასევე ძირითადი საშუალებების დეტალურ აღწერას და პროგრამულ მონაცემებთან შედარებას, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება ბუღალტრული ნაშთების ფაქტობრივი მდგომარეობის დადგენა. 
ჩვენი გუნდი გთავაზობთ ინვენტარიზაციის მომსახურებას, რომელიც მორგებულია თქვენი კომპანიის სპეციფიკაზე და ზრდის ბიზნესის გამჭვირვალობასა და მართვის ხარისხს.

Untitled design optimized

რას მოიცავს ინვენტარიზაციის მომსახურება?

ინვენტარიზაციის მიზანია განისაზღვროს აქტივების რაოდენობა, მოცულობა, მდგომარეობა და გადამოწმდეს აღრიცხვიანობის სიზუსტე.
ინვენტარიზაციის ჩატარება მიზანშეწონილია იმ შემთხვევაში, როცა:

  • არსებობს ეჭვი ბუღალტრულ და ფაქტობრივ ნაშთებს შორის შეუსაბამობაზე;
  • ხორციელდება ქონების ყიდვა, გაყიდვა ან გაქირავება;
  • იცვლება სასაქონლო მატერიალურ მარაგებსა და ძირითად საშუალებებზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირი;
  • აღმოჩენილია დანაკლისი ან ზედმეტობა;
  • კომპანიაში ხდება რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია.

ასევე, რეკომენდებულია, რომ კომპანიაში გარკვეული ინტენსივობით გეგმიურად ჩატარდეს ინვენტარიზაცია, რათა მოხდეს ქონების დაკარგვა / დაზიანება / განადგურებასთან დაკავშირებული რისკების პრევენცია და მინიმიზება. გეგმიური ინვენტარიზაციების ინტენსივობა განისაზღვრება კომპანიის საქმიანობის, ზომის, შიდა კონტროლის სისტემების და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების გათვალისწინებით. 
ინვენტარიზაციის პროცესი მოიცავს:

  • დაგეგმვას და საინვენტარიზაციო ჯგუფის შექმნას (პროცესში მონაწილეობას უნდა იღებდეს დამკვეთის წარმომადგენელიც);
  • აქტივების/მარაგების დეტალური სიის გამოთხოვას/შედგენას დასახელების, რაოდენობის და ადგილმდებარეობის მითითებით;
  • აქტივების/მარაგების აღწერას და ფაქტობრივი მონაცემების შედარებას ბუღალტრულ ჩანაწერებთან;
  • შეუსაბამობების იდენტიფიცირებას და შესწორებას;
  • საჭიროებისამებრ, ძირითადი საშუალებების დაჯგუფებას და დასურათებას;
  • საჭიროებისამებრ, შტრიხკოდების მინიჭებას.

ინვენტარიზაციის პროცესის დასრულების შემდეგ დამკვეთი იღებს დეტალურ ანგარიშს, რომელშიც აღწერილია შესრულებული სამუშაოები, აღმოჩენილი შეუსაბამობები, ანალიზი მარაგების/ძირითადი საშუალებები მდგომარეობასთან დაკავშირებით, ასევე რეკომენდაციები მართვის სისტემების გაუმჯობესებისთვის.
დაგვიკავშირდით დღესვე და გაიგეთ მეტი იმ სარგებლის შესახებ, რასაც Loialte-სთან თანამშრომლობით მიიღებთ!

ინვენტარიზაცია ბიზნესისთვის ერთ-ერთი კრიტიკული პროცესია, რომელიც უზრუნველყოფს მარაგების სისწორეს, ფინანსური მონაცემების სიზუსტეს და სამართლებრივ შესაბამისობას. 

რეგულარული ინვენტარიზაცია ამცირებს ფინანსურ რისკებს, ავლენს სხვადასხვა ტიპის გაუმართაობას, თავიდან გაცილებთ ქურდობისა და არასწორი აღრიცხვის შემთხვევებს და აძლიერებს კომპანიის შიდა კონტროლის მექანიზმებს.

ინვენტარიზაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ სექტორებში, როგორებიცაა საცალო ვაჭრობა, ფარმაცია, HoReCa და წარმოება, სადაც პროდუქციის მოძრაობა დინამიკურია და მარაგების ზუსტი აღრიცხვა განსაზღვრავს ყოველდღიური ოპერაციების ეფექტიანობას. 

კომპანიებს, რომელთა საქმიანობის სპეციფიკა საჭიროებს სასაქონლო-მატერიალური მარაგების არსებობას, ხშირად უდგათ აღნიშნული მარაგების შესახებ სანდო და გადამოწმებული ინფორმაციის ფლობასთან დაკავშირებული გამოწვევები. 

ინვენტარიზაციის მომსახურებით ხშირად ასევე სარგებლობენ კომპანიები, რომელთაც აქვთ დიდი რაოდენობით სასაქონლო მარაგები ან/და სხვადასხვა ტიპის ძირითადი საშუალებები (ტექნიკა, მანქანა-დანადგარები და ა.შ.).

საქართველოში არსებული რეგულაციების თანახმად, 2023 წლიდან მარაგების ნაშთებისა და ძირითადი საშუალებების ზუსტი აღწერა და დეკლარირება სავალდებულო გახდა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანების შესაბამისად, მოგების გადასახადის დეკლარაციის წარდგენა მარაგების ნაშთების შევსების გარეშე შეუძლებელია.

პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ ორგანიზაციებმა სულ მცირე ყოველწლიურად უნდა ჩაატარონ ინვენტარიზაცია, შეაფასონ მარაგებისა და ძირითადი საშუალებების ფაქტობრივი მდგომარეობა, და მიღებული შედეგები შესაბამისობაში მოიყვანონ ბუღალტრულ ბაზასთან. 

ინვენტარიზაციის სიხშირე დამოკიდებულია კომპანიის საქმიანობაზე, ოპერაციების მოცულობასა და მარაგების მოძრაობის დინამიკაზე. წარმოების, საცალო ვაჭრობის ან Horeca სექტორში ინვენტარიზაცია უმეტესად ტარდება ყოველთვიურად, თუმცა ხდება კვარტლის და წლის ჭრილში გადამოწმებაც, რათა შეინარჩუნებული იქნას ზუსტი მონაცემები მარაგებისა და ფინანსური ანგარიშგებისთვის/ანგარიშგების აუდიტისთვის. 

ინვენტარიზაცია ასევე შეიძლება ჩატარდეს, პასუხისმგებელი პირების მოთხოვნის შესაბამისად, როდესაც ხდება დიდი შესყიდვა, ახალი პროდუქტის წარმოება ან დაუგეგმავი ცვლილებები მარაგებში.

ჩვენი გუნდი შედგება ინვენტარიზაციის და მარაგების/საწყობის მართვის კუთხით გამოცდილი პროფესიონალებისგან, რომელთაც აქვთ როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი პრაქტიკა.

Loialté ფლობს ISO 9001:2015 სერტიფიკატს, რაც ადასტურებს ჩვენი მომსახურების მაღალ ხარისხს და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას, ასევე ადასტურებს, რომ Loialte-ს მომსახურების ხარისხი აღიარებულია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 

Loialté-ს პროფესიული პასუხისმგებლობა დაზღვეულია წამყვანი სადაზღვევო კომპანიის მიერ, ხოლო თქვენი მონაცემები დაცულია მკაცრი კონფიდენციალობის პოლიტიკის ფარგლებში.

კალკულატორი

შეავსეთ თქვენი იურიდიული ფორმა, სექტორი, წლიური ბრუნვა, თანამშრომლების რაოდენობა და გამოინაგარიშე მომსახურების თვიური ღირებულება.

თვიური ფასი:

ფასები მოცემულია 1 კომპანიისთვის, დღგ-ს გარეშე

WhatsApp
დაგვიკავშირდით

გამოიწერეთ სიახლეები

    კონტაქტი

    +995 555 091 100

    ტელეფონი

    +995 577 279 798

    ტელეფონი

    +995 322 060 818

    ტელეფონი

    +995 595 544 088

    ტელეფონი

    [email protected]

    ელ-ფოსტა

    მისამართები

    ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა

    საქართველო, თბილისი

    ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73

    საქართველო, ბათუმი

    Makhmutquli 1A, 100047 Tashkent

    უზბეკეთი, ტაშკენტი

    Meydan Grandstand, 6th floor, Meydan Road, Nad Al Sheba, Dubai, U.A.E.

    არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი

    კონტაქტი

    +995 555 091 100

    ტელეფონი

    +995 577 279 798

    ტელეფონი

    +995 322 060 818

    ტელეფონი

    +995 597 020 299

    ტელეფონი

    [email protected]

    ელ-ფოსტა

    მისამართები

    ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა

    საქართველო, თბილისი

    ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73

    საქართველო, ბათუმი

    Makhmutquli 1A, 100047 Tashkent

    უზბეკეთი, ტაშკენტი

    Meydan Grandstand, 6th floor, Meydan Road, Nad Al Sheba, Dubai, U.A.E.

    არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი

    loialte white

    საკონტაქტო ინფორმაცია

    ელ-ფოსტა

    [email protected]