ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ლანა პაიჭაძე scaled

იურიდიული კონსალტინგი

წარმოების მენეჯერის მომსახურება

თანამედროვე ბიზნეს გარემოში, სადაც სამართლებრივი რეგულირების ხარისხი მუდამ მზარდია, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პროაქტიურობა სამართალურთიერთობების მართვის კუთხით. შესაბამისა, ხარისხიანი და კვალიფიციური იურიდიული კონსულტაციები კომპანიებისთვის არა ფუფუნებას, არამედ აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს. 

Loialte Legal გთავაზობთ იურიდიულ საკონსულტაციო მომსახურებას შემდეგი მიმართულებით:

  • ბიზნესის დაწყება/განვითარება
  • საკორპორაციო სამართალი
  • სახელშეკრულებო სამართალი
  • შრომის სამართალი
  • ურთიერთობები საფინანსო ინსტიტუტებტან
  • აქტივების ყიდვა-გაყიდვა
  • ურთიერთობები დებიტორებთან/კრედიტორებთან

რა გამოგვარჩევს

  • კვალიფიკაცია და მაღალი ხარისხი – მომსახურებას იღებთ არა ერთი იურისტისგან, არამედ პროფესიონალთა გუნდისგან, რომელთაც სამართლის სხვადასხვა დარგში გააჩნიათ შესაბამისი აკადემიური ცოდნა და მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება
  • სიღრმისეული სპეციალიზაცია კონკრეტულ სექტორში – ჩვენ გუნდს გააჩნია მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება სხვადასხვა სექტორებთან მუშაობის კუთხით, რაც საშუალებას გვაძლევს ზედმიწევნით ზუსტად შევაფასოთ ბიზნესთან დაკავშრებული სამართლებრივი გამოწვევები
  • ეთიკის მაღალი სტანდარტი – მხარდაჭერა იურიდიულ სფეროში მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე პორფესიონალებისგან, რომელთათვის პროფესიული ეთიკის დაცვა  ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია
  • სწრაფი და ეფექტური მომსახურება – ბიზნესისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს დრო, შესაბამისად,  Loialte Legal-ის გუნდი ხელშეკრულებების მომზადებასა და რევიზიას გთავაზობთ სწრაფად, ხარისხიანად და თქვენი საჭიროებების გათვალისწინებით.

სარგებელი თქვენი ბიზნესისთვის

  • ხარისხზე დაფუძნებული სამართლებრივი მომსახურება – Loialte Legal გახდება თქვენი სანდო პარტნიორი და დაიცავს თქვენს უფლებებსა და ინტერესებს ნებისმიერი სამართლებრივი გამოწვევის დროს
  • სამართლებრივი რისკების მინიმიზება – საკანონმდებლო შესაბამისობის სწორად მართვა მინიმუმამდე ამცირებს სხვადასხვა ტიპის სამართლებრივ რისკებს და პოტენციურ სასამართლო დავებს
  • მომსახურების ფართო სპექტრი: Loialte Legal ფარავს იურიდიული მომსახურების მრავალ სფეროს, რაც უზრუნველყოფს კომპლექსურ გადაწყვეტილებებს
  • გრძელვადიანი სამართლებრივი მხარდაჭერა – Loialte Legal გთავაზობთ როგორც ერთჯერად, ისე გრძელვადიან სამართლებრივ მხარდაჭერას
  • პრევენციული მიდგომა – ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს პრევენციული ღონისძიებების გატარებას და მაქსიმალურად ცდილობს ნებისმიერი ბიზნეს გადაწყვეტილება იყოს სამართლებრივად გამართული, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი შესაძლო სამართლებრივი დავები

ვის ვემსახურებით

მომსახურება განკუთვნილია სხვადასხვა ზომის და საქმიანობის ორგანიზაციებისთვის, მათ შორის:

  • სტარტაპებისთვის, რომელთათვისაც უმნიშვნელოვანესია ბიზნესის საწყის ეტაპზე ჰყავდეთ სანდო პარტნიორი იურიდიული მიმართულებით
  • მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, რომლებიც მუდმივად საჭიროებენ სწორ სამართლებრივ გადაწყვეტილებებს, რათა შეუფერხებლად, გამართულად და სამართლებრივი რისკების გარეშე აწარმოონ საქმიანობა
  • მსხვილი კორპორაციებისთვის, რომლებსაც ბიზნეს ტრანზაქციებიდან გამომდინარე სჭირდებათ მაღალკვალიფიციური და მრავალწლიანი პრაქტიკოსი იურისტებისგან მხარდაჭერა

ჩვენი მიდგომა

  • დეტალური ანალიზი და შეფასება – მომსახურების საწყის ეტაპზე მნიშვნელოვანია კომპანიის ყველა პროცესისა და ოპერაციების დეტალური ანალიზი, რათა სრულად მოხდეს გაანალიზება, თუ როგორ არის ორგანიზაცია დაკავშირებული მოქმედ კანონმდებლობასთან
  • ინდივიდუალური მიდგომა – ყველა საქმე, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ მუშავდება ინდივიდუალურად, კლიენტების საჭიროებებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით 
  • კომუნიკაცია – კლიენტებთან დროულ და გამჭვირვალე კომუნიკაციას განსაკუთრებულ ყურადღებას ვანიჭებთ, რაც უზრუნველყოფს მათ ინფორმირებულობას და სწორ მოლოდინებს პროცესის ყველა ეტაპზე
  • თანამშრომლობის მოქნილი მოდელი – მომსახურების მიწოდება ისეთი ფორმატით, რომელიც მაქსიმალურად ერგება კლიენტის საჭიროებებს (დისტანციურად, ადგილზე, ინდივიდუალური შეხვედრები და ა.შ.)
  • კლიენტის უკუკავშირის გათვალისწინება – მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება კლიენტისგან მიღებული უკუკავშირის საფუძველზე

Loialte Legal-ის მომსახურება დაზღვეული სადაზღვევო კომპანია “ალდაგი”-ს მიერ, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ კლიენტ კომპანიას Loialte-ს ბრალეულობით დაეკისრება ჯარიმა მაკონტროლებელი ორგანოს მხრიდან, ჯარიმის თანხას აანაზღაურებს სადაზღვევო კომპანია. 

დაგვიკავშირდით დღესვე და გაიგეთ მეტი იმ სარგებლის შესახებ, რასაც Loialte-სთან თანამშრომლობით მიიღებთ!