დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით
Loialte გთავაზობთ მთავარი ბუღალტრის მომსახურებას. გამოცდილი მთავარი ბუღალტერი უზრუნველყოფს თქვენი კომპანიის ბუღალტრული და საგადასახადო სააღრიცხვო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, პროცესების ოპტიმიზაციას, ასევე საგადასახადო, ფინანსური თუ საოპერაციო რისკების მინიმიზებას.
მთავარი ბუღალტრის მომსახურება განსაკუთრებით სასარგებლოა მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რომლებიც ხშირად აწყდებიან სირთულეებს გამოცდილი და კვალიფიციური ბუღალტრის მოძიებისა და შენარჩუნებისას, მაღალი დანახარჯებისა და რესურსების სიმცირის გამო. მომსახურებით ხშირად სარგებლობენ ასევე კომპანიები, რომლებსაც არ სურთ საკუთარი ბუღალტრის/ბუღალტერთა გუნდის სრულად ჩანაცვლება და საჭიროებენ კვალიფიციურ მთავარ ბუღალტერს, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს ბუღალტრული აღრიცხვის მთელი პროცესის სისწორესა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე.
დაგვიკავშირდით დღესვე და გაიგეთ მეტი იმ სარგებლის შესახებ, რასაც Loialte-სთან თანამშრომლობით მიიღებთ!
Loialte-ს მთავარი ბუღალტრის სერვისით შეიძლება ისარგებლოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა კომპანიამ, თუმცა უმეტესად ამ მომსახურებას ირჩევენ ორგანიზაციები, რომელთაც საკუთარი ბუღალტერი ან ბუღალტრული გუნდები ჰყავთ და გარკვეული მიზეზებით სურთ მათი შენარჩუნება, თუმცა ამავდროულად სჭირდებათ კვალიფიციური მთავარი ბუღალტერი, რომელიც საგადასახადო და ბუღალტრული რისკების დაზღვევას უზრუნველყოფს.
მომსახურება იწყება დიაგნოსტიკით, რომლის დროსაც ჩვენი გუნდი დეტალურად იკვლევს კომპანიის საქმიანობის სპეციფიკას, საოპერაციო პროცესებს და უკვე არსებულ სააღიცხვო პრაქტიკას.
შეფასების საფუძველზე ჩვენი მთავარი ბუღალტრის მიერ ხდება კომპანიის მიზნებსა და საქმიანობაზე მორგებული სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება, რომელიც განსაზღვრავს ყველა ძირითად პრინციპს, სამეურნეო ოპერაციების მოქმედ კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად აღსარიცხად. ასევე, მის მიერ, ლოიალტეს გუნდის მხარდაჭერით, ხორციელდება ფინანსურ აღრიცხვასთან დაკავშირებული საოპერაციო პროცესების ოპტიმიზება, დოკუმენტაციისა და ინფორმაციის მიმოცვლის წესების ჩამოყალიბება და ავტომატიზაციის პროცესის ხელშეწყობა.
სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავებისა და დამტკიცების შემდეგ, მთავარი ბუღალტერი ერთვება უშუალოდ ყოველდღიურ სამუშაო პროცესში, მართავს დამკვეთის ბუღალტრულ გუნდს, აკონტროლებს, რომ ბუღალტერია გამართულად ფუნქციონირებდეს და უზრუნველყოფს საგადასახადო ორგანოსთან ანგარიშგებას კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით. მთავარი ბუღალტერი ანგარიშგებას ახორციელებს ასევე დამკვეთი კომპანიის მენეჯმენტთან, ჩართულია ფინანსური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს კომპანიას მესამე პირებთან.
დიახ. Loialté გთავაზობთ მოქნილ სერვისს, რომელიც საშუალებას გაძლევთ ისარგებლოთ მთავარი ბუღალტრის მომსახურებით როგორც დისტანციურად (დამკვეთთად პერიოდული ვიზიტებით), ისე ადგილზე. დისტანციური სერვისის ფარგლებში ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს ყველა სააღრიცხვო პროცესის წარმართვას, მონაცემთა დამუშავებას და ანგარიშგებების მომზადებას ონლაინ რეჟიმში. ჩვენი გამოცდილება და თანამედროვე პროგრამული გადაწყვეტილებები საშუალებას აძლევს კლიენტებს მიიღონ სრულფასოვანი მომსახურება დისტანციურად მუშაობის შემთხვევაშიც.
დიახ. Loialté არის სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს ე.წ. ზრდის ჰაბების პროექტის უმსხვილეს პროვაიდერი, რაც გულისხმობს იმას, რომ მეწარმეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ პროგრამის მიერ დადგენილ კრიტერიუმებს, შეუძლიათ ისარგებლონ 10000 ლარამდე თანადაფინანსებით შემდეგი მიმართულებებით:
დამატებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
ჩვენი გუნდი შედგება გამოცდილი ბუღალტრებისა და საგადასახადო აუდიტორებისგან, რომელთაც აქვთ როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი პრაქტიკა.
Loialté ფლობს ISO 9001:2015 სერტიფიკატს ბუღალტრული და საგადასახადო მომსახურებისა მიმართულებით, რაც ადასტურებს ჩვენი მომსახურების მსოფლიო მასშტაბით აღიარებულ მაღალ ხარისხსა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას.
Loialté-ს პროფესიული პასუხისმგებლობა დაზღვეულია წამყვანი სადაზღვევო კომპანიის მიერ, ხოლო თქვენი მონაცემები დაცულია მკაცრი კონფიდენციალობის პოლიტიკის ფარგლებში.
შეავსეთ თქვენი იურიდიული ფორმა, სექტორი, წლიური ბრუნვა, თანამშრომლების რაოდენობა და გამოინაგარიშე მომსახურების თვიური ღირებულება.
ფასები მოცემულია 1 კომპანიისთვის, დღგ-ს გარეშე
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ელ-ფოსტა
საქართველო, თბილისი
საქართველო, ბათუმი
უზბეკეთი, ტაშკენტი
არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ელ-ფოსტა
საქართველო, თბილისი
საქართველო, ბათუმი
უზბეკეთი, ტაშკენტი
არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი
Developed By Web Features 2025 All Rights Reserved