დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით
ნებისმიერი ბიზნესისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია საგადასახადო ვალდებულებების დროული და ზუსტი დეკლარირება. ბოლო წლებში შემოსავლების სამსახურმა გააძლიერა დეკლარაციების კონტროლის პროცედურები. შემცირდა პირდაპირ საგადასახადო შემოწმების დანიშვნის პრეცედენტები, დეკლარაციების კონტროლის შედეგად შემოწმებაში გადაზრდილი შემთხვევების რაოდენობა კი გაიზარდა. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის გეგმების შესაბამისად, რესურსის დიდი ნაწილი სწორედ დეკლარაციების კონტროლზე მოდის.
ჩვენი გამოცდილება ცხადყოფს, რომ ხშირ შემთხვევაში დეკლარაციაში დაშვებული შეცდომები შემოსავლების სამსახურისგან დამატებით კითხვებს ან საგადასახდო შემოწმების დანიშვნას იწვევს. ასეთ რეალობაში შემოსავლების სამსახურში გადაგზავნამდე საგადასახადო დეკლარაციების შემოწმება კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. Loialté-ს გუნდი უზრუნველყოფს, დეკლარაციები სრულად შეესაბამებოდეს მოქმედ კანონმდებლობას, რაც დაგეხმარებათ თავიდან აირიდოთ გაუთვალისწინებელი სანქციები და ზედმეტი ადმინისტრაციული წნეხი.
Loialté-ს მიმდინარე დეკლარაციების კონტროლის მომსახურება გულისხმობს, კლიენტის ვალდებულებების შესაბამისად ყველა საჭირო მიმდინარე დეკლარაციის აუდიტს, რაც უზრუნველყოფს დეკლარაციებში ასახული ინფორმაციის სიზუსტეს და კანონმდებლობასთან შესაბამისობას. მომსახურების ფარგლებში:
მართალია, ბუღალტერი აღრიცხავს ყოველდღიურ ოპერაციებს და ავსებს დეკლარაციებს, თუმცა დროის სიმცირის ან დატვირთულობის გამო ხშირია ტექნიკური უზუსტობები და მხედველობის მიღმა დარჩენილი საკითხები, ასევე კანონმდებლობის განსხვავებული ინტერპრეტაციით გამოწვეული შეცდომები.
ადამიანი იშვიათად ამჩნევს საკუთარ შეცდომას, საგადასახადო აუდიტორის ჩართულობა კი ქმნის დამატებით დამცავ ფენას, როგორც კომპანიის, ისე ბუღალტრისთვის. მიმდინარე დეკლარაციების აუდიტი სულაც არ ნიშნავს ბუღალტრის უნდობლობას ან მისი შეცვლის საჭიროებას, არამედ ისინი ავსებენ ერთმანეთს და აზღვევენ თქვენს ბიზნესს მოულოდნელი სანქციებისგან.
Loialté არის სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს ე.წ. ზრდის ჰაბების პროექტის უმსხვილესი პროვაიდერი და ბიზნეს სუბიექტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ პროგრამის მიერ დადგენილ კრიტერიუმებს, შეუძლიათ ისარგებლონ 10000 ლარამდე თანადაფინანსებით შემდეგი მიმართულებებით:
დამატებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
მიმდინარე დეკლარაციების აუდიტი ტარდება ყოველი საანგარიშო პერიოდის დასრულებისთანავე, დეკლარაციების ოფიციალურ წარდგენამდე და მიზნად ისახავს საგადასახადო კანონმდებლობასთან მუდმივი და უწყვეტი შესაბამისობის უზრუნველყოფას.
განსხვავებით ამისა, სრული საგადასახადო აუდიტი მოიცავს წარსული პერიოდის ვალდებულებების შემოწმებას და, როგორც წესი, წელიწადში – ერთხელ, ზოგჯერ კი სამ წელიწადში ერთხელ ტარდება.
ასეთ შემთხვევაში, ხარვეზების აღმოჩენა შესაძლოა დაგვიანდეს, რაც ზრდის ჯარიმებისა და აუღიარებელი ვალდებულებების დარიცხვის ალბათობას და ფინანსურ რისკებს.
საგადასახადო დეკლარაციების პროცესში მხარდაჭერის მომსახურებით სარგებლობისას Loialté-ში დაგხვდებიან გამოცდილი საგადასახადო აუდიტორები და კონსულტანტები, რომლებსაც გააჩნიათ როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში (მათ შორის შემოსავლების სამსახურში) მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
ჩვენი ჩართულობით ყოველთვიური დეკლარირების პროცესი მეტად უსაფრთხო და კონტროლირებადია. ამასთან, ჩვენი პროფესიული პასუხისმგებლობა დაზღვეულია წამყვანი სადაზღვევო კომპანიის მიერ. შედეგად, თქვენ აზღვევთ საგადასახადო რისკებს და იღებთ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ემყარება გამოცდილებას, სამართლებრივ სიზუსტეს და სანდოობას.
ამასთან, Loialté ფლობს ISO 9001:2015 სერტიფიკატს საგადასახადო აუდიტის მიმართულებით, რაც ადასტურებს ჩვენი მომსახურების მაღალ ხარისხს და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას.
Loialte – სანდო, პროფესიონალური ფინანსური პარტნიორი
პროფესიონალთა გუნდი ხარისხიანი ბუღალტრული მომსახურებისთვის!
პროფესიონალური და ეფექტური ბუღალტრული სერვისი
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ელ-ფოსტა
საქართველო, თბილისი
საქართველო, ბათუმი
უზბეკეთი, ტაშკენტი
არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ელ-ფოსტა
საქართველო, თბილისი
საქართველო, ბათუმი
უზბეკეთი, ტაშკენტი
არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი
Developed By Web Features 2026 All Rights Reserved