WhatsApp Image 2025 10 21 at 12.08.01

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით

მომხმარებლების უფლებების დაცვა სამართალი საცალო სექტორისთვის

„მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ კანონი წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც არეგულირებს ბიზნეს ოპერატორების ურთიერთობას მომხმარებლებთან.
კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს როგორც ფინანსური სანქციები, ისე რეპუტაციული ზიანი, განსაკუთრებით საცალო სექტორში, სადაც მომხმარებელთა ნდობა ბიზნესის წარმატების მთავარ საფუძველს წარმოადგენს.
Loialte Legal გთავაზობთ სამართლებრივ მხარდაჭერას, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი ბიზნესის სრულ შესაბამისობას მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონმდებლობასთან და ამცირებს მასთან დაკავშირებულ სამართლებრივ რისკებს.

Untitled design optimized

რას მოიცავს მომხმარებელთა უფლებების დაცვის  მომსახურება
ჩვენი მომსახურება მოიცავს საცალო სექტორის სპეციფიკაზე მორგებულ სამართლებრივ მხარდაჭერას, მათ შორის:

  • საცალო სექტორის საქმიანობის სამართლებრივ აუდიტს, თქვენი ბიზნეს პროცესების შესაბამისობის შეფასებას მოქმედ კანონმდებლობასთან;
  • საგარანტიო პირობების, გაცვლა-დაბრუნების და ონლაინ გაყიდვების პოლიტიკის შემუშავებას;
  • მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების პოლიტიკის ფორმირებას, რათა დაცული იყოს გამჭვირვალობის პრინციპი;
  • ბიზნესის შიდა დოკუმენტაციის (წესები, პირობები, კონტრაქტები) მოწესრიგებასა და განახლებას;
  • სამართლებრივ წარმომადგენლობას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსა და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში;
  • მუდმივ სამართლებრივ კონსულტაციებს საცალო სექტორის სპეციალიზებულ თემებზე, მათ შორის მომხმარებელთა პრეტენზიების მართვაზე.

ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ ბიზნესს არა მხოლოდ რეგულაციებთან შესაბამისობაში, არამედ მომხმარებელთა ნდობის განმტკიცებასა და ბრენდის პოზიციის გაძლიერებაში.

კანონი ვრცელდება ყველა ბიზნეს ოპერატორზე, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს საქონელს ან მომსახურებას, მათ შორის საცალო და ონლაინ სექტორებზე.

მომხმარებელს შეუძლია მიმართოს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, რომელსაც აქვს უფლება მოვაჭრეს განუსაზღვროს ვადა და მოსთხოვოს დარღვეული უფლების აღდგენა ან/და კანონით აკრძალული ქმედების შეწყვეტა, ხოლო სააგენტოს გადაწყვეტილების არ შესრულების ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოვაჭრეს დააკისროს ჯარიმა.

დიახ, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ამ პროექტის ფარგლებში იურიდიული მომსახურებით, Loialté არის სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს ე.წ. ზრდის ჰაბების პროექტის უმსხვილეს პროვაიდერი, რაც გულისხმობს იმას, რომ მეწარმეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ პროგრამის მიერ დადგენილ კრიტერიუმებს, შეუძლიათ ისარგებლონ 10000 ლარამდე თანადაფინანსებით შემდეგი მიმართულებებით:

  • იურიდიული მომსახურება
  • ფინანსები და ბუღალტერია
  • გადასახადები
  • ბიზნესგეგმა, სტრატეგიული დაგეგმარება და ბიზნესმოდელირება
  • HR მომსახურება

დამატებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

თანამშრომლობა შესაძლებელია დისტანციურად, ადგილზე ვიზიტით ან ინდივიდუალური შეხვედრების ფორმატით. პროცესის ყველა ეტაპზე კლიენტი იღებს გამჭვირვალე და დროულ ინფორმაციას, ჩვენი გუნდი მუდმივად ხაზზეა კლიენტებთან, შესაბამისად, უზრუნველვყოფთ უწყვეტ კომუნიკაციას და სწრაფ უკუკავშირს.

კვალიფიკაცია და მაღალი ხარისხი – მომსახურებას იღებთ არა ერთი იურისტისგან, არამედ პროფესიონალთა გუნდისგან, რომელთაც სამართლის სხვადასხვა დარგში გააჩნიათ შესაბამისი აკადემიური ცოდნა და მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება

ეთიკის მაღალი სტანდარტი – მხარდაჭერა იურიდიულ სფეროში მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე პორფესიონალებისგან, რომელთათვის პროფესიული ეთიკის დაცვა  ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

სწრაფი და ეფექტური მომსახურება – ბიზნესისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს დრო, შესაბამისად,  Loialte Legal-ის გუნდი ხელშეკრულებების მომზადებასა და რევიზიას გთავაზობთ სწრაფად, ხარისხიანად და თქვენი საჭიროებების გათვალისწინებით.

Loialté ფლობს ISO 9001:2015 სერტიფიკატს, რაც ადასტურებს ჩვენი მომსახურების მაღალ ხარისხს და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას.

Loialté-ს პროფესიული პასუხისმგებლობა დაზღვეულია წამყვანი სადაზღვევო კომპანიის მიერ, ხოლო თქვენი მონაცემები დაცულია მკაცრი კონფიდენციალობის პოლიტიკის ფარგლებში.

WhatsApp
დაგვიკავშირდით

გამოიწერეთ სიახლეები

    კონტაქტი

    +995 555 091 100

    ტელეფონი

    +995 577 279 798

    ტელეფონი

    +995 322 060 818

    ტელეფონი

    +995 595 544 088

    ტელეფონი

    [email protected]

    ელ-ფოსტა

    მისამართები

    ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა

    საქართველო, თბილისი

    ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73

    საქართველო, ბათუმი

    Tashkent, Makhtumquli 114A

    უზბეკეთი, ტაშკენტი

    Meydan Grandstand, 6th floor, Meydan Road, Nad Al Sheba, Dubai, U.A.E.

    არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი

    კონტაქტი

    +995 555 091 100

    ტელეფონი

    +995 577 279 798

    ტელეფონი

    +995 322 060 818

    ტელეფონი

    +995 597 020 299

    ტელეფონი

    [email protected]

    ელ-ფოსტა

    მისამართები

    ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა

    საქართველო, თბილისი

    ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73

    საქართველო, ბათუმი

    Makhmutquli 1A, 100047 Tashkent

    უზბეკეთი, ტაშკენტი

    Meydan Grandstand, 6th floor, Meydan Road, Nad Al Sheba, Dubai, U.A.E.

    არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი

    loialte white

    საკონტაქტო ინფორმაცია

    ელ-ფოსტა

    [email protected]