დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით
თანამედროვე კომპანიებისთვის ეფექტური ონბორდინგი ერთ-ერთი მთავარი პროცესია, რომელიც განსაზღვრავს ახალი თანამშრომლის ადაპტაციას, ჩართულობასა და პროდუქტიულობის სწრაფ ზრდას. სწორად დაგეგმილი ონბორდინგის პროცესი ამცირებს ადაპტაციის პერიოდს და ზრდის თანამშრომლის კმაყოფილებას,
Loialté გთავაზობთ სრული ონბორდინგის პროცესის შემუშავებასა და დანერგვას, რომელიც მოიცავს, როგორც პროცედურული დოკუმენტების შექმნას, ასევე თანამშრომლის გამოცდილების დიზაინს – პირველივე სამუშაო დღიდან ეფექტური ადაპტაციის უზრუნველსაყოფად. მომსახურება მოიცავს:
Loilte ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებულ მომსახურებას უზრუნველყოფს მისი შვილობილი კომპანია, HR სააგენტო hiro/ჰირო-ს მეშვეობით (www.hiro.ge)
ონბორდინგი განსაზღვრავს, თუ რამდენად სწრაფად და ეფექტურად მოერგება ახალი თანამშრომელი სამუშაო გარემოს. გამართული ონბორდინგი ამცირებს სტრესს, ზრდის მოტივაციას და ამყარებს თანამშრომლის კავშირს ორგანიზაციასთან.
ონბორდინგი ახალი თანამშრომლის სამუშაო პროცესში სწრაფად და სტრუქტურირებულად ინტეგრაციას უზრუნველყოფს. მისი მიზანია, რომ თანამშრომლობის საწყის ეტაპზევე იყოს განსაზღვრული, თუ როგორია თანამშრომლის როლი, რა პრიორიტეტები აქვს პოზიციას და რომელი რესურსებია საჭირო ყოველდღიური ამოცანების შესასრულებლად. აღნიშნული პროცესის გამართულობა ამცირებს რისკებს, აჩქარებს ადაპტაციას და ქმნის ფუნდამენტს, რომ თანამშრომელმა შესაბამის პოზიციაზე დამოუკიდებლად და ეფექტიანად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები.
ასევე ონბორდინგის პროცესი ახალ გუნდის წევრს ეხმარება, რომ გააცნობიეროს, თუ როგორ თანამშრომლობს გუნდი, რა ფორმის კომუნიკაციაა მიღებული ორგანიზაციაში და რა სტანდარტებით ხდება გადაწყვეტილებების მიღება. როდესაც აღნიშნული ინფორმაციის მიწოდება ხდება სწორად და დროულად, გუნდში ინტეგრაცია ნაკლებად რთულია და თავიდანვე იქმნება გამართული სამუშაო ურთიერთობები.
ონბორდინგის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პოზიციასა და ორგანიზაციის სპეციფიკაზე. საშუალოდ, პროცესი 1–3 თვეს გრძელდება და მოიცავს, როგორც ადმინისტრაციულ, ისე კულტურულ და პროფესიულ ინტეგრაციას.
Loialte ქმნის თქვენს ორგანიზაციაზე მორგებულ ონბორდინგ მოდელს, რომელიც აძლიერებს თანამშრომელთა ჩართულობას და ამცირებს ადაპტაციის პერიოდში წარმოქმნილ რისკებს. შედეგად, კომპანია იღებს მოტივირებულ, ინფორმირებულ და პროდუქტიულ თანამშრომლებს, რომლებიც უფრო სწრაფად ქმნიან რეალურ ბიზნეს ღირებულებას.
დიახ. Loialté არის სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს ე.წ. ზრდის ჰაბების პროექტის უმსხვილეს პროვაიდერი, რაც გულისხმობს იმას, რომ მეწარმეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ პროგრამის მიერ დადგენილ კრიტერიუმებს, შეუძლიათ ისარგებლონ 10000 ლარამდე თანადაფინანსებით შემდეგი მიმართულებებით:
დამატებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
Loialté, თავისი შვილობილი კომპანია HR სააგენტო hiro/ჰიროს მეშვეობით, უზრუნველყოფს პროფესიონალურ მხარდაჭერას ორგანიზაციის HR პროცესების გაძლიერებისთვის. ჩვენი სერვისები აერთიანებს როგორც შიდა კულტურის განვითარებას, ისე გარე პოზიციონირებას, რაც ხელს უწყობს ძლიერი და მიმზიდველი დამსაქმებლის ბრენდის შექმნას, თანამშრომელთა ჩართულობის ზრდასა და კონკურენტულ უპირატესობებზე წვდომას შრომით ბაზარზე.
Loialte – სანდო, პროფესიონალური ფინანსური პარტნიორი
პროფესიონალთა გუნდი ხარისხიანი ბუღალტრული მომსახურებისთვის!
პროფესიონალური და ეფექტური ბუღალტრული სერვისი
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ელ-ფოსტა
საქართველო, თბილისი
საქართველო, ბათუმი
უზბეკეთი, ტაშკენტი
არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ელ-ფოსტა
საქართველო, თბილისი
საქართველო, ბათუმი
უზბეკეთი, ტაშკენტი
არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი
Developed By Web Features 2026 All Rights Reserved