დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით
ორგანიზაციული სტრუქტურა წარმოადგენს იმ ჩარჩოს, რომლის საშუალებითაც კომპანიის რესურსები, ფუნქციები და პასუხისმგებლობები ეფექტურად ნაწილდება. გამართული სტრუქტურა უზრუნველყოფს პროცესების გამჭვირვალობას, გადაწყვეტილების მიღების სისწრაფესა და თანამშრომელთა კმაყოფილებას. სწორედ ამიტომ, ორგანიზაციული სტრუქტურის დაგეგმვა და განვითარება კრიტიკულია, როგორც სტარტაპებისთვის, ასევე ზრდის ფაზაში მყოფი კომპანიებისთვის.
Loialte გთავაზობთ ორგანიზაციული სტრუქტურის შექმნისა და ოპტიმიზაციის მომსახურებას, რომელიც ეფუძნება კომპანიის ბიზნეს-მიზნებსა და შიდა პროცესების სპეციფიკას. მომსახურება მოიცავს:
Loilte ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებულ მომსახურებას უზრუნველყოფს მისი შვილობილი კომპანია, HR სააგენტო hiro/ჰირო-ს მეშვეობით (www.hiro.ge)
ორგანიზაციული სტრუქტურა წარმოადგენს პროცესების მართვის ძირითად ჩარჩოს. იგი განსაზღვრავს გადაწყვეტილებების მიღების წესს, პასუხისმგებლობებსა და კომუნიკაციის გზებს. სწორად დაგეგმილი სტრუქტურა ამცირებს ფუნქციურ გადაფარვებს (დუბლირებებს), უზრუნველყოფს პასუხისმგებლობების სამართლიან განაწილებას და ზრდის ორგანიზაციის საერთო ეფექტიანობას.
სტრუქტურის შექმნა ეხება კომპანიის შიდა სისტემის ნულიდან აგებას, მიზნების, დეპარტამენტებისა და როლების განსაზღვრას.
ოპტიმიზაცია კი გამოიყენება უკვე მოქმედ სტრუქტურაში, პროცესი მოიცავს არსებული ფუნქციების გადახედვას და პროცესების გამარტივებას. ორივე შემთხვევაში მიზანია ეფექტური მართვის სისტემის ჩამოყალიბება.
დიახ. Loialté არის სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს ე.წ. ზრდის ჰაბების პროექტის უმსხვილეს პროვაიდერი, რაც გულისხმობს იმას, რომ მეწარმეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ პროგრამის მიერ დადგენილ კრიტერიუმებს, შეუძლიათ ისარგებლონ 10000 ლარამდე თანადაფინანსებით შემდეგი მიმართულებებით:
დამატებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
Loialté, თავისი შვილობილი კომპანია HR სააგენტო hiro/ჰიროს მეშვეობით, უზრუნველყოფს პროფესიონალურ მხარდაჭერას ორგანიზაციის HR პროცესების გაძლიერებისთვის. ჩვენი სერვისები აერთიანებს როგორც შიდა კულტურის განვითარებას, ისე გარე პოზიციონირებას, რაც ხელს უწყობს ძლიერი და მიმზიდველი დამსაქმებლის ბრენდის შექმნას, თანამშრომელთა ჩართულობის ზრდასა და კონკურენტულ უპირატესობებზე წვდომას შრომით ბაზარზე.
ორგანიზაციული სტრუქტურის შემუშავების ვადები დამოკიდებულია კომპანიის ზომაზე, საქმიანობის სირთულესა და არსებული პროცესების მდგომარეობაზე. საშუალოდ, პროექტი მოიცავს რამდენიმე კვირიან სამუშაო პერიოდს და სრულდება დეტალური ანალიზის, სტრუქტურული მოდელის დამუშავებისა და შეთანხმების ეტაპებით. პროცესის დასრულების შემდეგ კომპანია იღებს მკაფიოდ ჩამოყალიბებულ ორგანიზაციულ სტრუქტურას, განაწილებულ ფუნქციებსა და პასუხისმგებლობებს, განახლებულ სამუშაო აღწერილობებს, სტრუქტურულ ჩარტს და საშტატო განრიგს, რაც ქმნის საფუძველს ეფექტური მართვისა და HR პროცესების შემდგომი განვითარებისათვის (hiro/ჰიროს ჩართულობით).
Loialte – სანდო, პროფესიონალური ფინანსური პარტნიორი
პროფესიონალთა გუნდი ხარისხიანი ბუღალტრული მომსახურებისთვის!
პროფესიონალური და ეფექტური ბუღალტრული სერვისი
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ელ-ფოსტა
საქართველო, თბილისი
საქართველო, ბათუმი
უზბეკეთი, ტაშკენტი
არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ელ-ფოსტა
საქართველო, თბილისი
საქართველო, ბათუმი
უზბეკეთი, ტაშკენტი
არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი
Developed By Web Features 2026 All Rights Reserved