WhatsApp Image 2025 10 21 at 12.08.01

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით

რეგულაციებთან შესაბამისობასთან დაკავშირებული მხარდაჭერა

თანამედროვე ბიზნესგარემოში რეგულაციებთან შესაბამისობა წარმოადგენს კომპანიის სამართლებრივი სტაბილურობის, რეპუტაციისა და მდგრადი განვითარების მნიშვნელოვან წინაპირობას. საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს სანქციები, ფინანსური ზარალი და პარტნიორული ურთიერთობების დაზიანება.

Loialte Legal გთავაზობთ რეგულაციებთან სამართლებრივი შესაბამისობის (Regulatory Compliance) სერვისს, რომელიც მიზნად ისახავს თქვენი ბიზნესის სრულ ანალიზს და შესაბამისობის უზრუნველყოფას მოქმედ კანონმდებლობასთან ყველა ეტაპზე,  დოკუმენტაციიდან ოპერაციულ პროცესებამდე.

Untitled design optimized

რას მოიცავს რეგულაციებთან შესაბამისობის მომსახურება

ჩვენი სერვისი მოიცავს კომპანიის საქმიანობის სისტემურ და დეტალურ შეფასებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ყველა ბიზნესპროცესის კანონთან შესაბამისობა. კერძოდ:

  • კომპანიის შიდა პროცესების, კონტრაქტების და გადაწყვეტილებების სამართლებრივი ანალიზი და რისკების იდენტიფიცირება;
  • კომერციული და რეგულაციური რისკების შეფასება, მათ შორის ლიცენზირების, ნებართვებისა და ზედამხედველობის მოთხოვნების გათვალისწინებით;
  • შესაბამისობის სტრატეგიის შემუშავება და საჭირო სამართლებრივი რეკომენდაციები პრევენციული მოქმედებებისთვის;
  • სამართლებრივი  რეგულაციებისა და საზედამხედველო ინსტიტუტების მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • მუდმივი მონიტორინგი საკანონმდებლო ცვლილებებზე და დროული შეტყობინება ბიზნესისთვის მნიშვნელოვან ცვლილებებზე;
  • სამართლებრივი გზების შემუშავება და დახმარება რეგულაციებთან დაკავშირებით. 

Loialte Legal-ის მიდგომა ეფუძნება პრევენციულ სამართლებრივ კონცეფციას, ჩვენ ვმუშაობთ, რომ პოტენციური პრობლემები აღმოიფხვრას მანამ, სანამ ისინი გადაიზრდება საზედამხედველო ორგანოს  მიერ მოკვლევის საგნად, რომელსაც შესაძლოა მოყვეს შესაბამისი რეაგირება.

დაგვიკავშირდით დღესვე, რათა დარწმუნდეთ, რომ თქვენი ბიზნესი სრულ შესაბამისობაშია რეგულაციებთან, დაცულია სამართლებრივი რისკებისგან და მზად არის სტაბილური განვითარებისათვის.

Regulatory Compliance ნიშნავს კომპანიების მიერ კანონების, რეგულაციების და პროფესიული სტანდარტების სრული დაცვას, რაც აუცილებელია მათი საქმიანობის ლეგალურ და გამჭვირვალე ფუნქციონირებისთვის.

კანონმდებლობასთან და რეგულაციებთან შესაბამისობა ამცირებს სამართლებრივ და ფინანსურ რისკებს, უზრუნველყოფს საზედამხედველო ორგანოებთან ურთიერთობის გამჭვირვალობას და აძლიერებს კომპანიის რეპუტაციას.

მომსახურება მნიშვნელოვანია ყველა სექტორისთვის, რომელთა საქმიანობაც შესაბამისი საზედამხედველო/მარეგულირებელი ორგანოს მიერ რეგულირდება და კონტროლდება. რეგულირების მაღალი ხარისხით განსაკუთრებით გამოირჩევა ფინანსური, სამედიცინო და საცალო ბიზნესი.

დიახ, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ამ პროექტის ფარგლებში იურიდიული მომსახურებით, Loialté არის სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს ე.წ. ზრდის ჰაბების პროექტის უმსხვილეს პროვაიდერი, რაც გულისხმობს იმას, რომ მეწარმეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ პროგრამის მიერ დადგენილ კრიტერიუმებს, შეუძლიათ ისარგებლონ 10000 ლარამდე თანადაფინანსებით შემდეგი მიმართულებებით:

  • იურიდიული მომსახურება
  • ფინანსები და ბუღალტერია
  • გადასახადები
  • ბიზნესგეგმა, სტრატეგიული დაგეგმარება და ბიზნესმოდელირება
  • HR მომსახურება

დამატებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

კვალიფიკაცია და მაღალი ხარისხი – მომსახურებას იღებთ არა ერთი იურისტისგან, არამედ პროფესიონალთა გუნდისგან, რომელთაც სამართლის სხვადასხვა დარგში გააჩნიათ შესაბამისი აკადემიური ცოდნა და მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება

ეთიკის მაღალი სტანდარტი – მხარდაჭერა იურიდიულ სფეროში მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე პორფესიონალებისგან, რომელთათვის პროფესიული ეთიკის დაცვა  ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

სწრაფი და ეფექტური მომსახურება – ბიზნესისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს დრო, შესაბამისად,  Loialte Legal-ის გუნდი ხელშეკრულებების მომზადებასა და რევიზიას გთავაზობთ სწრაფად, ხარისხიანად და თქვენი საჭიროებების გათვალისწინებით.

Loialté ფლობს ISO 9001:2015 სერტიფიკატს, რაც ადასტურებს ჩვენი მომსახურების მაღალ ხარისხს და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას.

Loialté-ს პროფესიული პასუხისმგებლობა დაზღვეულია წამყვანი სადაზღვევო კომპანიის მიერ, ხოლო თქვენი მონაცემები დაცულია მკაცრი კონფიდენციალობის პოლიტიკის ფარგლებში.

WhatsApp
დაგვიკავშირდით

    კონტაქტი

    +995 555 091 100

    ტელეფონი

    +995 577 279 798

    ტელეფონი

    +995 322 060 818

    ტელეფონი

    +995 595 544 088

    ტელეფონი

    [email protected]

    ელ-ფოსტა

    მისამართები

    ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა

    საქართველო, თბილისი

    ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73

    საქართველო, ბათუმი

    Tashkent, Makhtumquli 114A

    უზბეკეთი, ტაშკენტი

    Meydan Grandstand, 6th floor, Meydan Road, Nad Al Sheba, Dubai, U.A.E.

    არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი

    კონტაქტი

    +995 555 091 100

    ტელეფონი

    +995 577 279 798

    ტელეფონი

    +995 322 060 818

    ტელეფონი

    +995 597 020 299

    ტელეფონი

    [email protected]

    ელ-ფოსტა

    მისამართები

    ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა

    საქართველო, თბილისი

    ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73

    საქართველო, ბათუმი

    Makhmutquli 1A, 100047 Tashkent

    უზბეკეთი, ტაშკენტი

    Meydan Grandstand, 6th floor, Meydan Road, Nad Al Sheba, Dubai, U.A.E.

    არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი

    loialte white

    საკონტაქტო ინფორმაცია

    ელ-ფოსტა

    [email protected]