რეკრუტინგი

დღევანდელ შრომით ბაზარზე, სადაც კონკურენცია კვალიფიციურ ტალანტებზე მუდმივად იზრდება, რეკრუტინგის პროცესის ხარისხი პირდაპირ გავლენას ახდენს კომპანიის შედეგზე.

სწორად დაგეგმილი და ეფექტურად წარმართული რეკრუტინგის პროცესი, საშუალებას აძლევს ორგანიზაციას, დროულად მოძებნოს და შეარჩიოს შესაბამისი ტალანტები, რაც უზრუნველყოფს გუნდის სტაბილურობასა და კომპანიის ზრდას.

რეკრუტინგის ტიპები

Loialté რეკრუტინგს ახორციელებს კომპანიის საჭიროებებზე მორგებული ფორმატით:

  • მასობრივი შერჩევა (Mass Recruitment) –  დიდი რაოდენობით კანდიდატების სწრაფი შერჩევა საოპერაციო, მომსახურებისა და დროებითი პოზიციებისთვის.
  • საშუალო და მაღალი პოზიციების შერჩევა (Headhunting) –  მიზნობრივი ძიება და სპეციალიზებული ტალანტების მოზიდვა მაღალი და საშუალო რგოლის პოზიციებისთვის.
  • საერთაშორისო რეკრუტინგი – უცხოელი კანდიდატების მოძიება/ საერთაშორისო ბაზარზე შესაბამისი პროფილების იდენტიფიცირება.

რას მოიცავს რეკრუტინგის პროცესი

Loialte-ის რეკრუტინგის სერვისი დაფუძნებულია სისტემურ და გამჭვირვალე პროცესზე, რომელიც მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • საჭიროების განსაზღვრა და ვაკანსიის ანალიზი –  კომპანიის მოთხოვნების, პოზიციის პასუხისმგებლობებისა და აუცილებელი კომპეტენციების დეტალური შეფასება.
  • ვაკანსიის აღწერისა და დოკუმენტაციის მომზადება – ვაკანსიის აღწერის ოფიციალური ტექსტის მომზადება, რეკრუტინგის წესებისა და სამუშაო შეთავაზების ფორმირების უზრუნველყოფა.
  • მოძიების არხების შერჩევა – ვაკანტური პოზიციის მიხედვით ოპტიმალური არხების განსაზღვრა (ონლაინ პლატფორმები, პროფესიული ქსელები, შიდა რეკომენდაციები და სხვა).
  • კანდიდატთა ბაზის წარმოება და რეზიუმეების ფილტრაცია –  შესაბამისი კანდიდატების შერჩევა, წინასწარი შეფასება და შეხვედრების დაგეგმვა.
  • გასაუბრებების ორგანიზება და შეფასება – შეფასების ფორმების და ტესტების გამოყენება პროფესიული და პიროვნული კომპეტენციების დასადგენად.

  • დაქირავების პროცესის მონიტორინგი – შერჩეული კანდიდატის ადაპტაციის მონიტორინგი და უკუკავშირის მიღება დამსაქმებლისა და თანამშრომლის მხრიდან.
  • რეკრუტინგის ანალიტიკა –  მიღებული შედეგების შეფასება და რეკომენდაციების შემუშავება პროცესის ოპტიმიზაციისთვის.

Loilte ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებულ მომსახურებას უზრუნველყოფს მისი შვილობილი კომპანია, HR სააგენტო hiro/ჰირო-ს მეშვეობით (www.hiro.ge

რეკრუტინგის აუთსორსინგი კომპანიას საშუალებას აძლევს დაზოგოს დრო და რესურსი, მიიღოს წვდომა კანდიდატების ბაზასთან და ისარგებლოს პროფესიონალური შეფასების მეთოდებით.

 

რეკრუტინგის აუთსორსინგი კომპანიას აძლევს შესაძლებლობას, სელექციის პროცესში დაეყრდნოს სპეციალიზებული გუნდის გამოცდილებას და პროფესიულ მეთოდოლოგიას. გარე პარტნიორი უზრუნველყოფს კანდიდატების მოძიების სტრატეგიის შემუშავებას, შრომის ბაზრის ანალიზს, პროფესიონალური შეფასების ინსტრუმენტების შერჩევას და ტალანტების ფართო აუდიტორიაზე ხელმისაწვდომობას, რაც ზრდის გუნდში შესაბამისი კვალიფიკაციის ტალანტების მოძიების ეფექტურობას.

შედეგად, ორგანიზაცია იღებს მოთხოვნების შესაბამისი ტალანტების შერჩევას, რესურსების რაციონალურ განაწილებას და შემცირებულ ვაკანსიის დახურვის პერიოდს — რაც პირდაპირ აისახება ბიზნესის უწყვეტობასა და პროდუქტიულობაზე.

რეკრუტინგის პროცესი დამოკიდებულია თითოეულ პოზიციაზე, ბაზარზე არსებული კანდიდატების ხელმისაწვდომობაზე და შერჩევის სტრატეგიაზე. მასობრივი რეკრუტინგი შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე კვირა, ხოლო მენეჯერული ან სპეციალიზებული პოზიციებისთვის (ჰედჰანთინგის შემთხვევაში) პროცესი მოითხოვს საორიენტაციოდ 4–8 კვირას, რომ მოხდეს საუკეთესო კანდიდატის შერჩევა კომპანიის მოთხოვნების შესაბამისად.

Loialté უზრუნველყოფს კანდიდატის ადაპტაციის მონიტორინგს, აგროვებს უკუკავშირს და საჭიროების შემთხვევაში გასცემს დამატებით რეკომენდაციებს. ჩვენი მიზანია არა მხოლოდ პოზიციის შევსება, არამედ გრძელვადიანი, პატრნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება.

Loialté იღებს სრულ პასუხისმგებლობას რეკრუტინგის შედეგზე და უზრუნველყოფს შერჩეული კანდიდატის ადაპტაციის ეტაპის მონიტორინგსა და მხარდაჭერას განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში. ჩვენ ვაგროვებთ უკუკავშირს, ვაწვდით პარტნიორ ორგანიზაციას საჭირო რეკომენდაციებს და მივყვებით თანამშრომლის ინტეგრაციის პროცესს, რომ თანამშრომლობა იყოს ეფექტური.

თუ თანამშრომლობა ვერ უზრუნველყოფს პოზიციის მიზნებთან და ორგანიზაციულ კულტურასთან თანხვედრას, Loialté იწყებს კანდიდატის ჩანაცვლების პროცესს შეთანხმებული გარანტიის პერიოდში (1 თვე), დამატებითი ფინანსური ვალდებულებების გარეშე.

დიახ. Loialté არის სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს ე.წ. ზრდის ჰაბების პროექტის უმსხვილეს პროვაიდერი, რაც გულისხმობს იმას, რომ მეწარმეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ პროგრამის მიერ დადგენილ კრიტერიუმებს, შეუძლიათ ისარგებლონ 10000 ლარამდე თანადაფინანსებით შემდეგი მიმართულებებით:

  • ფინანსები და ბუღალტერია
  • გადასახადები
  • იურიდიული მომსახურება
  • ბიზნესგეგმა, სტრატეგიული დაგეგმარება და ბიზნესმოდელირება
  • HR მომსახურება

დამატებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

Loilte ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებულ მომსახურებას უზრუნველყოფს მისი შვილობილი კომპანია, HR სააგენტო hiro/ჰირო მეშვეობით (www.hiro.ge)

Loialté, თავისი შვილობილი კომპანია HR სააგენტო hiro/ჰიროს მეშვეობით, უზრუნველყოფს პროფესიონალურ მხარდაჭერას ორგანიზაციის HR პროცესების გაძლიერებისთვის. ჩვენი სერვისები აერთიანებს როგორც შიდა კულტურის განვითარებას, ისე გარე პოზიციონირებას, რაც ხელს უწყობს ძლიერი და მიმზიდველი დამსაქმებლის ბრენდის შექმნას, თანამშრომელთა ჩართულობის ზრდასა და კონკურენტულ უპირატესობებზე წვდომას შრომით ბაზარზე.

WhatsApp
დაგვიკავშირდით

    კონტაქტი

    +995 555 091 100

    ტელეფონი

    +995 577 279 798

    ტელეფონი

    +995 322 060 818

    ტელეფონი

    +995 595 544 088

    ტელეფონი

    [email protected]

    ელ-ფოსტა

    მისამართები

    ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა

    საქართველო, თბილისი

    ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73

    საქართველო, ბათუმი

    Tashkent, Makhtumquli 114A

    უზბეკეთი, ტაშკენტი

    Meydan Grandstand, 6th floor, Meydan Road, Nad Al Sheba, Dubai, U.A.E.

    არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი

    კონტაქტი

    +995 555 091 100

    ტელეფონი

    +995 577 279 798

    ტელეფონი

    +995 322 060 818

    ტელეფონი

    +995 597 020 299

    ტელეფონი

    [email protected]

    ელ-ფოსტა

    მისამართები

    ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა

    საქართველო, თბილისი

    ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73

    საქართველო, ბათუმი

    Makhmutquli 1A, 100047 Tashkent

    უზბეკეთი, ტაშკენტი

    Meydan Grandstand, 6th floor, Meydan Road, Nad Al Sheba, Dubai, U.A.E.

    არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი

    loialte white

    საკონტაქტო ინფორმაცია

    ელ-ფოსტა

    [email protected]