დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით
საგადასახადო დავალიანება ბიზნესისთვის სერიოზულ რისკს წარმოადგენს, რადგან იწვევს დამატებით ჯარიმებსა და საურავებს და პირდაპირ ზემოქმედებს კომპანიის ფინანსურ სტაბილურობაზე. დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს შეუძლია დაადოს ინკასო საბანკო ანგარიშებზე, რაც აფერხებს ფულზე წვდომას და ართულებს ყოველდღიურ ოპერაციებს. გრძელვადიან პერსპექტივაში საგადასახადო დავალიანება კი აზიანებ კომპანიის რეპუტაციასა და სანდოობას პარტნიორებთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან.
Loialté მზადაა საგადასახადო დავალიანების მართვა საკუთარ თავზე აიღოს. ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენი ინტერესების დაცვას და კანონიერ წარმომადგენლობას შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტში, რათა მივაღწიოთ ვალის გადანაწილების სასურველ შეთანხმებას.
ჩვენი მხარდაჭერა მოიცავს მომსახურების სრულ ციკლს დაწყებული საგადასახადო დავალიანების შეფასებიდან – დასრულებული სასურველი შეთანხმების მიღწევით. ჩვენ ვმოქმედებთ როგორც თქვენი ოფიციალური წარმომადგენლები შემოსავლების სამსახურთან ურთიერთობისას და უზრუნველვყოფთ ყველა ნაბიჯის სამართლებრივ გამართულობას და მაქსიმალურ ეფექტიანობას. შემოთავაზებული მომსახურების ფარგლებში ჩვენ:
სასურველი შედეგის მიღწევამდე აქტიურად ვმონაწილეობთ განცხადების განხილვასა და მოლაპარაკებებში.
თუ თქვენ გიფიქსირდებათ საგადასახადო დავალიანება და მიმდინარე პერიოდში არ გაქვთ საკმარისი ფულადი რესურსი ან საგადასახადო ვალდებულებების სრულად დაფარვა შეაფერხებს თქვენს ბიზნეს აქტივობას და გსურთ გადანაწილების გზით დაფაროთ იგი.
საგადასახადო ვალის მართვა რთული და საპასუხისმგებლო პროცესია. ის მოითხოვს სპეციფიკურ ცოდნას, გამოცდილებას და შესაბამის უწყებებთან მუდმივ ურთიერთობას. საგადასახადო დავალიანების არასწორმა მართვამ შეიძლება ფულადი სახსრების დეფიციტი და ბიზნესის საბანკო აქტივობის შეზღუდვა გამოიწვიოს. ჩვენი ჩართულობით დააზღვევთ ამ რისკებს და დაგეხმარებით თქვენთვის ოპტიმალური შეთანხმების მიღწევაში.
ჩვენი მხარდაჭერა იწყება საგადასახადო დავალიანების დეტალური ანალიზით, გრძელდება საჭირო დოკუმენტაციის მომზადებითა და შემოსავლების სამსახურთან მოლაპარაკებებით და სრულდება ვალის გადანაწილების შეთანხმების ოფიციალური ფორმალიზებით და გრაფიკის დამტკიცებით.
ჩვენ შეგვიძლია თქვენი მონაწილეობის გარეშე წარვმართოთ მოლაპარაკებები შემოსავლების სამსახურთან, რაც შესაძლებლობას მოგცემთ დაზოგოთ დრო და ფოკუსირდეთ თქვენი ბიზნესის განვითარებაზე
Loialté არის სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს ე.წ. ზრდის ჰაბების პროექტის უმსხვილეს პროვაიდერი, რაც გულისხმობს იმას, რომ მეწარმეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ პროგრამის მიერ დადგენილ კრიტერიუმებს, შეუძლიათ ისარგებლონ 10000 ლარამდე თანადაფინანსებით შემდეგი მიმართულებებით:
დამატებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
საგადასახადო ვალის მართვაში მხარდაჭერით სარგებლობისას Loialté-ში დაგხვდებიან გამოცდილი საგადასახადო აუდიტორები და კონსულტანტები, რომლებსაც გააჩნიათ როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში (მათ შორის შემოსავლების სამსახურში) მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
მომსახურების ფარგლებში Loialté უზრუნველყოფს პროცესების ეფექტიან მართვას, დაწყებული საგადასახადო დავალიანების შეფასებით და დასრულებული სასურველი შეთანხმების მიღწევით. შედეგად, შესაძლებელია საგადასახადო ორგანოს მიერ დარიცხული თანხების წინასწარ განსაზღვრულ პერიოდზე გადანაწილება და თქვენი ბიზნესის ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება. ჩვენი ჩართულობით საგადასახადო დავალიანების მართვა მეტად ოპტიმისტური და ეფექტიანია, ჩვენი პროფესიული პასუხისმგებლობა კი დაზღვეულია წამყვანი სადაზღვევო კომპანიის მიერ.
ამავდროულად, Loialté ფლობს ISO 9001:2015 სერტიფიკატს საგადასახადო მომსახურების მიმართულებით, რაც ადასტურებს ჩვენი მომსახურების მაღალ ხარისხს და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას.
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ელ-ფოსტა
საქართველო, თბილისი
საქართველო, ბათუმი
უზბეკეთი, ტაშკენტი
არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ელ-ფოსტა
საქართველო, თბილისი
საქართველო, ბათუმი
უზბეკეთი, ტაშკენტი
არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი
Developed By Web Features 2025 All Rights Reserved