საგადასახადო კონსულტაციები

თანამედროვე ბიზნესგარემოში საგადასახადო საკითხების სწორად გადაწყვეტა ხშირად ისეთივე გამოწვევაა, როგორც გაყიდვების ან ფინანსების მართვა. მუდმივად ცვალებადი კანონმდებლობა, სხვადასხვა საგადასახადო შეღავათის გამოყენების წესები და დეკლარაციების სწორად შევსებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა პროფესიონალურ მიდგომას მოითხოვს.

მაღალკვალიფიციური საგადასახადო აუდიტორების დახმარებით Loialté გთავაზობთ თქვენთვის საინტერესო და აქტუალურ საგადასახადო საკითხებზე კონსულტაციებს როგორც ერთჯერადად, ისე განგრძობად პერიოდში. ჩვენ მუდმივად ვადევნებთ თვალს კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებს და ვითვალისწინებთ საგადასახადო ორგანოს პრაქტიკულ მიდგომებს, რათა შეძლოთ თქვენი ბიზნესისთვის საუკეთესო, რეალურ საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებების მიღება.

Loialté-სთან თანამშრომლობა ნიშნავს უსაფრთხო გადაწყვეტილებებს, ჩვენს მიერ გაწეული კონსულტაცია დაფუძნებულია გამოცდილი აუდიტორების კომპეტენციაზე და დაცულია წამყვანი სადაზღვევო კომპანიის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევით.

Untitled design optimized

რას მოიცავს Loialté-ს საგადასახადო კონსულტაციები?

საგადასახადო კონსულტაციის ფარგლებში ჩვენგან მიიღებთ საგადასახადო საკითხებში სრულ მხარდაჭერას, დაწყებული მიმდინარე ოპერაციების ანალიზით, დასრულებული სტრატეგიული გადაწყვეტილებების დაგეგმვით. ამდენად, კონსულტაციის სივრცე მაქსიმალურად მოქნილია და მოერგება თქვენს საჭიროებებს, მათ შორის ჩვენ გთავაზობთ:

  • მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის და მასში შესული ცვლილებების ინტერპრეტაციას და პრაქტიკულ განმარტებებს;
  • კონკრეტული ტრანზაქციების საგადასახადო შედეგების შეფასებას;
  • საგადასახადო რისკების იდენტიფიცირებასა და მათი შემცირების რეკომენდაციებს;
  • დეკლარაციების შევსებისა და შესწორების კონსულტაციებს;
  • პროფესიულ რჩევებს საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთობის;
  • ვახორციელებთ საგადასახადო პოლიტიკისა და საგადასახადო სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავებას;
  • საგადასახადო ვალდებულებების სწორად განსაზღვრის მიზნით კომპანიის საბუღალტრო ჩანაწერების მონიტორინგს;
  • ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისას დაშვებული ხარვეზების ან/და მოქმედ საგადასახადო პოლიტიკაში არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრასთან და გამოსწორებასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს;
  • ვერთვებით ახალი პროდუქტების ფორმირების პროცესში, საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობის და ოპტიმიზაციის მიზნებისთვის;
  • საგადასახადო რისკების მინიმიზაციის მიზნით უზრუნველვყოფთ ოფიციალური დოკუმენტების მომზადებაში მხარდაჭერას (ხელშეკრულება, ოქმი, სხვა.);
  • განვიხილავთ გადასახადებთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა, თქვენთვის საინტერესო შეკითხვას, საკითხს ან/და ოპერაციას და გავცემთ შესაბამის რეკომენდაციებს.

პროფესიონალური საგადასახადო კონსულტაცია გეხმარებათ გაუმკლავდეთ კომპლექსურ საგადასახადო საკითხებს, შეამციროთ ხარჯები და უზრუნველყოთ თქვენი ბიზნესის მდგრადობა ბაზარზე.

Loialté-სთან თანამშრომლობა გთავაზობთ კონკრეტულ და გაზომვად სარგებელს:

  • თავიდან აირიდებთ საგადასახადო ჯარიმებს, სანქციებსა და ზედმეტ გადასახადებს;
  • შეძლებთ თქვენი ბიზნეს იდეები და ხედვები სრულად შეუსაბამოთ მოქმედ საგადასახადო კანონმდებლობას;
  • ჩვენს რეკომენდაციებზე დაყრდნობით, შეძლებთ ფინანსური რესურსების ოპტიმიზაციას;
  • თანამშრომლობისას გამოვლენილი უზუსტობების ან შეუსაბამობების აღმოფხვრაზე გაცემული რეკომენდაციების სრულად განხორციელებით შეძლებთ თქვენი ბიზნესის სწრაფ და სტაბილურ განვითარებას.

საგადასახადო საკითხებში ზედმეტი ჩართულობის გარეშე შეძლებთ კონცენტრირდეთ ბიზნესის მართვასა და ზრდაზე.

 

Loialté-ს კონსულტაციები შეიძლება წარიმართოს თქვენი კომფორტისა და საჭიროებების გათვალისწინებით, როგორც პირადი შეხვედრის, ისე სატელეფონო, ვიდეო ზარის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა, ნებისმიერი საშუალებით.

Loialté-ს გუნდი მზადაა გადასახადებთან დაკავშირებულ, თქვენთვის რელევანტურ და საინტერესო ნებისმიერ შეკითხვაზე გაგცეთ პასუხი ან შეისწავლოს კონკრეტული საკითხი, ოპერაცია ან ბიზნეს იდეა და გასცეს გადასახადებთან დაკავშირებული რეკომენდაციები.

კონსულტაციის რაოდენობა და პერიოდულობა შეგიძლიათ თავად შეარჩიოთ, თქვენი ბიზნესის სპეციფიკის და საჭიროებების გათვალისწინებით:

  • ერთჯერადი კონსულტაციები – კონკრეტულ თემაზე ან პრობლემაზე სწრაფი და მიზნობრივი მხარდაჭერისთვის, მაგალითად ახალი ოპერაციის დაბეგვრის წესის განსაზღვრა, კონტრაქტის შემოწმება ან კონკრეტული ტრანზაქციის შეფასება ან სხვა.
  • განგრძობითი (გრძელვადიანი) კონსულტაციები –  ბიზნესისთვის, რომელსაც სჭირდება უწყვეტი ან პერიოდული საგადასახადო მხარდაჭერა, მიმდინარე ოპერაციების მუდმივი მონიტორინგი, კანონმდებლობაში ცვლილებების რეგულარული ანალიზი და მათ საჭიროებებზე მორგებული რჩევები.

ჩვენი საგადასახადო კონსულტაციით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, მათ შორის:

  • მცირე და საშუალო ბიზნესს, რომლებიც საჭიროებენ ეფექტიან და ხელმისაწვდომ აუდიტორულ კონსულტაციას და საგადასახადო ტვირთის მინიმიზაციაზე ორიენტირებულ საგადასახადო პოლიტიკას
  • მსხვილ ბიზნეს სუბიექტებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან ეკონომიკური საქმიანობის პროცესში არსებული კომპლექსური სამეურნეო ოპერაციების სწორი და ეფექტიანი საგადასახადო დაბეგვრით
  • საერთაშორისო კომპანიებს, რომლებსაც სჭირდებათ ადგილობრივ საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
  • არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც სურთ სწორად ისარგებლონ საგადასახადო შეღავათებით და მარტივად ადაპტირდნენ საგადასახადო კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებთან
  • სხვა ნებისმიერ საგადასახადო საკითხებით დაინტერესებულ პირებს

საგადასახადო კონსულტაციის მომსახურებით სარგებლობისას Loialté-ში დაგხვდებიან გამოცდილი საგადასახადო აუდიტორები და კონსულტანტები, რომლებსაც გააჩნიათ როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში (მათ შორის შემოსავლების სამსახურში) მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

ჩვენი ჩართულობით გადასახადებთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის სამართლებრივი შეფასება მეტად უსაფრთხო და ეფექტიანია, ჩვენი პროფესიული პასუხისმგებლობა კი დაზღვეულია წამყვანი სადაზღვევო კომპანიის მიერ. შედეგად, თქვენ აზღვევთ საგადასახადო რისკებს და იღებთ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ემყარება გამოცდილებას, სამართლებრივ სიზუსტეს და სანდოობას.

Loialté ფლობს ISO 9001:2015 სერტიფიკატს საგადასახადო მომსახურებისა მიმართულებით, რაც ადასტურებს ჩვენი მომსახურების მაღალ ხარისხს და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას.

ამავდროულად, Loialté არის ყველაზე მსხვილი სერვისების პროვაიდერი კომპანია სააგენტო “აწარმოე საქართველოში”-ს ზრდის ჰაბების (growth hub) პროექტში, რომლის ფარგლებშიც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ისარგებლონ 10,000 ლარიანი თანადაფინანსებით სხვადასხვა, მათ შორის საგადასახადო სერვისების მიმართულებით.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

WhatsApp
დაგვიკავშირდით

გამოიწერეთ სიახლეები

    კონტაქტი

    +995 555 091 100

    ტელეფონი

    +995 577 279 798

    ტელეფონი

    +995 322 060 818

    ტელეფონი

    +995 595 544 088

    ტელეფონი

    [email protected]

    ელ-ფოსტა

    მისამართები

    ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა

    საქართველო, თბილისი

    ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73

    საქართველო, ბათუმი

    Makhmutquli 1A, 100047 Tashkent

    უზბეკეთი, ტაშკენტი

    Meydan Grandstand, 6th floor, Meydan Road, Nad Al Sheba, Dubai, U.A.E.

    არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი

    კონტაქტი

    +995 555 091 100

    ტელეფონი

    +995 577 279 798

    ტელეფონი

    +995 322 060 818

    ტელეფონი

    +995 597 020 299

    ტელეფონი

    [email protected]

    ელ-ფოსტა

    მისამართები

    ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა

    საქართველო, თბილისი

    ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73

    საქართველო, ბათუმი

    Makhmutquli 1A, 100047 Tashkent

    უზბეკეთი, ტაშკენტი

    Meydan Grandstand, 6th floor, Meydan Road, Nad Al Sheba, Dubai, U.A.E.

    არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი

    loialte white

    საკონტაქტო ინფორმაცია

    ელ-ფოსტა

    [email protected]