დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით
თანამედროვე ბიზნესგარემოში საგადასახადო საკითხების სწორად გადაწყვეტა ხშირად ისეთივე გამოწვევაა, როგორც გაყიდვების ან ფინანსების მართვა. მუდმივად ცვალებადი კანონმდებლობა, სხვადასხვა საგადასახადო შეღავათის გამოყენების წესები და დეკლარაციების სწორად შევსებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა პროფესიონალურ მიდგომას მოითხოვს.
მაღალკვალიფიციური საგადასახადო აუდიტორების დახმარებით Loialté გთავაზობთ თქვენთვის საინტერესო და აქტუალურ საგადასახადო საკითხებზე კონსულტაციებს როგორც ერთჯერადად, ისე განგრძობად პერიოდში. ჩვენ მუდმივად ვადევნებთ თვალს კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებს და ვითვალისწინებთ საგადასახადო ორგანოს პრაქტიკულ მიდგომებს, რათა შეძლოთ თქვენი ბიზნესისთვის საუკეთესო, რეალურ საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებების მიღება.
Loialté-სთან თანამშრომლობა ნიშნავს უსაფრთხო გადაწყვეტილებებს, ჩვენს მიერ გაწეული კონსულტაცია დაფუძნებულია გამოცდილი აუდიტორების კომპეტენციაზე და დაცულია წამყვანი სადაზღვევო კომპანიის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევით.
საგადასახადო კონსულტაციის ფარგლებში ჩვენგან მიიღებთ საგადასახადო საკითხებში სრულ მხარდაჭერას, დაწყებული მიმდინარე ოპერაციების ანალიზით, დასრულებული სტრატეგიული გადაწყვეტილებების დაგეგმვით. ამდენად, კონსულტაციის სივრცე მაქსიმალურად მოქნილია და მოერგება თქვენს საჭიროებებს, მათ შორის ჩვენ გთავაზობთ:
Loialté-ს გუნდი მზადაა გადასახადებთან დაკავშირებულ, თქვენთვის რელევანტურ და საინტერესო ნებისმიერ შეკითხვაზე გაგცეთ პასუხი ან შეისწავლოს კონკრეტული საკითხი, ოპერაცია ან ბიზნეს იდეა და გასცეს გადასახადებთან დაკავშირებული რეკომენდაციები.
კონსულტაციის რაოდენობა და პერიოდულობა შეგიძლიათ თავად შეარჩიოთ, თქვენი ბიზნესის სპეციფიკის და საჭიროებების გათვალისწინებით:
ჩვენი საგადასახადო კონსულტაციით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, მათ შორის:
საგადასახადო კონსულტაციის მომსახურებით სარგებლობისას Loialté-ში დაგხვდებიან გამოცდილი საგადასახადო აუდიტორები და კონსულტანტები, რომლებსაც გააჩნიათ როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში (მათ შორის შემოსავლების სამსახურში) მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
ჩვენი ჩართულობით გადასახადებთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის სამართლებრივი შეფასება მეტად უსაფრთხო და ეფექტიანია, ჩვენი პროფესიული პასუხისმგებლობა კი დაზღვეულია წამყვანი სადაზღვევო კომპანიის მიერ. შედეგად, თქვენ აზღვევთ საგადასახადო რისკებს და იღებთ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ემყარება გამოცდილებას, სამართლებრივ სიზუსტეს და სანდოობას.
Loialté ფლობს ISO 9001:2015 სერტიფიკატს საგადასახადო მომსახურებისა მიმართულებით, რაც ადასტურებს ჩვენი მომსახურების მაღალ ხარისხს და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას.
ამავდროულად, Loialté არის ყველაზე მსხვილი სერვისების პროვაიდერი კომპანია სააგენტო “აწარმოე საქართველოში”-ს ზრდის ჰაბების (growth hub) პროექტში, რომლის ფარგლებშიც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ისარგებლონ 10,000 ლარიანი თანადაფინანსებით სხვადასხვა, მათ შორის საგადასახადო სერვისების მიმართულებით.
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ელ-ფოსტა
საქართველო, თბილისი
საქართველო, ბათუმი
უზბეკეთი, ტაშკენტი
არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ელ-ფოსტა
საქართველო, თბილისი
საქართველო, ბათუმი
უზბეკეთი, ტაშკენტი
არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი
Developed By Web Features 2025 All Rights Reserved