დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით
Loialté-ს საგადასახადო შეთანხმებაში მხარდაჭერა გულისხმობს შემოსავლების სამსახურში თქვენი ინტერესების დაცვას და სამართლებრივ წარმომადგენლობას, საგადასახადო დავალიანების ან/და მისი ნაწილის, მოსაკრებლის თანხის, ასევე მასთან დაკავშირებული ჯარიმებისა და საურავის შემცირების მიზნით.
ჩვენი მიზანია თქვენთვის სასურველი შეთანხმება მიღწევა – ისეთი პირობებით, რომელიც შეესაბამება თქვენს ფინანსურ შესაძლებლობებს და ამცირებს საგადასახადო ტვირთს.
საგადასახადო შეთანხმებაში მხარდაჭერის პროცესში, ჩვენ გთავაზობთ საგადასახადო დავალიანების ან/და საგადასახადო დავალიანების ნაწილის, მოსაკრებლის თანხის ან/და მასთან დაკავშირებული ჯარიმისა და საურავის შემცირების მიზნით შემოსავლების სამსახურში თქვენი ინტერესების დაცვასა და კანონიერი წარმომადგენლობის განხორციელებას.
შეთანხმების გაფორმების მთელ პროცესში, ჩვენი კვალიფიკაციური გუნდი უზრუნველყოფს თქვენი ინტერესების ეფექტიან და საიმედო დაცვას, რათა მიღწეული შედეგი სრულად შეესაბამებოდეს თქვენს მოლოდინებს და ბიზნესის შესაძლებლობებს. კონკრეტულად კი, ჩვენი სერვისი მოიცავს:
საგადასახადო შეთანხმება არის თქვენსა და შემოსავლების სამსახურს შორის დადებული ხელშეკრულება საგადასახადო დავალიანების ან მისი ნაწილის შემცირების და დარჩენილი თანხის შეთანხმებულ ვადაზე გადანაწილების შესახებ. უშუალოდ შეთანხმების გაფორმების პროცესი კი წარმოადგენს ერთგვარ მოლაპარაკების ფორმატს გადასახადის გადამხდელსა და შემოსავლების სამსახურს შორის, რომელიც საბოლოოდ მთავრობის განკარგულებითა და თქვენი დადასტურებით მიღწეულად ითვლება.
საგადასახადო შეთანხმება გადასახადის გადამხდელისთვის მდგომარეობის გაჯანსაღებისთვის მნიშვნელოვანი ბერკეტია. ის საშუალებას გაძლევთ შეამციროთ თქვენი ბიზნესის მძიმე საგადასახადო ტვირთი, შეინარჩუნოთ სტაბილური განვითარების პერსპექტივა და საგადასახადო დავების დასრულებით დაზოგოთ უამრავი დროს, რესურსი და ენერგია.
თუ თქვენთან ჩატარდა საგადასახადო შემოწმება ან მიიღეთ სამართალდარღვევის ოქმი და დაგერიცხათ საგადასახადო ვალდებულებები (გადასახადები, მოსაკრებლები ან/და სანქცია), მაგრამ არ გაქვთ მათი სრულად გადახდის რესურსი და საგადასახადო დავის ფარგლებში მისი შემცირება მოსალოდნელი არ არის – მაშინ ეს თქვენი საუკეთესო შესაძლებლობაა.
ამასთან, საგადასახადო შეთანხმების გაფორმება შესაძლებელია იმ პირობებშიც, როდესაც იგი გასაჩივრებულია და შესაბამისი ორგანოს მიერ (დავის განმხილველი ორგანო ან სასამართლო) საქმე წარმოებაშია მიღებული. სასურველი შეთანხმების მიღწევის შემდგომ მოხდება საჩივრის უკან გამოთხოვა და ვალდებულებებს დაფარავთ შეთანხმების აქტით გათვალისწინებული პირობებით.
შეთანხმების პროცესის შესაძლოა დაიყოს 6 ეტაპად:
Loialté არის სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს ე.წ. ზრდის ჰაბების პროექტის უმსხვილეს პროვაიდერი, რაც გულისხმობს იმას, რომ მეწარმეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ პროგრამის მიერ დადგენილ კრიტერიუმებს, შეუძლიათ ისარგებლონ 10000 ლარამდე თანადაფინანსებით შემდეგი მიმართულებებით:
დამატებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
საგადასახადო შეთანხმება მოითხოვს არა მხოლოდ საკანონმდებლო ცოდნას, არამედ – ადმინისტრაციული პრაქტიკის სიღრმისეულ გაგებას. ჩვენი მთავარი უპირატესობა ჩვენი გუნდის უნიკალური გამოცდილებაა – ჩვენ ვფლობთ როგორც კერძო სექტორში, ისე შემოსავლების სამსახურში მუშაობის პრაქტიკას. ეს საშუალებას გვაძლევს, ვიცოდეთ რეალური მიდგომები და შეთანხმების მისაღწევად საჭირო არგუმენტაციის სტანდარტები.
ჩვენი ჩართულობით შეთანხმების მიღწევის პროცესი მეტად ეფექტიანია, ჩვენი პროფესიული პასუხისმგებლობა კი დაზღვეულია წამყვანი სადაზღვევო კომპანიის მიერ.
ამავდროულად, Loialté ფლობს ISO 9001:2015 სერტიფიკატს საგადასახადო მომსახურების მიმართულებით, რაც ადასტურებს ჩვენი მომსახურების მაღალ ხარისხს და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას.
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ელ-ფოსტა
საქართველო, თბილისი
საქართველო, ბათუმი
უზბეკეთი, ტაშკენტი
არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ელ-ფოსტა
საქართველო, თბილისი
საქართველო, ბათუმი
უზბეკეთი, ტაშკენტი
არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი
Developed By Web Features 2025 All Rights Reserved