საგადასახადო შემოწმების პროცესში მხარდაჭერა

საგადასახადო შემოწმების პროცესში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს საგადასახადო ორგანოსთან სწორი და დროული კომუნიკაცია იკავებს. Loialté გთავაზობთ პროფესიონალურ მხარდაჭერას ამ პროცესის ყველა ეტაპზე, შეტყობინების ან ბრძანების მიღებიდან – შემოწმების დასრულებამდე. ჩვენი მიზანია, თქვენი ბიზნესი იყოს დაცული და საგადასახადო შემოწმება თქვენი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით დასრულდეს. 

რას მოიცავს Loialté-ს საგადასახადო შემოწმების პროცესში მხარდაჭერის მომსახურება?

Loialté-ს საგადასახადო შემოწმების პროცესში მხარდაჭერა გულისხმობს კომპლექსურ, სტრატეგიულ მიდგომას, რომელიც მიზნად ისახავს როგორც საგადასახადო რისკების მინიმიზაციას, ისე პროცესის ეფექტიანად მართვას კლიენტის ინტერესების სრული დაცვით. მათ შორის, ჩვენ:

  • ვმონაწილეობთ საგადასახადო შეტყობინებით გათვალისწინებული ფორმების შევსებაში და გამოვლენილ საკითხებთან დაკავშირებით უზრუნველვყოფთ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტთან კვალიფიციურ თანამშრომლობას;
  • ვმონაწილეობთ საგადასახადო ორგანოსთან გამართულ მოლაპარაკებებში და ვესწრებით მათთან შეხვედრებს;
  • ვამზადებთ და წარვადგენთ ყველა საჭირო დოკუმენტაციას შესაბამის ვადებში, მათ შორის საჭირო გაანგარიშებებს;
  • შემოწმების პროცესში ვახორციელებთ მუდმივ მონიტორინგს და გავცემთ დროულ რეკომენდაციებს;
  • შემოწმების ეტაპზევე ვამცირებთ გადასახადებისა და ჯარიმების არასამართლიანი დარიცხვის რისკს.

ზოგჯერ კლიენტები უშვებენ შეცდომას და მოგვმართავენ მაშინ, როცა შემოწმება დასრულების ეტაპზეა. ჩვენი გამოცდილებით, მხარდაჭერა გაცილებით ეფექტიანია, თუ ის იწყება წინასწარი მზადყოფნით ან შემოწმების ადრეულ ფაზაში. ამიტომ გირჩევთ, დაგვიკავშირდეთ მომენტალურად, თუ:

  • მიიღეთ შემოწმების შესაძლო დანიშვნის შესახებ საგადასახადო შეტყობინება;
  • ან – საგადასახადო შემოწმების დანიშვნის ბრძანება.
  • არ არის გვიანიLoialté- მხარდაჭერით შემოწმების ნებისმიერ ეტაპზე შეგიძლიათ ისარგებლოთ. თუმცა, თავიდანვე ჩართულობით წარმატების შანსები გაცილებით მაღალია. 
  • დიახ, რა თქმა უნდა. ჩვენი მომსახურება მოქნილია და შესაძლებელია ჩავერთოთ როგორც სრული, ასევე ცალკეული საკითხების გადაწყვეტაში – დაგვიკავშირდით დღესვე, პირველადი კონსულტაცია უფასოა.
  • საგადასახადო შემოწმების პროცესში მხარდაჭერის მომსახურებით სარგებლობისას Loialté-ში დაგხვდებიან გამოცდილი საგადასახადო აუდიტორები და კონსულტანტები, რომლებსაც გააჩნიათ როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში (მათ შორის შემოსავლების სამსახურში) მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
  • ჩვენი ჩართულობით საგადასახადო შემოწმების პროცესი მეტად უსაფრთხო და კონტროლირებადია. ამასთან, ჩვენი პროფესიული პასუხისმგებლობა დაზღვეულია წამყვანი სადაზღვევო კომპანიის მიერ. შედეგად, თქვენ აზღვევთ საგადასახადო რისკებს და იღებთ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ემყარება გამოცდილებას, სამართლებრივ სიზუსტეს და სანდოობას.
  • ამასთან, Loialté ფლობს ISO 9001:2015 სერტიფიკატს საგადასახადო აუდიტის მიმართულებით, რაც ადასტურებს ჩვენი მომსახურების მაღალ ხარისხს და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას.

Loialté არის სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს ე.წ. ზრდის ჰაბების პროექტის უმსხვილესი პროვაიდერი და ბიზნეს სუბიექტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ პროგრამის მიერ დადგენილ კრიტერიუმებს, შეუძლიათ ისარგებლონ 10000 ლარამდე თანადაფინანსებით შემდეგი მიმართულებებით:

  • ფინანსები და ბუღალტერია;
  • გადასახადები;
  • იურიდიული მომსახურება;
  • ბიზნესგეგმა, სტრატეგიული დაგეგმარება და ბიზნესმოდელირება;
  • HR მომსახურება.

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

 

რას ამბობენ კლიენტები ლოიალტეს მომსახურებაზე

WhatsApp
დაგვიკავშირდით

    კონტაქტი
    +995 555 091 100

    ტელეფონი

    +995 577 279 798

    ტელეფონი

    +995 322 060 818

    ტელეფონი

    +995 595 544 088

    ტელეფონი

    [email protected]

    ელ-ფოსტა

    მისამართები
    ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა

    საქართველო, თბილისი

    ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73

    საქართველო, ბათუმი

    Tashkent, Makhtumquli 114A

    უზბეკეთი, ტაშკენტი

    Meydan Grandstand, 6th floor, Meydan Road, Nad Al Sheba, Dubai, U.A.E.

    არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი

    კონტაქტი
    +995 555 091 100

    ტელეფონი

    +995 577 279 798

    ტელეფონი

    +995 322 060 818

    ტელეფონი

    +995 597 020 299

    ტელეფონი

    [email protected]

    ელ-ფოსტა

    მისამართები
    ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა

    საქართველო, თბილისი

    ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73

    საქართველო, ბათუმი

    Makhmutquli 1A, 100047 Tashkent

    უზბეკეთი, ტაშკენტი

    Meydan Grandstand, 6th floor, Meydan Road, Nad Al Sheba, Dubai, U.A.E.

    არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი

    loialte white

    საკონტაქტო ინფორმაცია

    ელ-ფოსტა

    [email protected]