დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით
ქვეყნის გარეთ რეგისტრირებულ ურთიერთდამოკიდებულ პირებთან განხორციელებული ტრანზაქციები, საბაზრო პრინციპების დარღვევასთან დაკავშირებული მაღალი რისკების გამო, საგადასახადო ორგანოს განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ იმყოფება.
Loialté-ს სატრანსფერო ფასწარმოქმნის (Transfer Pricing) მომსახურება უზრუნველყოფს თქვენი კომპანიის კონტროლირებული საერთაშორისო ოპერაციების გამჭვირვალობას, მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობას და თანხმლები რისკების ეფექტურ მართვას.
ჩვენი გუნდი შეისწავლის თქვენს კონტროლირებულ ტრანზაქციებს და შეაფასებს მათ საბაზრო პრინციპებთან შესაბამისობას. შედეგად, მიიღებთ არგუმენტირებულ დასკვნას, რომელიც დაგეხმარებათ სატრანსფერო ფასწარმოქმნის ეფექტური პოლიტიკისა და დოკუმენტაციის შემუშავებაში, ასევე საგადასახადო რისკების მართვასა და საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთობის სწორად წარმართვაში.
სატრანსფერო ფასწარმოქმნა მოითხოვს სიღრმისეულ ანალიზს და საგადასახადო კანონმდებლობის სწორ გაგებას:
სატრანსფერო ფასწარმოქმნა გულისხმობს ფასების განსაზღვრას ურთიერთდამოკიდებულ კომპანიებს შორის განხორციელებულ ოპერაციებზე (მაგ. საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა, სესხი და სხვა). მისი მიზანია, გარიგებები განხორციელდეს საბაზრო პირობებით, რაც გამორიცხავს ხელოვნურად დაბალ ან მაღალ ფასებზე დაფუძნებულ საგადასახადო მანიპულაციებს.
რისკი ჩნდება მაშინ, როცა ტრანზაქციები ხორციელდება დაკავშირებულ კომპანიებს შორის სხვადასხვა ქვეყანაში და ფასები არ ასახავს რეალურ საბაზრო ღირებულებას. ასეთ შემთხვევებში საგადასახადო ორგანომ შესაძლოა გარიგება თავად შეაფასოს და დაგაკისროთ დამატებითი საგადასახდო ვალდებულებები.
დიახ, თუ თქვენ გაქვთ ურთიერთობა ქვეყნის გარეთ რეგისტრირებულ ურთიერთდამოკიდებულ პირებთან. ასეთ დროს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა გავალდებულებთ შეინახოთ სატრანსფერო ფასწარმოქმნის დოკუმენტაცია და მოთხოვნისას წარადგინოთ იგი შემოსავლების სამსახურში.
წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნაში მხარდაჭერის მომსახურებით სარგებლობისას Loialté-ში დაგხვდებიან გამოცდილი საგადასახადო აუდიტორები და კონსულტანტები, რომლებსაც გააჩნიათ როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში (მათ შორის შემოსავლების სამსახურში) მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
ჩვენი ჩართულობით სატრანსფერო ფასწარმოქმნასთან დაკავშირებული საკითხების სამართლებრივი შეფასება მეტად უსაფრთხო და ეფექტიანია, ჩვენი პროფესიული პასუხისმგებლობა კი დაზღვეულია წამყვანი სადაზღვევო კომპანიის მიერ. შედეგად, თქვენ აზღვევთ საგადასახადო რისკებს და იღებთ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ემყარება გამოცდილებას, სამართლებრივ სიზუსტეს და სანდოობას.
Loialté ფლობს ISO 9001:2015 სერტიფიკატს საგადასახადო მომსახურებისა მიმართულებით, რაც ადასტურებს ჩვენი მომსახურების მაღალ ხარისხს და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას.
Loialté არის სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს ე.წ. ზრდის ჰაბების პროექტის უმსხვილეს პროვაიდერი, რაც გულისხმობს იმას, რომ მეწარმეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ პროგრამის მიერ დადგენილ კრიტერიუმებს, შეუძლიათ ისარგებლონ 10000 ლარამდე თანადაფინანსებით შემდეგი მიმართულებებით:
დამატებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ელ-ფოსტა
საქართველო, თბილისი
საქართველო, ბათუმი
უზბეკეთი, ტაშკენტი
არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ელ-ფოსტა
საქართველო, თბილისი
საქართველო, ბათუმი
უზბეკეთი, ტაშკენტი
არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი
Developed By Web Features 2025 All Rights Reserved