დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით
თანამედროვე ორგანიზაციებისთვის სახელფასო აღრიცხვისა და ადმინისტრირების გამართული სისტემა არის ოპერაციული სტაბილურობისა და სამართლებრივი შესაბამისობის საფუძველი. სწორად განხორციელებული ანაზღაურების პროცესები არა მხოლოდ უზრუნველყოფს თანამშრომელთა კმაყოფილებასა და ნდობას, არამედ ამცირებს საგადასახადო და სამართლებრივ რისკებს და უზრუნველყოფს ფინანსური პროცესების გამჭვირვალობას.
Loialté გთავაზობთ სახელფასო აღრიცხვისა და ადმინისტრირების სრულ სერვისს, რომელიც აერთიანებს ტექნიკურ, ფინანსურ, სამართლებრივ და ადმინისტრაციულ კომპონენტებს. ჩვენი მომსახურება მორგებულია თითოეული ორგანიზაციის ზომასა და სპეციფიკაზე და სრულად შეესაბამება მოქმედ შრომით და საგადასახადო კანონმდებლობას.
ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ ფინანსური სიზუსტე, სამართლებრივი დაცულობა და პროცესების მაქსიმალური გამჭვირვალობა. Loialte-ის სპეციალისტები მართავენ სრულ ციკლს,ანაზღაურების დათვლიდან დეკლარაციების წარდგენამდე, რაც ამცირებს შეცდომის ალბათობას და ზრდის ოპერაციულ ეფექტიანობას.
Loialte-ის სახელფასო აღრიცხვისა და ადმინისტრირების სერვისი გაძლევთ საშუალებას ფოკუსირდეთ ბიზნესის ძირითად საქმიანობაზე, მაშინ როცა თქვენი ფინანსური და შრომითი პროცესები სრულად კონტროლს ექვემდებარება.
Loilte ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებულ მომსახურებას უზრუნველყოფს მისი შვილობილი კომპანია, HR სააგენტო hiro/ჰირო-ს მეშვეობით (www.hiro.ge)
სახელფასო აღრიცხვის აუთსორსინგი უზრუნველყოფს სიზუსტეს, კანონმდებლობასთან შესაბამისობას და დროულ ანგარიშგებას. ეს ამცირებს ადმინისტრაციულ პროცესებს, აუმჯობესებს შიდა კონტროლს და იცავს კომპანიას საგადასახადო ან სამართლებრივი რისკებისგან.
Loialté თანამშრომლობას იწყებს კომპანიის საჭიროებების შეფასებით. ანალიზის საფუძველზე იქმნება პერსონალიზებული ანაზღაურების სისტემა, რის შემდეგაც ვახორციელებთ ყველა ეტაპის სრულ ადმინისტრირებას — დეკლარაციების მომზადებასა და საბანკო გადარიცხვებისათვის საჭირო მონაცემების ფორმირებას. ყველა პროცესი მიმდინარეობს კონფიდენციალურობის სრული დაცვით და პროცესის გამჭვირვალეობით.
კომპანია იღებს ზუსტ, კანონთან შესაბამის და ოპტიმიზებულ სახელფასო სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს თანამშრომელთა კმაყოფილებას და ამცირებს ფინანსურ და სამართლებრივ რისკებს. პროცესების გამართულობა აძლიერებს ფინანსურ კონტროლს და უზრუნველყოფს სანდო მონაცემებს გადაწყვეტილებების მისაღებად.
დიახ. Loialté არის სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს ე.წ. ზრდის ჰაბების პროექტის უმსხვილეს პროვაიდერი, რაც გულისხმობს იმას, რომ მეწარმეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ პროგრამის მიერ დადგენილ კრიტერიუმებს, შეუძლიათ ისარგებლონ 10000 ლარამდე თანადაფინანსებით შემდეგი მიმართულებებით:
დამატებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
Loilte ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებულ მომსახურებას უზრუნველყოფს მისი შვილობილი კომპანია, HR სააგენტო hiro/ჰირო–ს მეშვეობით (www.hiro.ge)
Loialté, თავისი შვილობილი კომპანია HR სააგენტო hiro/ჰიროს მეშვეობით, უზრუნველყოფს პროფესიონალურ მხარდაჭერას ორგანიზაციის HR პროცესების გაძლიერებისთვის. ჩვენი სერვისები აერთიანებს როგორც შიდა კულტურის განვითარებას, ისე გარე პოზიციონირებას, რაც ხელს უწყობს ძლიერი და მიმზიდველი დამსაქმებლის ბრენდის შექმნას, თანამშრომელთა ჩართულობის ზრდასა და კონკურენტულ უპირატესობებზე წვდომას შრომით ბაზარზე.
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ელ-ფოსტა
საქართველო, თბილისი
საქართველო, ბათუმი
უზბეკეთი, ტაშკენტი
არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ელ-ფოსტა
საქართველო, თბილისი
საქართველო, ბათუმი
უზბეკეთი, ტაშკენტი
არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი
Developed By Web Features 2026 All Rights Reserved