დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით
თანამედროვე კომპანიებისთვის თანამშრომელთა უწყვეტი სწავლება და განვითარება წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ ინვესტიციას. სწორი სწავლებისა და განვითარების სისტემა არა მხოლოდ აძლიერებს თანამშრომელთა პროფესიულ უნარებს, არამედ ქმნის ბიზნესის კონკურენტუნარიანობას, ზრდის მოტივაციას და აყალიბებს ინოვაციურ ორგანიზაციულ კულტურას.
Loialte გთავაზობთ სრულყოფილი სწავლებისა და განვითარების სისტემის შექმნასა და დანერგვას, რომელიც დაფუძნებულია თქვენი ორგანიზაციის სტრატეგიულ მიზნებზე, რესურსებსა და ადამიანურ პოტენციალზე.
Loilte ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებულ მომსახურებას უზრუნველყოფს მისი შვილობილი კომპანია, HR სააგენტო hiro/ჰირო-ს მეშვეობით (www.hiro.ge)
სწავლებისა და განვითარების სისტემა კომპანიას საშუალებას აძლევს დროულად და სწორად განავითაროს თანამშრომელთა პროფესიული უნარები, მოერგოს ბაზრის მოთხოვნებს და უზრუნველყოს თანამშრომლების სტაბილური პროფესიული ზრდა. ასეთი სისტემა ზრდის თანამშრომელთა ჩართულობასა და მოტივაციას, ამცირებს გადინების მაჩვენებელს და აძლიერებს შიდა კომპეტენციებს.შედეგად ორგანიზაცია იღებს კომპეტენტურ გუნდს, რაც პირდაპირ აისახება პროდუქტიულობაზე, ხარისხზე და ბიზნესის კონკურენტუნარიანობაზე.
სწავლების საჭიროებები განისაზღვრება როგორც ორგანიზაციული, ასევე ინდივიდუალური პროცესების ანალიზით. პროცესი მოიცავს არსებული უნარებისა და კომპეტენციების შეფასებას, მენეჯმენტის და თანამშრომლების უკუკავშირის შეგროვებას, სამუშაო შედეგების ანალიზს და კომპანიის სტრატეგიული მიზნების გათვალისწინებას. შედეგად იკვეთება ის მიმართულებები, სადაც საჭირო არის ცოდნის გაღრმავება, უნარების განვითარება ან დამატებითი ტრენინგების ჩატარება.
ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს, რომ სასწავლო პროგრამები რეალურად ემსახურებოდეს ბიზნესის მიზნებს და თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებას.
Loialté-ის მიერ დანერგილი სწავლებისა და განვითარების სისტემა კომპანიას აძლევს შესაძლებლობას მიზნობრივად განავითაროს თანამშრომელთა პროფესიული უნარები და შექმნას სტაბილური საფუძველი გრძელვადიანი ზრდისთვის. პროცესის შედეგად იზრდება თანამშრომელთა მოტივაცია და ჩართულობა, მცირდება გადინების მაჩვენებელი და ძლიერდება შიდა ტალანტების განვითარების პოტენციალი. კომპანიას ეძლევა უფრო ზუსტი ხედვა გუნდის უნარებზე, შესაძლებლობებზე და განვითარებისთვის საჭირო მიმართულებებზე.
დიახ. Loialté არის სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს ე.წ. ზრდის ჰაბების პროექტის უმსხვილეს პროვაიდერი, რაც გულისხმობს იმას, რომ მეწარმეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ პროგრამის მიერ დადგენილ კრიტერიუმებს, შეუძლიათ ისარგებლონ 10000 ლარამდე თანადაფინანსებით შემდეგი მიმართულებებით:
დამატებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
Loialté, თავისი შვილობილი კომპანია HR სააგენტო hiro/ჰიროს მეშვეობით, უზრუნველყოფს პროფესიონალურ მხარდაჭერას ორგანიზაციის HR პროცესების გაძლიერებისთვის. ჩვენი სერვისები აერთიანებს როგორც შიდა კულტურის განვითარებას, ისე გარე პოზიციონირებას, რაც ხელს უწყობს ძლიერი და მიმზიდველი დამსაქმებლის ბრენდის შექმნას, თანამშრომელთა ჩართულობის ზრდასა და კონკურენტულ უპირატესობებზე წვდომას შრომით ბაზარზე.
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ელ-ფოსტა
საქართველო, თბილისი
საქართველო, ბათუმი
უზბეკეთი, ტაშკენტი
არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ელ-ფოსტა
საქართველო, თბილისი
საქართველო, ბათუმი
უზბეკეთი, ტაშკენტი
არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი
Developed By Web Features 2026 All Rights Reserved