ფასწარმოქნის სტრატეგია

პროდუქტის თუ მომსახურების ფასი – ეს არის თქვენი ბიზნესის მიერ შექმნილი სამომხმარებლო ღირებულების და მომხმარებლის მოლოდინების კომბინაცია. სწორად განსაზღვრული ფასი განსაზღვრავს თქვენს პოზიციას ბაზარზე, აყალიბებს ბრენდის შესახებ სასურველ დამოკიდებულებას და უზრუნველყოფს ფინანსურ მდგრადობას.

ჩვენი მიდგომები ფასწარმოქნის სტრატეგიების შემუშავებისას ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, მონაცემებზე დაფუძნებულ ანალიზს და თანამედროვე მეთოდოლოგიებს, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ ეფექტს.

Loialte გთავაზობთ ფასწარმოქმნის სტრატეგიის შემუშავებისა და ოპტიმიზაციის სერვისს, რომელიც ერთდროულად მორგებული იქნება თქვენი ბიზნესის მიზნებზე, მომხმარებლის მოლოდინებსა და ინდუსტრიის მოთხოვნებზე. 

Untitled design optimized

რას მოიცავს Loialté-ს ფასწარმოქმნის სტრატეგიის მომსახურება?

Loialté-ს ფასწარმოქმნის სტრატეგიის შემუშავების სერვისი გულისხმობს სრული ციკლის ანალიზსა და დაგეგმვას, ბაზრის კვლევიდან სტრატეგიის იმპლემენტაციამდე. სტანდარტულად, პროცესი მოიცავს:

  • ბაზრისა და მომხმარებლის ანალიზი ტენდენციების, ფასების მგრძნობელობისა და მომხმარებლის ქცევის სიღრმისეული კვლევა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე.
  • კონკურენტული გარემოს შეფასება კონკურენტების საფასო პოლიტიკის შესწავლა, ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირება და მათგან განსხვავებული სტრატეგიის შემუშავება.
  • ინდივიდუალური საფასო სტრატეგიის შექმნა – სხვადასხვა სეგმენტისთვის მორგებული ფასების მოდელების შემუშავება,  მიზნობრივი მომხმარებლის ქცევისა და ბიზნეს მიზნების გათვალისწინებით.
  • შემოსავლებისა და ხარჯების გავლენის შეფასება – ფასის ცვლილების გავლენის ანალიზი კომპანიის შემოსავლებზე, ხარჯების სტრუქტურასა და მოგებიანობაზე.
  • ფასდაკლებებისა და აქციების სტრატეგია –  ფასდაკლებისა და აქციების ეფექტიანობის შეფასება და მათი სწორი ინტეგრაცია ზოგად საფასო პოლიტიკაში.
  • სტრატეგიის ინტეგრირება ბიზნეს მოდელში ფასწარმოქმნის მექანიზმის სინქრონიზაცია თქვენი ბიზნეს მოდელის სხვა ელემენტებთან, გაყიდვებთან, მარკეტინგთან და ფინანსურ დაგეგმვასთან.

მონიტორინგი და ოპტიმიზაცია –  ფასის სტრატეგიის ეფექტიანობის შეფასება დროში და საჭიროებისამებრ კორექტირების განხორციელება ბაზრის ცვლილებებზე რეაგირების მიზნით.

ჩვენი სერვისი განკუთვნილია ნებისმიერი დამწყები თუ უკვე არსებული ბიზნესისთვის, რომლებსაც სურთ საფასო სტრატეგიების ოპტიმიზაცია, ფინანსური სტაბილურობა და ეფექტიანობა. განსაკუთრებით სასარგებლოა კომპანიებისთვის, რომლებიც გეგმავენ ფასისმიერი კონკურენტული უპირატესობის მოპოვებას.

ჩვენ ვიყენებთ საერთაშორისოდ აღიარებულ მეთოდოლოგიებს, მათ შორის ღირებულებაზე დაფუძნებულ ფასწარმოქმნას (Value-Based Pricing), კონკურენტულ ანალიზს და დინამიურ საფასო მოდელებს. ჩვენი მიდგომა ყოველთვის მონაცემებზე დაფუძნებული და ინდივიდუალურია.

სწორად განსაზღვრული ფასი იძლევა რამდენიმე მნიშვნელოვან შედეგს:

  • შემოსავლების ზრდა და მოგების სტაბილიზაცია.
  • მომხმარებლის ნდობის გაძლიერება და ბრენდის პოზიციონირების გაუმჯობესება.
  • ბაზარზე ადაპტაციისა და მოქნილობის შენარჩუნება გრძელვადიან პერსპექტივაში.

სწორად განსაზღვრული ფასი აყალიბებს ბრენდის შესახებ სასურველ დამოკიდებულებას. ჩვენს მიერ შემუშავებული სტრატეგიები უზრუნველყოფს, რომ თქვენი საფასო პოლიტიკა პასუხობდეს მომხმარებლის მოლოდინებს და ქმნიდეს ბრენდის მიმართ ლოიალობას.

დიახ, ჩვენ ვაფასებთ ფასდაკლებებისა და აქციების ეფექტიანობას და ვამუშავებთ სტრატეგიულ გეგმას, რათა მათ მაქსიმალური სარგებელი მოუტანონ გაყიდვებს და არ გამოიწვიონ მარჟის არასაჭირო შემცირება. ეს არის სტრატეგიული ინსტრუმენტი და არა მხოლოდ რეაქცია ბაზარზე.

დიახ. Loialté არის სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს ე.წ. ზრდის ჰაბების პროექტის უმსხვილეს პროვაიდერი, რაც გულისხმობს იმას, რომ მეწარმეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ პროგრამის მიერ დადგენილ კრიტერიუმებს, შეუძლიათ ისარგებლონ 10000 ლარამდე თანადაფინანსებით შემდეგი მიმართულებებით:

WhatsApp
დაგვიკავშირდით

გამოიწერეთ სიახლეები

    კონტაქტი

    +995 555 091 100

    ტელეფონი

    +995 577 279 798

    ტელეფონი

    +995 322 060 818

    ტელეფონი

    +995 595 544 088

    ტელეფონი

    [email protected]

    ელ-ფოსტა

    მისამართები

    ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა

    საქართველო, თბილისი

    ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73

    საქართველო, ბათუმი

    Tashkent, Makhtumquli 114A

    უზბეკეთი, ტაშკენტი

    Meydan Grandstand, 6th floor, Meydan Road, Nad Al Sheba, Dubai, U.A.E.

    არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი

    კონტაქტი

    +995 555 091 100

    ტელეფონი

    +995 577 279 798

    ტელეფონი

    +995 322 060 818

    ტელეფონი

    +995 597 020 299

    ტელეფონი

    [email protected]

    ელ-ფოსტა

    მისამართები

    ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა

    საქართველო, თბილისი

    ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73

    საქართველო, ბათუმი

    Makhmutquli 1A, 100047 Tashkent

    უზბეკეთი, ტაშკენტი

    Meydan Grandstand, 6th floor, Meydan Road, Nad Al Sheba, Dubai, U.A.E.

    არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი

    loialte white

    საკონტაქტო ინფორმაცია

    ელ-ფოსტა

    [email protected]