დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით
კომპანიის ფულადი სახსრების სწორად განკარგვა ბევრი ბიზნესისთვის დიდი გამოწვევაა. განსაკუთრებით აღნიშნული ეხებათ ისეთ ბიზნესებს, სადაც მრავალფეროვანი და კომპლექსური პროდუქტები და შესაბამისად შემოსავლები და ხარჯებია.
ფულადი სახსრების სწორად განკარგვა მოიცავს, როგორც საოპერაციო ფულის, ასევე თავისუფალი ფულადი სახსრების სწორად დაგეგმვასა და კონტროლს, რაც თავის მხრივ პირდაპირ კავშირშია კომპანიის არსებული თუ სამომავლო ვალდებულებების დროულად მომსახურებასთან, ასევე საოპერაციო საქმიანობის უწყვეტობასა და კომპანიის შემდგომ განვითარებასთან.
Loialte-ს ფინანსური ექსპერტები გაანალიზებენ რამდენად სწორად მოძრაობს ფული თქვენს კომპანიაში და შემოგთავაზებენ ოპტიმალურ გადაწყვეტებს აღნიშნული მიმართულებებით:
მომსახურება განკუთვნილია სხვადასხვა ზომის და საქმიანობის ორგანიზაციებისთვის, მათ შორის:
ფულადი სახსრების ეფექტური მართვა და ოპტიმიზაცია არის თქვენი კომპანიის ფინანსური წარმატებისა და სტაბილურობის გარანტი. ჩვენ გთავაზობთ ინდივიდუალურ და პროფესიონალურ მიდგომას, რომელიც თქვენს ბიზნესს დაეხმარება მაქსიმალური შედეგების მიღწევაში. მოგვანდეთ თქვენი ფინანსური პროცესების მართვა და ჩვენ უზრუნველვყოფთ, თქვენი ფულადი ნაკადები იყოს სტაბილური, ოპტიმალური და ბიზნესის საჭიროებებზე სრულად მორგებული.
დაგვიკავშირდით დღესვე და გაიგეთ მეტი იმ სარგებლის შესახებ, რასაც Loialte-სთან თანამშრომლობით მიიღებთ!
ფულადი სახსრების (Cash Flow) მართვის მთავარი მიზანია კომპანიის ლიკვიდურობის უზრუნველყოფა და ფინანსური სტაბილურობის გაძლიერება. ეს ნიშნავს, რომ კომპანიას ყოველთვის ჰქონდეს საკმარისი ფულადი სახსრები საოპერაციო ხარჯების, ვალდებულებებისა და მოულოდნელი საჭიროებების დასაფარად.
ფულადი სახსრების სწორად განკარგვის სარგებელი:
რისკების მართვა და კრიზისების პრევენცია – ფულადი ნაკადების ზუსტი პროგნოზირება ამცირებს ფინანსური კრიზისების რისკს და უზრუნველყოფს სტაბილურ ფინანსურ მდგომარეობას
მომსახურება განკუთვნილია სხვადასხვა ზომის და საქმიანობის ორგანიზაციებისთვის, მათ შორის:
კრიზისში მყოფი კომპანიებისთვის – კრიზისის დაძლევის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობას სწორი ფინანსური დაგეგმვა და მართვა ქმნის
ფულადი სახსრების ოპტიმალური მართვა ხელს უწყობს ოპერაციული ეფექტიანობის ზრდას ხარჯების ოპტიმიზაციისა და რესურსების სწორი განაწილების გზით. გარდა ამისა, ის საშუალებას აძლევს კომპანიას, დროულად დააბანდოს თავისუფალი სახსრები მომგებიან პროექტებსა და ინოვაციებში, რაც პირდაპირ ზრდის მოგებას.
დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების ეფექტური მართვა არის ფულადი სახსრების მართვის ქვაკუთხედი. დებიტორების დროული ინკასირება ზრდის შემოსულ ფულად ნაკადს, ხოლო კრედიტორული ვალდებულებების ოპტიმალური დაფარვა უზრუნველყოფს ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებას და სანდოობის გაზრდას.
დიახ. Loialté არის სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს ე.წ. ზრდის ჰაბების პროექტის უმსხვილეს პროვაიდერი, რაც გულისხმობს იმას, რომ მეწარმეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ პროგრამის მიერ დადგენილ კრიტერიუმებს, შეუძლიათ ისარგებლონ 10000 ლარამდე თანადაფინანსებით შემდეგი მიმართულებებით:
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ელ-ფოსტა
საქართველო, თბილისი
საქართველო, ბათუმი
უზბეკეთი, ტაშკენტი
არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ელ-ფოსტა
საქართველო, თბილისი
საქართველო, ბათუმი
უზბეკეთი, ტაშკენტი
არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი
Developed By Web Features 2026 All Rights Reserved