დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით
შრომის სამართალი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ და სენსიტიურ სამართლებრივ სფეროს, რომელიც არეგულირებს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის არსებულ ყველა სამართლებრივ ურთიერთობას, ხელშეკრულების გაფორმებიდან სამუშაო პირობების დაცვამდე.
Loialte Legal უზრუნველყოფს კომპლექსურ იურიდიულ მხარდაჭერას შრომით-სამართლებრივ საკითხებში, რათა თქვენი კომპანია მოქმედებდეს კანონმდებლობასთან სრული შესაბამისობით და თავიდან აიცილოს დავები, სანქციები და რეპუტაციული ზიანი.
Loialte Legal-ის შრომით-სამართლებრივი მომსახურება მოიცავს სამართლებრივი პროცესების სრულ სპექტრს, რომელიც მოიცავს როგორც პრევენციულ, ისე რეაგირების მექანიზმებს:
ჩვენი მიზანია შევქმნათ სამართლებრივად დაცული, გამჭვირვალე და სამართლიანი შრომითი გარემო, რომელიც გააძლიერებს თქვენს ორგანიზაციასა და თანამშრომლებს შორის ნდობას.
დაგვიკავშირდით დღესვე, რათა უზრუნველყოთ თქვენი კომპანიის სამართლებრივი უსაფრთხოება და შექმნათ ჯანსაღი, გამართული შრომითი კულტურა Loialte Legal-ის მხარდაჭერით.
სწორად ფორმულირებული შრომითი ურთიერთობები იცავს როგორც დამსაქმებელს, ისე დასაქმებულს. ეს ამცირებს დავების, სანქციებისა და ფინანსური დანაკარგების რისკს.
არა. ჩვენი მომსახურება მოიცავს მთელ შრომით-სამართლებრივ მხარდაჭერას – დოკუმენტაციის შეფასებიდან სასამართლო წარმომადგენლობამდე.
მცირე და საშუალო ბიზნესებს ვთავაზობთ სტანდარტიზებულ, ოპტიმიზებულ სერვის-პაკეტებს, ხოლო მსხვილი კომპანიებისთვის განვსაზღვრავთ ინდივიდუალურად მათზე მორგებულ სამართლებრივ გადაწყვეტილებებს.
Loialté არის სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს ე.წ. ზრდის ჰაბების პროექტის უმსხვილეს პროვაიდერი, რაც გულისხმობს იმას, რომ მეწარმეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ პროგრამის მიერ დადგენილ კრიტერიუმებს, შეუძლიათ ისარგებლონ 10000 ლარამდე თანადაფინანსებით შემდეგი მიმართულებებით:
დამატებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
კვალიფიკაცია და მაღალი ხარისხი – მომსახურებას იღებთ არა ერთი იურისტისგან, არამედ პროფესიონალთა გუნდისგან, რომელთაც სამართლის სხვადასხვა დარგში გააჩნიათ შესაბამისი აკადემიური ცოდნა და მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება
ეთიკის მაღალი სტანდარტი – მხარდაჭერა იურიდიულ სფეროში მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე პორფესიონალებისგან, რომელთათვის პროფესიული ეთიკის დაცვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია
სწრაფი და ეფექტური მომსახურება – ბიზნესისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს დრო, შესაბამისად, Loialte Legal-ის გუნდი ხელშეკრულებების მომზადებასა და რევიზიას გთავაზობთ სწრაფად, ხარისხიანად და თქვენი საჭიროებების გათვალისწინებით.
Loialté ფლობს ISO 9001:2015 სერტიფიკატს, რაც ადასტურებს ჩვენი მომსახურების მაღალ ხარისხს და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას.
Loialté-ს პროფესიული პასუხისმგებლობა დაზღვეულია წამყვანი სადაზღვევო კომპანიის მიერ, ხოლო თქვენი მონაცემები დაცულია მკაცრი კონფიდენციალობის პოლიტიკის ფარგლებში.
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ელ-ფოსტა
საქართველო, თბილისი
საქართველო, ბათუმი
უზბეკეთი, ტაშკენტი
არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ელ-ფოსტა
საქართველო, თბილისი
საქართველო, ბათუმი
უზბეკეთი, ტაშკენტი
არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი
Developed By Web Features 2025 All Rights Reserved