დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით
Loialte Legal გთავაზობთ წარმომადგენლობას სასამართლოში, არბიტრაჟსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში, თქვენი საუკეთესო ინტერესების ეფექტურად დაცვისა და სხვადასხვა ტიპის სამართლებრივი რისკების მინიმიზაციის მიზნით. ჩვენი მიზანია დავების ეფექტურად მართვა, ოპტიმალური სტრატეგიების ჩამოყალიბება და გამოყენება ისეთი შედეგის მისაღწევად, რომელიც სრულად შეესაბამება დამკვეთის მიზნებსა და ბიზნეს ინტერესებს.
ჩვენი მომსახურება მოიცავს სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას, დაწყებული საქმის მასალების შესწავლიდან, დასრულებული საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებით. კერძოდ:
Loialte Legal-ის იურისტთა გუნდი იყენებს უახლეს სამართლებრივ პრაქტიკას, შესაბამის აკადემიურ ცოდნასა და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ შემთხვევაში, რაც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის წარმომადგენლობას ყველა დონეზე.
ჩვენი გუნდი აერთიანებს მრავალწლიანი პროცესუალური გამოცდილების მქონე იურისტებს, რაც გვაძლევს საშუალებას ეფექტურად და ეფექტიანად დავიცვათ კლიენტის ინტერესები სამართლებრივ პროცესებში.
დიახ, დამკვეთი რეგულარულად იღებს დეტალურ ინფორმაციას სამართლებრივი პროცესის მიმდინარეობის შესახებ. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს პერიოდულ ანგარიშგებას ყველა არსებითი ეტაპისა და მიღებული შედეგის შესახებ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში აზიარებს ნებისმიერ ახალ გარემოებას, რომელიც შეიძლება გავლენას ახდენდეს საქმის მიმდინარეობაზე. გარდა ამისა, დამკვეთი ჩართულია ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაც უზრუნველყოფს გამჭვირვალე და კომფორტულ მუშაობას.
დიახ, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ამ პროექტის ფარგლებში იურიდიული მომსახურებით, Loialté არის სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს ე.წ. ზრდის ჰაბების პროექტის უმსხვილეს პროვაიდერი, რაც გულისხმობს იმას, რომ მეწარმეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ პროგრამის მიერ დადგენილ კრიტერიუმებს, შეუძლიათ ისარგებლონ 10000 ლარამდე თანადაფინანსებით შემდეგი მიმართულებებით:
დამატებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
კვალიფიკაცია და მაღალი ხარისხი – მომსახურებას იღებთ არა ერთი იურისტისგან, არამედ პროფესიონალთა გუნდისგან, რომელთაც სამართლის სხვადასხვა დარგში გააჩნიათ შესაბამისი აკადემიური ცოდნა და მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება
ეთიკის მაღალი სტანდარტი – მხარდაჭერა იურიდიულ სფეროში მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე პორფესიონალებისგან, რომელთათვის პროფესიული ეთიკის დაცვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია
სწრაფი და ეფექტური მომსახურება – ბიზნესისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს დრო, შესაბამისად, Loialte Legal-ის გუნდი ხელშეკრულებების მომზადებასა და რევიზიას გთავაზობთ სწრაფად, ხარისხიანად და თქვენი საჭიროებების გათვალისწინებით.
Loialté ფლობს ISO 9001:2015 სერტიფიკატს, რაც ადასტურებს ჩვენი მომსახურების მაღალ ხარისხს და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას.
Loialté-ს პროფესიული პასუხისმგებლობა დაზღვეულია წამყვანი სადაზღვევო კომპანიის მიერ, ხოლო თქვენი მონაცემები დაცულია მკაცრი კონფიდენციალობის პოლიტიკის ფარგლებში.
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ელ-ფოსტა
საქართველო, თბილისი
საქართველო, ბათუმი
უზბეკეთი, ტაშკენტი
არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ელ-ფოსტა
საქართველო, თბილისი
საქართველო, ბათუმი
უზბეკეთი, ტაშკენტი
არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი
Developed By Web Features 2026 All Rights Reserved