დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით
ბიზნესისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ოპერაციები და გარიგებები განხორციელდეს საგადასახადო კანონმდებლობის სრული დაცვით, თუმცა ეს ყოველთვის მარტივი არ არის. კომპანიები საქმიანობის პროცესში ხშირად აწყდებიან გაურკვევლობას და ჩნდება კითხვები – მაგალითად, როგორ შეაფასებს საგადასახადო ორგანო ამა თუ იმ ოპერაციას, რა რისკები წარმოიშობა და რა ვალდებულებები შეიძლება დაგეკისროთ ამ ოპერაციის ფარგლებში, სწორად განმარტავთ თუ არა კანონმდებლობის ბუნდოვან ჩანაწერებს, აკმაყოფილებთ თუ არა საგადასახადო შეღავათით სარგებლობისთვის დაწესებულ მოთხოვნებს და ა.შ.
ასეთ დროს წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნით შესაძლებლობა გეძლევათ საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული ანგარიშგების წესების ან შესასრულებელი ვალდებულებების თაობაზე წინასწარ გაეცნოთ საგადასახადო ორგანოს შეფასებას და იხელმძღვანელოთ მათი განმარტებების შესაბამისად.
Loialté წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნაში შემოსავლების სამსახურთან ურთიერთობის ყველა ეტაპზე სრულ მხარდაჭერას გთავაზობთ.
ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს, რომ წინასწარი გადაწყვეტილების საფუძველზე თქვენი ოპერაციები გამჭვირვალედ და დამატებითი საგადასახადო ტვირთის გარეშე, პროგნოზირებად გარემოში განხორციელდეს.
შემოთავაზებული მომსახურების ფარგლებში:
წინასწარი გადაწყვეტილება წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ განმარტებას, გადასახადის გადამხდელის კონკრეტული ოპერაციის ან ტრანზაქციის სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით.
თუ თქვენი კომპანია ახორციელებს ან გეგმავს ისეთ ოპერაციებს, რომელთა საგადასახადო შედეგი ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრული არ არის, ან არსებული კანონმდებლობა არ იძლევა მკაფიო ინტერპრეტაციას, Loialté-ს გუნდი მზად არის დაგეხმაროთ – როგორც კვალიფიციური საგადასახადო რჩევების და რეკომენდაციების მოწოდებით, ისე წინასწარი გადაწყვეტილების მიღების პროცესში მხარდაჭერით. თქვენი მოთხოვნით გამოცემული წინასწარი გადაწყვეტილება შეგიქმნით სამართლებრივ გარანტიას, რომ განსახილველ ოპერაციასთან დაკავშირებით შემდგომში დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები არ დაგეკისრებათ.
თუ თქვენ მოქმედებთ წინასწარი გადაწყვეტილების შესაბამისად, დაუშვებელია მაკონტროლებელი/სამართალდამცავი ორგანოს მიერ წინასწარი გადაწყვეტილების საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება და გადასახადის ან/და სანქციის დარიცხვა.
Loialté არის სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს ე.წ. ზრდის ჰაბების პროექტის უმსხვილესი პროვაიდერი და ბიზნეს სუბიექტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ პროგრამის მიერ დადგენილ კრიტერიუმებს, შეუძლიათ ისარგებლონ 10000 ლარამდე თანადაფინანსებით შემდეგი მიმართულებებით:
დამატებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნაში მხარდაჭერის მომსახურებით სარგებლობისას Loialté-ში დაგხვდებიან გამოცდილი საგადასახადო აუდიტორები და კონსულტანტები, რომლებსაც გააჩნიათ როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში (მათ შორის შემოსავლების სამსახურში) მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, პროფესიული პასუხისმგებლობა კი დაზღვეულია წამყვანი სადაზღვევო კომპანიის მიერ.
ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს, რომ წინასწარი გადაწყვეტილების საფუძველზე თქვენი ოპერაციები გამჭვირვალედ, დამატებითი საგადასახადო ტვირთის გარეშე, პროგნოზირებად გარემოში განხორციელდეს.
ამავდროულად, Loialté ფლობს ISO 9001:2015 სერტიფიკატს საგადასახადო მიმართულებით, რაც ადასტურებს ჩვენი მომსახურების მაღალ ხარისხს და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას.
Loialte – სანდო, პროფესიონალური ფინანსური პარტნიორი
პროფესიონალთა გუნდი ხარისხიანი ბუღალტრული მომსახურებისთვის!
პროფესიონალური და ეფექტური ბუღალტრული სერვისი
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ელ-ფოსტა
საქართველო, თბილისი
საქართველო, ბათუმი
უზბეკეთი, ტაშკენტი
არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ელ-ფოსტა
საქართველო, თბილისი
საქართველო, ბათუმი
უზბეკეთი, ტაშკენტი
არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი
Developed By Web Features 2026 All Rights Reserved