დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით
ხელშეკრულების მომზადებისა და რევიზიის მომსახურება გულისხმობს სამართლებრივად გამართულ და ბიზნესის ინტერესებზე მორგებული ხელშეკრულებების მომზადებას, ასევე, არსებული ხელშეკრულებების პროექტების გადახედვასა და მათ სრულყოფას, რაც უზრუნველყოფს ორგანიზაციის სამართლებრივ დაცვასა და საქმიანობის უწყვეტ ფუნქციონირებას, როგორც მიმდინარე ეტაპზე, ასევე მომავალში.
სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობების მრავალფეროვნება ხშირად მოითხოვს რთული და კომპლექსური ხელშეკრულებების გაფორმებას. Loialte Legal-ის ღრმა აკადემიური ცოდნისა და მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე იურისტები სახელშეკრულებო ურთიერთობის ყველა ეტაპზე სრულ მხარდაჭერას გაგიწევენ.
ხელშეკრულების მომზადების და რევიზიის მომსახურება:
Loialte Legal-ის გუნდი უზრუნველყოფს სახელშეკრულებო ურთიერთობასთან დაკავშირებულ სრულ მომსახურებას – ხელშეკრულების მომზადებას, რევიზიასა და სამართლებრივ შეფასებას, რათა თითოეული დოკუმენტი იყოს დაცული რისკებისგან, შეესაბამებოდეს მოქმედ კანონმდებლობასა და თქვენი ბიზნესის ინტერესებს. ჩვენ ვმუშაობთ როგორც სტანდარტულ, ისე ინდივიდუალურად მორგებულ ხელშეკრულებებზე, უზრუნველვყოფთ მათ სიზუსტეს, სამართლებრივ გამართულობას და გამჭვირვალობას.
დაგვიკავშირდით დღესვე და გაიგეთ მეტი იმ სარგებლის შესახებ, რასაც Loialte Legal-თან თანამშრომლობით მიიღებთ!
ხელშეკრულების რევიზია რეკომენდებულია, როდესაც მხარეებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები სახელშეკრულებო ურთიერთობის ფორმირებაზე, კონტრაქტორი მხარე გიზიარებთ მათ მიერ შემუშავებულ ხელშეკრულების პროექტს და საჭიროა თქვენი ინტერესების დაცვით მოხდეს თითოეული სახელშეკრულებო დათქმის შესწავლა და საჭიროებისამებრ რედაქტირება.
Loialte Legal მუშაობს ნებისმიერი ტიპის ხელშეკრულებაზე, მათ შორის და არამხოლოდ, მომსახურებების, ნასყიდობის, ნარდობის, იჯარის, ქირავნობის, პარტნიორობის ხელშეკრულებებზე და სხვა.
მომსახურების პროცესი იწყება პირველი კონსულტაციით, სადაც დეტალურად განიხილება კლიენტის საქმიანობა, საჭიროებები და მიზნები. ამის შემდეგ ტარდება სიღრმისეული ანალიზი — იდენტიფიცირდება სამართლებრივი და ოპერაციული რისკები, ფასდება არსებული დოკუმენტაცია და რეგულაციებთან შესაბამისობა. ამ ეტაპზე ჩვენი გუნდი ამზადებს ან აანალიზებს ხელშეკრულების პროექტს, საჭიროების შემთხვევაში ახდენს ტექსტის ოპტიმიზაციას და სამართლებრივ კორექტირებას. საბოლოოდ, დამკვეთთან შეთანხმებით ფორმდება დამტკიცებული ვერსია, რომელიც სრულად პასუხობს კლიენტის ინტერესებს და მოქმედ კანონმდებლობას.
დიახ, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ამ პროექტის ფარგლებში იურიდიული მომსახურებით, Loialté არის სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს ე.წ. ზრდის ჰაბების პროექტის უმსხვილეს პროვაიდერი, რაც გულისხმობს იმას, რომ მეწარმეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ პროგრამის მიერ დადგენილ კრიტერიუმებს, შეუძლიათ ისარგებლონ 10000 ლარამდე თანადაფინანსებით შემდეგი მიმართულებებით:
დამატებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
კვალიფიკაცია და მაღალი ხარისხი – მომსახურებას იღებთ არა ერთი იურისტისგან, არამედ პროფესიონალთა გუნდისგან, რომელთაც სამართლის სხვადასხვა დარგში გააჩნიათ შესაბამისი აკადემიური ცოდნა და მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება
ეთიკის მაღალი სტანდარტი – მხარდაჭერა იურიდიულ სფეროში მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე პორფესიონალებისგან, რომელთათვის პროფესიული ეთიკის დაცვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია
სწრაფი და ეფექტური მომსახურება – ბიზნესისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს დრო, შესაბამისად, Loialte Legal-ის გუნდი ხელშეკრულებების მომზადებასა და რევიზიას გთავაზობთ სწრაფად, ხარისხიანად და თქვენი საჭიროებების გათვალისწინებით.
Loialté ფლობს ISO 9001:2015 სერტიფიკატს, რაც ადასტურებს ჩვენი მომსახურების მაღალ ხარისხს და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას.
Loialté-ს პროფესიული პასუხისმგებლობა დაზღვეულია წამყვანი სადაზღვევო კომპანიის მიერ, ხოლო თქვენი მონაცემები დაცულია მკაცრი კონფიდენციალობის პოლიტიკის ფარგლებში.
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ელ-ფოსტა
საქართველო, თბილისი
საქართველო, ბათუმი
უზბეკეთი, ტაშკენტი
არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ელ-ფოსტა
საქართველო, თბილისი
საქართველო, ბათუმი
უზბეკეთი, ტაშკენტი
არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი
Developed By Web Features 2025 All Rights Reserved