დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით
თანამედროვე ბიზნეს გარემოში ფინანსური მართვის ეფექტურად ორგანიზება კომპანიების უმეტესობისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. ბიზნესის სტაბილური ზრდა და წარმატებული განვითარება კი პირდაპირ არის დამოკიდებული ფინანსური პროცესების მართვის სიზუსტესა და სტრატეგიულ ხედვაზე.
ჩვენი მომსახურება მოიცავს ფინანსური დირექტორის (Chief Financial Officer – CFO) სრულ მხარდაჭერას. ყველა სერვისი მორგებულია თქვენი კომპანიის უნიკალურ საჭიროებებზე. ჩვენი მიზანია თქვენს კომპანიაში არა მხოლოდ ფინანსური სტაბილურობა, არამედ ბიზნესის ზრდის პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება უზრუნველვყოთ.
CFO აუთსორსინგი არის ინოვაციური და მოქნილი გადაწყვეტა, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას, მიიღოთ პროფესიონალური ფინანსური მხარდაჭერა, დაზოგოთ ხარჯები და უზრუნველყოთ თქვენი ბიზნესის სტაბილური განვითარება. ჩვენი მიზანია გავხდეთ თქვენი კომპანიის სანდო პარტნიორი ფინანსური წარმატების გზაზე.
ჩვენი მომსახურება სრულად მორგებულია თქვენი კომპანიის უნიკალურ საჭიროებებზე და მოიცავს სტრატეგიული ფინანსური მართვის ყველა მნიშვნელოვან ასპექტს:
ფინანსური სტრატეგიის შემუშავება და დანერგვა: გრძელვადიანი ფინანსური მიზნების განსაზღვრა და მათი მიღწევის სტრატეგიული გეგმის შექმნა; ბიზნესის ზრდის ხელშემწყობი ფინანსური მოდელების შემუშავება.
ბიუჯეტირება, პროგნოზირება და ფულადი ნაკადების მართვა: ბიუჯეტირება და მისი შესრულების კონტროლი; ფინანსური პროგნოზირება (Forecasting) და ფულადი ნაკადების (Cash Flow) ოპტიმიზაცია ლიკვიდურობის უზრუნველსაყოფად.
ფინანსური ანალიზი და რეპორტინგი: ფინანსური ანგარიშგების (IFRS/GAAP) მომზადება და ანალიზი მენეჯმენტისთვის გადაწყვეტილების მისაღებად; კონტროლის სისტემების დანერგვა და ძირითადი ფინანსური მაჩვენებლების (KPIs) მონიტორინგი.
ფინანსური რისკების იდენტიფიცირება და მართვა: პოტენციური ფინანსური რისკების (სავალუტო, საკრედიტო, საოპერაციო) დროული იდენტიფიცირება; რისკების მინიმიზაციის სტრატეგიების შემუშავება და დანერგვა.
საინვესტიციო გადაწყვეტილებების მხარდაჭერა: საინვესტიციო პროექტების შეფასება და მიზანშეწონილობის ანალიზი; დაფინანსების მოზიდვის სტრატეგიების შემუშავება და მოლაპარაკებების მხარდაჭერა.
სტაბილურობა და ზრდის შესაძლებლობა – ჩვენ ვეხმარებით კომპანიებს ფინანსური მდგრადობის მიღწევასა და ზრდის პოტენციალის რეალიზაციაში
მომსახურება განკუთვნილია სხვადასხვა ზომის და საქმიანობის ორგანიზაციებისთვის, მათ შორის:
კრიზისში მყოფი კომპანიებისთვის – კრიზისის დაძლევის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობას სწორი ფინანსური დაგეგმვა და მართვა ქმნის
ჩვენი მიდგომა მოიცავს: დიაგნოსტიკას; დამკვეთზე მორგებული გეგმის შექმნას; მომსახურების უწყვეტ გაუმჯობესებას; და მუდმივ მხარდაჭერასა და რეპორტინგს. კერძოდ:
მუდმივი მხარდაჭერა და რეპორტინგი – რეგულარული მხარდაჭერა როგორც ექსპერტული რჩევების, ისე კონკრეტულ პროცესებში ჩართულობის სახით, ასევე დამკვეთისთვის რეპორტინგის წარმოება სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ
ჩვენი გუნდი იცავს მონაცემთა კონფიდენციალურობის უმაღლეს ხარისხს, ადგილობრივი კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების მკაცრი დაცვით. ჩვენი საქმიანობა ეფუძნება ნდობასა და ეთიკურ სტანდარტებს, რაც უზრუნველყოფს თქვენი ფინანსური ინფორმაციის სრულ დაცულობას.
დიახ. Loialté არის სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს ე.წ. ზრდის ჰაბების პროექტის უმსხვილეს პროვაიდერი, რაც გულისხმობს იმას, რომ მეწარმეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ პროგრამის მიერ დადგენილ კრიტერიუმებს, შეუძლიათ ისარგებლონ 10000 ლარამდე თანადაფინანსებით შემდეგი მიმართულებებით:
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ელ-ფოსტა
საქართველო, თბილისი
საქართველო, ბათუმი
უზბეკეთი, ტაშკენტი
არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ელ-ფოსტა
საქართველო, თბილისი
საქართველო, ბათუმი
უზბეკეთი, ტაშკენტი
არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი
Developed By Web Features 2026 All Rights Reserved