HR ადმინისტრირება

HR ადმინისტრირება წარმოადგენს ადამიანური რესურსების მართვის იმ ნაწილს, რომელიც უზრუნველყოფს ყველა HR პროცესის სწორად, ორგანიზებულად და კანონთან შესაბამისობაში შესრულებას. თანამედროვე სამუშაო გარემოში HR ადმინისტრირების პროცესის გამართულობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან კომპანიებს აძლევს სტაბილურ და გამართულ სისტემას, ამცირებს შეცდომების რისკს და ზრდის, როგორც თანამშრომლების, ისე მენეჯმენტის ეფექტურობას ყოველდღიურ ოპერაციებში.

რას მოიცავს HR ადმინისტრირების მომსახურება?

Loialté-ს HR ადმინისტრირების მომსახურება მოიცავს HR პროცესების სრულ ადმინისტრირებას — დასაქმების ეტაპიდან, შიდა პოლიტიკების მართვითა და დოკუმენტაციის კონტროლით დასრულებული. ჩვენი მიზანია კომპანიას შეუქმნათ გამართული HR სისტემა, რომელიც გამარტივებს ყოველდღიურ სამუშაო პროცესს და შეამცირებს რისკებს.

  • დასაქმების პროცესის ადმინისტრირება – შრომითი ხელშეკრულებების მომზადება, პირადი საქმეების ფორმირება, საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება და განახლება.
  • HR დოკუმენტაციის მართვა – შიდა პროცესები, ბრძანებები, განაცხადები, ცვლილებები – ყველა დოკუმენტის სწორად ფორმირება, აღრიცხვა და დაარქივება.
  • შრომითი კანონმდებლობასთან შესაბამისობა – HR პროცედურების შესაბამისობის მონიტორინგი მოქმედ კანონმდებლობასთან, სამართლებრივი რისკების პრევენცია და რეკომენდაციების გაცემა საჭირო ცვლილებებზე.
  • თანამშრომელთა მონაცემების ადმინისტრირება – ანგარიშგებები, პერსონალური მონაცემების განახლება, შვებულებების, პოზიციაზე დანიშვნის და სხვა ადმინისტრაციული პროცესების მართვა.
  • შიდა HR პოლიტიკების შემუშავება – პოლიტიკებისა და პროცედურების შექმნა /გაუმჯობესება — სამუშაო დრო, შვებულებები, დისციპლინარული პასუხისმგებლობები, შეფასების სისტემა და სხვა HR პრაქტიკები.
  • ყოველდღიური HR ოპერაციები – თანამშრომლებისთვის კონსულტაციის გაწევა, ადმინისტრაციული საკითხების მოგვარება, პროცესების კოორდინირება და HR მხარდაჭერა ყოველდღიურ საქმიანობაში.

Loilte ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებულ მომსახურებას უზრუნველყოფს მისი შვილობილი კომპანია, HR სააგენტო hiro/ჰირო-ს მეშვეობით (www.hiro.ge

HR ადმინისტრირება უზრუნველყოფს HR პროცესების გამართულ მუშაობას და ამცირებს სამართლებრივ და ადმინისტრაციულ რისკებს. სწორად დაგეგმილი ადმინისტრირება აუმჯობესებს შიდა პროცესებს, ამარტივებს თანამშრომლებთან კომუნიკაციას და ქმნის სტაბილურ სამუშაო გარემოს.

სერვისი მოიცავს დოკუმენტაციის მართვას, შრომითი ხელშეკრულებების ფორმირებას, შვებულებებისა და სამუშაო დროის აღრიცხვას, შიდა პოლიტიკების მართვას, კანონთან შესაბამისობის მონიტორინგს და ყოველდღიური HR პროცესების ადმინისტრირებას.

კომპანია იღებს გამართულ პროცესებს, მინიმალურ სამართლებრივ რისკებს, ხარისხიან დოკუმენტაციას და HR მხარდაჭერას — ბიუჯეტისა და დროის დაზოგვით.

HR ადმინისტრირების აუთსორსინგი კომპანიას აძლევს შესაძლებლობას, მიიღოს სრული ადმინისტრაციული მხარდაჭერა სპეციალიზებული გუნდისგან, დამატებითი შიდა რესურსების გამოყოფის გარეშე. სერვისი უზრუნველყოფს შრომით-სამართლებრივი პროცესების სწორად ორგანიზებას, დოკუმენტაციის სისტემურ მართვას, შვებულებებისა და სამუშაო დროის ზუსტ აღრიცხვას, შიდა რეგულაციების ეფექტიან ადმინისტრირებას.

აღნიშნული მიდგომით კომპანია იღებს გამართულ პროცესებს, მინიმალურ სამართლებრივ რისკებს, ხარისხიან დოკუმენტაციას და HR მხარდაჭერას — ბიუჯეტისა და დროის დაზოგვით.

დიახ. Loialté არის სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს ე.წ. ზრდის ჰაბების პროექტის უმსხვილეს პროვაიდერი, რაც გულისხმობს იმას, რომ მეწარმეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ პროგრამის მიერ დადგენილ კრიტერიუმებს, შეუძლიათ ისარგებლონ 10000 ლარამდე თანადაფინანსებით შემდეგი მიმართულებებით:

  • ფინანსები და ბუღალტერია
  • გადასახადები
  • იურიდიული მომსახურება
  • ბიზნესგეგმა, სტრატეგიული დაგეგმარება და ბიზნესმოდელირება
  • HR მომსახურება

დამატებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

Loialté, თავისი შვილობილი კომპანია HR სააგენტო hiro/ჰიროს მეშვეობით, უზრუნველყოფს პროფესიონალურ მხარდაჭერას ორგანიზაციის HR პროცესების გაძლიერებისთვის. ჩვენი სერვისები აერთიანებს როგორც შიდა კულტურის განვითარებას, ისე გარე პოზიციონირებას, რაც ხელს უწყობს ძლიერი და მიმზიდველი დამსაქმებლის ბრენდის შექმნას, თანამშრომელთა ჩართულობის ზრდასა და კონკურენტულ უპირატესობებზე წვდომას შრომით ბაზარზე.

WhatsApp
დაგვიკავშირდით

    კონტაქტი

    +995 555 091 100

    ტელეფონი

    +995 577 279 798

    ტელეფონი

    +995 322 060 818

    ტელეფონი

    +995 595 544 088

    ტელეფონი

    [email protected]

    ელ-ფოსტა

    მისამართები

    ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა

    საქართველო, თბილისი

    ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73

    საქართველო, ბათუმი

    Tashkent, Makhtumquli 114A

    უზბეკეთი, ტაშკენტი

    Meydan Grandstand, 6th floor, Meydan Road, Nad Al Sheba, Dubai, U.A.E.

    არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი

    კონტაქტი

    +995 555 091 100

    ტელეფონი

    +995 577 279 798

    ტელეფონი

    +995 322 060 818

    ტელეფონი

    +995 597 020 299

    ტელეფონი

    [email protected]

    ელ-ფოსტა

    მისამართები

    ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა

    საქართველო, თბილისი

    ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73

    საქართველო, ბათუმი

    Makhmutquli 1A, 100047 Tashkent

    უზბეკეთი, ტაშკენტი

    Meydan Grandstand, 6th floor, Meydan Road, Nad Al Sheba, Dubai, U.A.E.

    არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი

    loialte white

    საკონტაქტო ინფორმაცია

    ელ-ფოსტა

    [email protected]