HR აუდიტი

თანამედროვე ბიზნეს გარემოში HR აუდიტი ორგანიზაციას აძლევს შესაძლებლობას ობიექტურად შეაფასოს ადამიანური რესურსების მართვის სისტემა და მისი შესაბამისობა კანონმდებლობასთან. აუდიტი განსაზღვრავს HR პროცესების ძლიერ და სუსტ მხარეებს და ქმნის საფუძველს მათი მიზნობრივი გაუმჯობესებისთვის.

რას მოიცავს HR აუდიტის მომსახურება

შრომითი ურთიერთობის აუდიტი: ფოკუსირებულია შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული პროცესების სამართლებრივ ანალიზზე – დასაქმების პირობებიდან შრომით ხელშეკრულებებსა და შიდა რეგულაციებამდე. აუდიტი განსაზღვრავს, შეესაბამება თუ არა დოკუმენტაცია და პრაქტიკა მოქმედ კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტებს.

HR პროცესების აუდიტი:  ფოკუსირებულია ორგანიზაციაში არსებული HR სისტემის ეფექტიანობაზე, მათ შორის, შერჩევის, შეფასების, მოტივაციის, ტრენინგისა და კომუნიკაციის პროცესებზე. აუდიტის შედეგად განისაზღვრება, რამდენად შეესაბამება HR ფუნქცია კომპანიის სტრატეგიულ მიზნებს და ბიზნესის საჭიროებებს.

როგორ ტარდება HR აუდიტი

HR აუდიტი მოიცავს ორგანიზაციის HR პროცესების, დოკუმენტაციისა და პრაქტიკის დეტალურ შესწავლას. პროცესის განმავლობაში ტარდება:

  • შიდა დოკუმენტაციისა და პოლიტიკების ანალიზი
  • დაკვირვება მიმდინარე HR ოპერაციებზე
  • გასაუბრებები მენეჯმენტთან და თანამშრომლებთან
  • შედეგების შეფასება და რეკომენდაციების მომზადება

Loilte ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებულ მომსახურებას უზრუნველყოფს მისი შვილობილი კომპანია, HR სააგენტო hiro/ჰირო-ს მეშვეობით (www.hiro.ge)

HR აუდიტი დეტალურად აფასებს HR სისტემის მდგომარეობას, სამართლებრივ შესაბამისობასა და ოპერაციულ ეფექტიანობას. პროცესი ამჟღავნებს სხვადასხვა ტიპის რისკებს – მათ შორის შრომით დავებთან დაკავშირებულს – და ეხმარება კომპანიას მიიღოს მონაცემებზე დაფუძნებული, გამართული გადაწყვეტილებები.

შრომითი ურთიერთობის აუდიტი ფოკუსირდება სამართლებრივ მხარეზე, ამოწმებს შრომითი ხელშეკრულებების, შიდა რეგულაციების, სამუშაო დროისა და ანაზღაურების შესაბამისობას კანონმდებლობასთან.
HR პროცესების აუდიტი კი აფასებს მთლიან HR სისტემას: შერჩევის, შეფასების, ტრენინგის, მოტივაციისა და კომუნიკაციის ეფექტიანობას. ორივე პროცესი ერთმანეთს ავსებს და უზრუნველყოფს ადამიანური რესურსების მართვის სრულ სურათს.

აუდიტის დასრულების შემდეგ კომპანია იღებს დეტალურ ანგარიშს, სადაც წარმოდგენილია აღმოჩენილი ხარვეზები, რისკები და კონკრეტული რეკომენდაციები გაუმჯობესებისთვის. ეს ანგარიში საშუალებას აძლევს მენეჯმენტს მიიღოს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები, შექმნას უფრო გამართული HR პოლიტიკა, გააუმჯობესოს შიდა პროცესები და შექმნას სამართლებრივად დაცული, მოტივირებული და პროდუქტიული სამუშაო გარემო.

დიახ. Loialté არის სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს ე.წ. ზრდის ჰაბების პროექტის უმსხვილეს პროვაიდერი, რაც გულისხმობს იმას, რომ მეწარმეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ პროგრამის მიერ დადგენილ კრიტერიუმებს, შეუძლიათ ისარგებლონ 10000 ლარამდე თანადაფინანსებით შემდეგი მიმართულებებით:

  • ფინანსები და ბუღალტერია
  • გადასახადები
  • იურიდიული მომსახურება
  • ბიზნესგეგმა, სტრატეგიული დაგეგმარება და ბიზნესმოდელირება
  • HR მომსახურება

დამატებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

Loialté, თავისი შვილობილი კომპანია HR სააგენტო hiro/ჰიროს მეშვეობით, უზრუნველყოფს პროფესიონალურ მხარდაჭერას ორგანიზაციის HR პროცესების გაძლიერებისთვის. ჩვენი სერვისები აერთიანებს როგორც შიდა კულტურის განვითარებას, ისე გარე პოზიციონირებას, რაც ხელს უწყობს ძლიერი და მიმზიდველი დამსაქმებლის ბრენდის შექმნას, თანამშრომელთა ჩართულობის ზრდასა და კონკურენტულ უპირატესობებზე წვდომას შრომით ბაზარზე.

WhatsApp
დაგვიკავშირდით

    კონტაქტი

    +995 555 091 100

    ტელეფონი

    +995 577 279 798

    ტელეფონი

    +995 322 060 818

    ტელეფონი

    +995 595 544 088

    ტელეფონი

    [email protected]

    ელ-ფოსტა

    მისამართები

    ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა

    საქართველო, თბილისი

    ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73

    საქართველო, ბათუმი

    Tashkent, Makhtumquli 114A

    უზბეკეთი, ტაშკენტი

    Meydan Grandstand, 6th floor, Meydan Road, Nad Al Sheba, Dubai, U.A.E.

    არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი

    კონტაქტი

    +995 555 091 100

    ტელეფონი

    +995 577 279 798

    ტელეფონი

    +995 322 060 818

    ტელეფონი

    +995 597 020 299

    ტელეფონი

    [email protected]

    ელ-ფოსტა

    მისამართები

    ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა

    საქართველო, თბილისი

    ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73

    საქართველო, ბათუმი

    Makhmutquli 1A, 100047 Tashkent

    უზბეკეთი, ტაშკენტი

    Meydan Grandstand, 6th floor, Meydan Road, Nad Al Sheba, Dubai, U.A.E.

    არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი

    loialte white

    საკონტაქტო ინფორმაცია

    ელ-ფოსტა

    [email protected]