დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით
Loialte გთავაზობთ ადამიანური კაპიტალის მართვასთან დაკავშირებულ სრულ სერვისს, რომლებიც მორგებულია თქვენი ბიზნესის სპეციფიკასა და სტრატეგიულ მიზნებზე.
ჩვენი მიზანია, ადამიანური კაპიტალის მართვა იქცეს თქვენს ბიზნესში სტაბილური და ეფექტიანი პროცესის ნაწილად.
თანამედროვე ბიზნეს გარემოში, სადაც მოქნილობა და ოპტიმიზაცია გადამწყვეტია, HR აუთსორსინგი წარმოადგენს პრაქტიკულ გადაწყვეტას ორგანიზაციებისთვის, რომელთაც სურთ ადამიანური კაპიტალის მართვა მიანდონ პროფესიონალ გუნდს.
ექსპერტული HR მხარდაჭერის გამოყენება საშუალებას გაძლევთ:
HR აუთსორსინგი გულისხმობს ადამიანური კაპიტალის მიმართულებით ძირითადი ფუნქციების – შერჩევის, მართვის, განვითარების და შენარჩუნების – სრულად ან ნაწილობრივ გადაბარებას გარე პარტნიორზე.
Loialte უზრუნველყოფს ადამიანური კაპიტალის მართვის სრულ ციკლს, მათ შორის:
Loilte ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებულ მომსახურებას უზრუნველყოფს მისი შვილობილი კომპანია, HR სააგენტო hiro/ჰირო-ს მეშვეობით (www.hiro.ge)
თანამედროვე ბიზნეს გარემოში ადამიანური კაპიტალის მართვა მოითხოვს არა მხოლოდ ადმინისტრაციულ პროცესებს, არამედ სტრატეგიულ ხედვას, სისტემურობას და მრავალმხრივ ექსპერტიზას. შიდა HR დეპარტამენტის შენარჩუნება ხშირად დაკავშირებულია დამატებით ხარჯებთან, დროისა და რესურსების განაწილებასთან, რაც განსაკუთრებით რთული ხდება მაშინ, როდესაც კომპანია სწრაფად იზრდება ან განიცდის სტრუქტურულ ცვლილებებს.
HR აუთსორსინგი ამ გამოწვევას მარტივად პასუხობს, ის აერთიანებს მოქნილობას, პროფესიონალიზმსა და ხარჯების ოპტიმიზაციას. ამ მოდელით კომპანია იღებს სრულფასოვან HR მხარდაჭერას გამოცდილი სპეციალისტებისგან, რომლებიც მართავენ პროცესებს კანონმდებლობის, საუკეთესო პრაქტიკებისა და თქვენი ბიზნესის სპეციფიკის გათვალისწინებით.
HR აუთსორსინგი ეფექტური არჩევანია იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ადამიანური კაპიტალის მართვას აღიქვამენ, როგორც სტრატეგიულ მიმართულებას და არა მხოლოდ ადმინისტრაციულ ფუნქციას.
ეს მოდელი განსაკუთრებით სასარგებლოა მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რადგან უზრუნველყოფს პროფესიონალურ HR მხარდაჭერას შიდა დეპარტამენტის შექმნის საჭიროების გარეშე. შედეგად, კომპანიები იღებენ ხარისხიან მომსახურებას, ამცირებენ ხარჯებს და ინარჩუნებენ პროცესების გამართულობას.
დიდი ორგანიზაციებისთვის HR აუთსორსინგი ხშირად გამოიყენება კონკრეტული მიმართულებების ოპტიმიზაციისთვის, მაგალითად, თანამშრომელთა შერჩევის, შეფასების ან ადმინისტრირების პროცესებში. ეს იძლევა შესაძლებლობას, რომ შიდა HR გუნდი კონცენტრირდეს სტრატეგიულ ამოცანებზე, ხოლო ტექნიკური და ოპერაციული ნაწილი იმართოს სპეციალიზებული ექსპერტების მიერ.
HR აუთსორსინგი აძლევს კომპანიას მოქნილობას, პროცესების სტაბილურობას და ადამიანური კაპიტალის მართვის იმ სტანდარტს, რომელიც ეფუძნება გამოცდილებას, სიზუსტესა და თანამედროვე პრაქტიკებს.
Loialte-სთან თანამშრომლობა იწყება კომპანიის HR სისტემებისა და პროცესების შეფასებით. პირველ ეტაპზე ვაანალიზებთ არსებულ მდგომარეობას, ვადგენთ ძირითად გამოწვევებს და ვპოულობთ იმ მიმართულებებს, სადაც შესაძლებელი ხდება ადამიანური კაპიტალის ოპტიმიზაცია ბიზნესის სტრატეგიულ მიზნებთან შესაბამისობაში.
შემდეგ ეტაპზე, ვქმნით კომპანიის სპეციფიკაზე მორგებულ სამოქმედო გეგმას, რომელიც მოიცავს HR სტრატეგიის ფორმირებას, ადმინისტრაციული პროცესების გამართვასა და ადამიანური კაპიტალის მართვის სისტემის დახვეწას. თითოეული ნაბიჯი დაგეგმილია კომპანიის მიზნებიდან, შიდა კულტურიდან და განვითარების ტემპიდან გამომდინარე, რათა დანერგილი გადაწყვეტილებები იყოს პრაქტიკული, რეალისტური და მდგრადი.
თანამშრომლობის განმავლობაში უზრუნველყოფილია გამჭვირვალე კომუნიკაცია, შედეგების რეგულარული შეფასება და პროცესების უწყვეტი გაუმჯობესება.ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს HR პროცესების გამართულობასა და სტაბილურობას, რაც ქმნის მყარ საფუძველს კომპანიის ეფექტიანი საქმიანობისა და გრძელვადიანი განვითარებისათვის.
დიახ. Loialte თანამშრომლობს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-სთან, როგორც ზრდის ჰაბების პროექტის ერთ-ერთი უმსხვილესი პროვაიდერი.
პროგრამა საშუალებას აძლევს მეწარმეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ დადგენილ კრიტერიუმებს, მიიღონ 10,000 ლარამდე თანადაფინანსება სხვადასხვა საკონსულტაციო მომსახურებაზე:
პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ბიზნესების ზრდას და განავითაროს მეწარმეთა პროფესიული შესაძლებლობები.
დამატებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
Loialté, თავისი შვილობილი კომპანია HR სააგენტო hiro/ჰიროს მეშვეობით, უზრუნველყოფს პროფესიონალურ მხარდაჭერას ორგანიზაციის HR პროცესების გაძლიერებისთვის. ჩვენი სერვისები აერთიანებს როგორც შიდა კულტურის განვითარებას, ისე გარე პოზიციონირებას, რაც ხელს უწყობს ძლიერი და მიმზიდველი დამსაქმებლის ბრენდის შექმნას, თანამშრომელთა ჩართულობის ზრდასა და კონკურენტულ უპირატესობებზე წვდომას შრომით ბაზარზე.
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ელ-ფოსტა
საქართველო, თბილისი
საქართველო, ბათუმი
უზბეკეთი, ტაშკენტი
არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ელ-ფოსტა
საქართველო, თბილისი
საქართველო, ბათუმი
უზბეკეთი, ტაშკენტი
არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი
Developed By Web Features 2026 All Rights Reserved