დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით
Loialté-ს HR ბრენდინგის მომსახურება დაფუძნებულია სრულყოფილ მიდგომაზე, რომელიც მოიცავს როგორც შიდა, ისე გარე კომუნიკაციის მიმართულებებს. ჩვენ ვაანალიზებთ ორგანიზაციულ კულტურას და ვსწავლობთ, როგორ აღიქმება კომპანია შრომით ბაზარზე. ინფორმაციის საფუძველზე ვქმნით ძლიერი და კონკურენტუნარიანი დამსაქმებლის ბრენდს, რომელიც მიმზიდველია როგორც მოქმედი თანამშრომლებისთვის, ისე პოტენციური კანდიდატებისთვის.
HR ბრენდინგის მომსახურება მოიცავს:
Loilte ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებულ მომსახურებას უზრუნველყოფს მისი შვილობილი კომპანია, HR სააგენტო hiro/ჰირო-ს მეშვეობით (www.hiro.ge)
HR ბრენდინგის მთავარი მიზანია კომპანიის პოზიციონირება, როგორც სასურველი დამსაქმებლის შრომით ბაზარზე. ეს ნიშნავს ისეთი იმიჯის შექმნას, სადაც თანამშრომლებს სურთ მუშაობა და განვითარება. ძლიერი HR ბრენდი ზრდის კომპანიის მიმზიდველობას, ამცირებს ტალანტების დაკარგვის რისკს და აყალიბებს მოტივირებულ, ერთგულ და პროდუქტიულ გუნდს, რაც პირდაპირ აისახება ბიზნესის ეფექტიანობაზე და რეპუტაციაზე.
ძლიერი HR ბრენდის შექმნა იწყება კომპანიის შიდა გარემოთი. მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლებს ჰქონდეთ გამართული კომუნიკაცია, სამართლიანი შეფასების სისტემა, მოტივაციის მკაფიო მექანიზმები და განვითარების შესაძლებლობები. ეს ქმნის საფუძველს პოზიტიური თანამშრომლობის გამოცდილებისთვის.
შემდეგ ეტაპზე ხდება გარე კომუნიკაცია – კომპანიის ღირებულებების, პასუხისმგებლობებისა და თანამშრომლების პროფესიული წარმატებების სწორად წარმოჩენა შრომით ბაზარზე.
Loialté მუშაობს ორივე მიმართულებაზე: აუმჯობესებს შიდა HR პროცესებს და ამასთანავე ქმნის გარე კომუნიკაციის სტრატეგიას, რომელიც კომპანიას ხელს უწყობს დამსაქმებელის მკაფიო და სანდო იმიჯის ჩამოყალიბებაში.
გამართულად განხორციელებული HR ბრენდინგი ზრდის თანამშრომელთა ლოიალურობასა და ჩართულობას, ამცირებს თანამშრომლების გადინებას და აუმჯობესებს სამუშაო გარემოს. გარე კომუნიკაციის კუთხით კომპანია წარმოაჩენს პოზიციონირებს, როგორც სანდო და ადამიანზე ორიენტირებული დამსაქმებელი, რაც ამარტივებს ძლიერი ტალანტების მოზიდვას.
შესაბამისად, ორგანიზაცია იღებს სტაბილურ და ეფექტურ გუნდს, უკეთეს შედეგებსა და რეალურ კონკურენტულ უპირატესობას შრომით ბაზარზე.
დიახ. Loialté არის სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს ე.წ. ზრდის ჰაბების პროექტის უმსხვილეს პროვაიდერი, რაც გულისხმობს იმას, რომ მეწარმეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ პროგრამის მიერ დადგენილ კრიტერიუმებს, შეუძლიათ ისარგებლონ 10000 ლარამდე თანადაფინანსებით შემდეგი მიმართულებებით:
დამატებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
Loilte ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებულ მომსახურებას უზრუნველყოფს მისი შვილობილი კომპანია, HR სააგენტო hiro/ჰირო-ს მეშვეობით (www.hiro.ge)
Loialté, თავისი შვილობილი კომპანია HR სააგენტო hiro/ჰიროს მეშვეობით, უზრუნველყოფს პროფესიონალურ მხარდაჭერას ორგანიზაციის HR პროცესების გაძლიერებისთვის. ჩვენი სერვისები აერთიანებს როგორც შიდა კულტურის განვითარებას, ისე გარე პოზიციონირებას, რაც ხელს უწყობს ძლიერი და მიმზიდველი დამსაქმებლის ბრენდის შექმნას, თანამშრომელთა ჩართულობის ზრდასა და კონკურენტულ უპირატესობებზე წვდომას შრომით ბაზარზე.
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ელ-ფოსტა
საქართველო, თბილისი
საქართველო, ბათუმი
უზბეკეთი, ტაშკენტი
არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ტელეფონი
ელ-ფოსტა
საქართველო, თბილისი
საქართველო, ბათუმი
უზბეკეთი, ტაშკენტი
არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი
Developed By Web Features 2026 All Rights Reserved