M&A და Due Diligence

რას ვაკეთებთ

Loialte გთავაზობთ პროფესიონალურ Due Diligence-ის, ასევე სხვა პროფესიულ მხარდაჭერას და კონსულტაციას M&A (შერწყმა და შესყიდვა/შთანთქმა) პროცესებში. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს ბიზნესთან დაკავშირებული სრული სურათის შექმნას და გადაწყვეტილებების მიღებისთვის საჭირო ზუსტ და სანდო ინფორმაციას. მომსახურება მოიცავს:

  • კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შეფასება – ფინანსური მონაცემების ანალიზი, მოგებისა და ზარალის შეფასება, ბიუჯეტირების პროცესის დიაგნოსტიკა;
  • სამართლებრივი დოკუმენტაციის გადამოწმება – ხელშეკრულებების, ნებართვების და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის ანალიზი;
  • რისკების ანალიზი – შესაძლო ფინანსური, სამართლებრივი, და კომერციული რისკების იდენტიფიკაცია და მათი მინიმიზაციის გეგმების შემუშავება;
  • ბიზნესის სტრატეგიული შეფასება – კომპანიის ბაზარზე პოზიციის, კონკურენტუნარიანობის და განვითარების პოტენციალის კვლევა;
  • გარიგებების სტრუქტურირება და მოლაპარაკებების მართვა – გარიგების პროცესის პროფესიონალური მხარდაჭერა, რაც უზრუნველყოფს წარმატებულ შედეგს.

ჩვენი გამოცდილება და პროფესიონალიზმი დაგეხმარებათ მიიღოთ უკეთესი გადაწყვეტილებები და უზრუნველყოთ უსაფრთხო და მომგებიანი გარიგებები. ჩვენი გუნდი ყოველთვის მზად არის დაგეხმაროთ თქვენი მიზნების მიღწევაში. 

Untitled design optimized

რა გამოგვარჩევს

  • მრავალწლიანი გამოცდილება – ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალებისგან, რომელთაც აქვთ მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე
  • კვალიფიკაციის მაღალი დონე – ყველა ჩვენი ფინანსური ექსპერტი ფლობს წამყვანი აკადემიური ინსტიტუტების პროფესიული კვალიფიკაციებს. ასევე, მნიშვნელოვან ყურადღებას ვუთმობთ ჩვენი გუნდის წევრების გადამზადებას, რათა ჩვენი მომსახურება ყოველთვის პასუხობდეს ფინანსების სფეროში არსებულ ტენდენციებს და სიახლეებს
  • ინოვაციური მიდგომა – ჩვენ ვიყენებთ უახლეს ფინანსურ ინსტრუმენტებსა და ტექნოლოგიებს, რათა შევძლოთ პროცესების ოპტიმიზაცია და ავტომატიზაცია, რაც თავის მხრივ უფრო ოპერატიულს და ხელმისაწვდომს ხდის მომსაუხრებას ჩვენი მომხმარებლებისთვის
  • პერსონალიზებული სერვისი – თითოეულ კლიენტს ინდივიდუალურად ვუდგებით, რათა უზრუნველვყოთ მათი ბიზნესის უნიკალური საჭიროებების დაკმაყოფილება
  • კონფიდენციალურობის უმაღლესი ხარისხი – ჩვენი გუნდი  უზრუნველყოფს მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვას ადგილობრივი  კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად
  • საერთაშორისო პროექტების გამოცდილება – ჩვენს პორტფელში არის მიმდინარე თუ წარმატებით დასრულებული მრავალი პროექტი როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში (მათ შორის ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში)

სარგებელი თქვენი ბიზნესისთვის

  • გარიგების პროცესის გამარტივება – Loialte-ს გუნდის ჩართულობით ოპერატიულად მიიღებთ საჭირო ინფორმაციას გადაწყვეტილებების მისაღებად, შესაბამისად დაზოგავთ დროს და ფინანსებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა საქმე მსხვილ გარიგებებს ეხება
  • ფინანსური და იურიდიული რისკების მინიმიზაცია – M&A-ის პროცესი დაკავშირებულია კომპლექსურ იურიდიულ და ფინანსურ საკითხებთან. ჩვენი იურისტების და ფინანსისტების პროფესიონალთა გუნდი სრულად ჩაიბარებს აღნიშნული პროცესის წარმართვის პასუხიმგებლობას, თქვენ კი მიიღებთ დამუშავებულ ინფორმაციას და უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად
  • მაქსიმალური სარგებელი გარიგებიდან – ჩვენი ჩართულობა პროცესში გეხმარებათ მიიღოთ საუკეთესო შედეგები გარიგებიდან. ჩვენ ჩავერთვებით მოლაპარაკებების პროცესში ყველა ეტაპზე და მოვამზადებთ შესაბამის არგუმენტებს თქვენი საუკეთესო ინტერესების დასაცავად
  • სტრატეგიული პარტნიორობა – ჩვენ ვხდებით თქვენი გუნდის სანდო პარტნიორი, რომელიც ორიენტირებულია კონკრეტული მიზნების მიღწევაზე

ვის ვემსახურებით

მომსახურება განკუთვნილია სხვადასხვა ზომის და საქმიანობის ორგანიზაციებისთვის, მათ შორის:

  • მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებისთვის – კომპანიის განვითარების პროცესში ექპერტული ჩართლობით სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად
  • კერძო ინვესტორებისთვის – ინვესტიციების მიზანშეწონილობის, სანდოობის და პოტენციალის შესაფასებლად
  • მსხვილი კორპორაციებისთვის და საერთაშორისო კომპანიებისთვის – კომპლექსური გარიგებების სტრუქტურირებისთვის
  • იურიდიული ფირმებისთვის და საკონსულტაციო სააგენტოებისთვის – დამატებითი პროფესიონალური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად

ჩვენი მიდგომა

  • დიაგნოსტიკა – ჩვენ უზრუნველვყოფთ დამკვეთის ორგანიზაციული მიზნების შესწავლას, საჭიროებებისა  და გამოწვევების იდენტიფიცირებას
  • დამკვეთზე მორგებული გეგმა – დამკვეთის ორგანიზაციული საჭიროებების და სპეციფიკის  შესაბამისად ვქმნით M&A / Due Diligence სტრატეგიას  და დეტალურ სამოქმედო გეგმას
  • მომსახურების მაღალი ხარისხი – ჩვენ გთავაზობთ თანმიმდევრულ, პროფესიონალურ მომსახურებას, რომელსაც ენდობა მრავალი მცირე, საშუალო თუ მსხვილი ორგანიზაცია როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ
  • პარტნიორობა – ჩვენ ვხდებით თქვენი გუნდის სანდო პარტნიორი, რომელიც ორიენტირებულია კონკრეტული მიზნების მიღწევაზე
  • გამჭვირვალობა და ეთიკური სტანდარტები – ჩვენი საქმიანობა ეფუძნება ნდობასა და პასუხისმგებლობას
  • მომსახურების უწყვეტი გაუმჯობესება – ჩვენ მუდმივად ვიღებთ უკუკავშირებს მომხმარებლებისგან, ასევე ვახორციელებთ ჩვენს სფეროში მიმდინარე სიახლეებისა და ტენდენციების მონიტორინგს, რათა ჩვენი სერვისები კიდევ უფრო დახვეწილი და დამკვეთების საჭიროებებზე მორგებული გავხადოთ
  • მუდმივი მხარდაჭერა და რეპორტინგი – რეგულარული მხარდაჭერა როგორც ექსპერტული რჩევების, ისე კონკრეტულ პროცესებში ჩართულობის სახით, ასევე დამკვეთისთვის  რეპორტინგის წარმოება სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ

დაგვიკავშირდით დღესვე და გაიგეთ მეტი იმ სარგებლის შესახებ, რასაც Loialte-სთან თანამშრომლობით მიიღებთ!

WhatsApp
დაგვიკავშირდით

    კონტაქტი

    +995 555 091 100

    ტელეფონი

    +995 577 279 798

    ტელეფონი

    +995 322 060 818

    ტელეფონი

    +995 595 544 088

    ტელეფონი

    [email protected]

    ელ-ფოსტა

    მისამართები

    ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა

    საქართველო, თბილისი

    ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73

    საქართველო, ბათუმი

    Tashkent, Makhtumquli 114A

    უზბეკეთი, ტაშკენტი

    Meydan Grandstand, 6th floor, Meydan Road, Nad Al Sheba, Dubai, U.A.E.

    არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი

    კონტაქტი

    +995 555 091 100

    ტელეფონი

    +995 577 279 798

    ტელეფონი

    +995 322 060 818

    ტელეფონი

    +995 597 020 299

    ტელეფონი

    [email protected]

    ელ-ფოსტა

    მისამართები

    ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა

    საქართველო, თბილისი

    ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73

    საქართველო, ბათუმი

    Makhmutquli 1A, 100047 Tashkent

    უზბეკეთი, ტაშკენტი

    Meydan Grandstand, 6th floor, Meydan Road, Nad Al Sheba, Dubai, U.A.E.

    არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი

    loialte white

    საკონტაქტო ინფორმაცია

    ელ-ფოსტა

    [email protected]