image00001 (15)

ბანკთან მოლაპარაკების ხელოვნება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის

წარმოიდგინეთ ასეთი სცენარი: თქვენ გაქვთ ბრწყინვალე ბიზნეს-იდეა, გყავთ ლოიალური კლიენტები და ხედავთ ზრდის უზარმაზარ პოტენციალს. მიდიხართ ბანკში დაფინანსებისთვის, ენთუზიაზმით ყვებით თქვენს გეგმებზე, მაგრამ საკრედიტო ოფიცრის თვალებში იგივე აღფრთოვანება არ ჩანს. რამდენიმე დღეში კი იღებთ პასუხს: „სამწუხაროდ, ამ ეტაპზე თქვენს კომპანიაზე სესხს ვერ გავცემთ“.

ნაცნობი სიტუაციაა? ბევრი მეწარმისთვის ბანკი რთულ, ბიუროკრატიულ ინსტიტუციასთან ასოცირდება. რეალურად კი, ბანკი უბრალოდ სხვა ენაზე საუბრობს – ციფრებისა და სისტემების ენაზე. ამ სტატიაში გაგიზიარებთ, როგორ გარდაქმნათ ბანკთან ეს დიალოგი წარმატებულ პარტნიორობად.

რატომ ეშინია ბანკს თქვენი ბიზნესის?

ბანკი არ არის საქველმოქმედო ორგანიზაცია. ის არის ინვესტორი, რომელიც ყოველთვის კრიტიკულად ზომავს რისკებს. როდესაც კომპანია სესხისთვის ბანკს აკითხავს, ბანკის წარმომადგენელი პირველ რიგში სვამს კითხვას: რამდენად პროგნოზირებადია ამ ბიზნესიდან შემოსავლები?“ ეს კითხვა ძალიან ლოგიკურია, რადგან ბანკი თქვენ მოგასესხებთ ფულს, რომელიც გარკვეული პერიოდის შემდეგ უნდა დააბრუნოთ, შესაბამისად მისთვის საინტერესოა შეძლებს თუ არა თქვენი ბიზნესი ამ ვალდებულების გასტუმრებას.

ბევრი ქართული მცირე და საშუალო ბიზნესი (SME) კვლავ ინტუიციური მართვის რეჟიმშია. მფლობელმა იცის, რომ საქმე კარგად მიდის, რადგან ყოველთვიურად რაღაც თანხა რჩება, მაგრამ არ აქვს დოკუმენტირებული ფინანსური ისტორია. ბანკისთვის ეს ნიშნავს საოპერაციო ქაოსს და სწორედ ეს ქაოსი აშინებს მას. თუ თქვენი ფინანსები ბუნდოვანია, ბანკი ჩათვლის, რომ თქვენ თავადაც არ ფლობთ სრულ კონტროლს საკუთარ ბიზნესზე.

ქვემოთ მოცემულია ის ძირითადი საკითხები, რომლის გათვალისწინება და მოწესრიგებაც პირდაპირ უკავშირდება ბანკთან წარმატებულ თანამშრომლობას.

1. ფინანსური აღრიცხვიანობა

როდესაც სესხზე განაცხადს აკეთებთ, ბანკი ცდილობს დაინახოს სამი რამ: ეფექტურობა, სიმყარე და სიცოცხლისუნარიანობა. ამ ინფორმაციის მიღება კი 3 ძირითადი ფინანსური უწყისიდან შეუძლია, ესენია: მოგებაზარალი; ბალანსი და ფულადი ნაკადების მოძრაობის უწყისი.

) მოგებაზარალის უწყისი (P&L)

ეს დოკუმენტი გვიჩვენებს რენტაბელურია თუ არა თქვენი ბიზნეს-მოდელი და პასუხობს მთავარ კითხვას: რჩება თუ საერთოდ ფული (იგივე მოგება) ყველა ხარჯის გასტუმრების შემდეგ?

ბანკი არ უყურებს მხოლოდ გაყიდვების ჯამურ ციფრს. მისი მთავარი ინტერესია მომგებიანობა.

  • მაგალითად: თუ თქვენი გაყიდვები წლიდან წლამდე 20%-ით იზრდება, მაგრამ წმინდა მოგება იგივე რჩება, ბანკისთვის ეს ე.წ. „წითელი ალამია“. ეს ნიშნავს, რომ თქვენი საოპერაციო ხარჯები (ქირა, ხელფასები, ლოგისტიკა) იზრდება იმაზე სწრაფად, ვიდრე ბიზნესი.
  • ბანკის ხედვა: „კომპანია ბევრს შრომობს, მაგრამ ეფექტურობა დაბალია“. ჯანსაღი P&L აჩვენებს, რომ თქვენ აკონტროლებთ თვითღირებულებას და გაქვთ უსაფრთხოების ბალიში ხარჯების მოულოდნელი ზრდის შემთხვევაში.

) ბალანსი (Balance Sheet)

ბალანსი არის სურათი კონკრეტული მომენტისთვის: რა გააჩნია კომპანიას (აქტივები) და რა გზით არის დაფინანსებული ამ აქტივების დაგროვება (ვალდებულებები და კაპიტალი).

ბანკისთვის ბალანსი არის პასუხი კითხვაზე: თუ ხვალ კრიზისი დაიწყება, გაუძლებს ბიზნესი დარტყმას?

  • მაგალითად: თუ თქვენი აქტივების უდიდესი ნაწილი გაყინულია ძვირადღირებულ ტექნიკაში ან გაუყიდავ მარაგებში, ხოლო ვალდებულებებში გაქვთ ბევრი მოკლევადიანი ვალი (მომწოდებლების ან სხვა ბანკების), თქვენი ბიზნესი ძალიან სუსტი და მყიფეა.
  • ბანკის ხედვა: ბანკი ეძებს ბალანსს საკუთარ კაპიტალსა და ვალდებულებებს შორის. თუ თქვენი კაპიტალი (რაც პირადად ჩადეთ ბიზნესში) მცირეა ვალთან შედარებით, ბანკი ჩათვლის, რომ რისკის უდიდეს ნაწილს თავად იღებს, რაც სესხის დამტკიცების შანსს ამცირებს.

) ფულადი ნაკადების მოძრაობა (Cash Flow)

ბუღალტრული მოგება და სალაროში არსებული ნაღდი ფული ორი სხვადასხვა რამაა.

  • მაგალითად: თქვენ შეიძლება გაყიდოთ 1 მილიონის პროდუქცია კონსიგნაციით (გადახდის გადავადებით). P&L-ში გექნებათ დიდი მოგება, მაგრამ თუ ხელზე ფული არ გაქვთ, რომ ბანკის პროცენტი ან თანამშრომლის ხელფასი გადაიხადოთ, ბიზნესი გაჩერდება. Cash Flow აჩვენებს ფულის რეალურ მოძრაობას დროში და ბიზნესის რეალურ გადახდისუნარიანობას.
  • ბანკის ხედვა: ეს არის ყველაზე კრიტიკული ნაწილი სესხის მომსახურებისთვის. ბანკი სესხს გასცემს არა თქვენს მომავალ მოგებაზე, არამედ თქვენს უნარზე – ყოველი თვის კონკრეტულ რიცხვში გქონდეთ ანგარიშზე საკმარისი ნაღდი ფული სესხზე შენატანისთვის.

გაითვალისწინეთ არ წარადგინოთ ბანკირთან ხელით ნაწერი ცხრილები. სასურველია მონაცემები ამოღებული უნდა იყოს გამართული სააღრიცხვო პროგრამიდან. ეს ბანკს უქმნის განცდას, რომ თქვენი ინფორმაცია დაცულია მექანიკური შეცდომებისგან და ფინანსური აღრიცხვა კომპანიაში მოწესრიგებულია.

მოკლედ: თუ P&L გვეუბნება, რამდენს გამოიმუშავებთ, ხოლო ბალანსი გვაჩვენებს, რითია გამყარებული თქვენი ფინანსური მდგომარეობა, Cash Flow პასუხობს ყველაზე მთავარ კითხვას: შეძლებთ თუ არა სესხის ყოველთვიურად გადახდას? ამ სამივე უწყების სინქრონული მართვა არის იმის გარანტია, რომ ბანკი თქვენში სანდო პარტნიორს დაინახავს.

2. ინდივიდუალური მართვიდანსისტემურ მართვაზე

ბანკი რისკებს არამხოლოდ ფინანსურ ნაწილში ხედავს. მისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორია კომპანიის მართვის პრაქტიკა და ნეგატიურად აფასებს, როცა ბიზნესი სრულად დამოკიდებულია ერთ ადამიანმე (როგორც წესი ასეთი ადამიანები ბიზნესის დაფმუძნებლები არიან).

გამოცდილება აჩვენებს, რომ ასეთი ბიზნესი მოწყვლადია – თუ დამფუძნებელი პროცესებს დროებით მაინც ჩამოცილდება, მართვის ჯაჭვი მაშინვე წყდება.

როდესაც კომპანია იზრდება, ყველაფრის საკუთარი ხელით კონტროლი ეფექტურობას კარგავს და განვითარების მთავარ შემაფერხებელ ბარიერად იქცევა. ბანკს აინტერესებს არა თქვენი პირადი ენერგია და მოტივაცია, არამედ ის, თუ რამდენად გამართულად და სისტემურად მუშაობს თავად ორგანიზაცია.

  • მონაცემების სანდოობა: ბუღალტერიის ექსელის ფაილებში წარმოება ბანკისთვის პოზიტიურად არ აღიქმება, რადგან იქ შეცდომის ალბათობა მაღალია. როდესაც თქვენი ფინანსური და საოპერაციო აღრიცხვა სპეციალურ პროგრამაშია მოქცეული, ბანკი ხედავს ზუსტ ციფრებს და არა ვარაუდებს. ეს პირდაპირ აისახება თქვენს საკრედიტო რეიტინგზე.
  • სამუშაო პროცესების სტანდარტიზაცია: წინასწარ გაწერილი სამუშაო პროცედურები და ინსტრუქციები ბანკისთვის მანიშნებელია, რომ თქვენი ფინანსური მაჩვენებლები არა შემთხვევითობის, არამედ სწორად აწყობილი სისტემის შედეგია. ეს თავის მხრივ ნიშნავს, რომ კომპანიას შეუძლია სტაბილურად ისევ მიაღწიოს პოზიტიურ ფინანსურ შედეგებს.
  • შეცდომების დაზღვევა: როცა საქმე სისტემურად კეთდება, ადამიანური ფაქტორით გამოწვეული შეცდომები მინიმუმამდე დადის. ბანკისთვის ეს იმის გარანტიაა, რომ თქვენი შემოსავლები უფრო პროგნოზირებადია, რაც სესხის დროულად დაბრუნების ალბათობას ზრდის.

საქართველოში ბევრ ბიზნესს პრობლემა უჩნდება ზრდის ეტაპზე, ანუ როცა ბიზნესი გაიზარდა, მაგრამ მისი მართვის მოდელი ისევ ძველია. ასეთ დროს ბანკები ხშირად თავს იკავებენ დაფინანსებისგან, რადგან საფრთხეს ხედავენ საოპერაციო ქაოსში, რამაც თქვენი ბიზნესში შესაძლოა გაკოტრებამდე მიიყვანოს.

ეს ნაწილი რომ შევაჯამოთ, ბანკი სესხს აძლევს ორგანიზაციას, რომელიც დამოუკიდებელ ორგანიზმად მუშაობს და არა ადამიანს, რომელიც მუდმივად მიმდინარე პრობლემების მოგვარებითაა დაკავებული. გამართული მართვის მოდელი ბანკისთვის არის საუკეთესო დასტური იმისა, რომ ბიზნესი დიდ დატვირთვებს გაუძლებს.

3. ბიზნეს გეგმა და სესხის მიზნობრიობა

ბანკისგან სესხის მიღების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა მიზნობრიობა (რისთვის ითხოვთ ფულს) და ბიზნეს გეგმა (როგორ გეგმავთ აღებული ფულის ოპტიმალურად განკარგვას).

თქვენი ამოცანაა დაამტკიცოთ, რომ მიზნობრიობა, რომლისთვისაც თანხას ითხოვთ, რაღაც ფორმით დაკავშირებულია ბიზნესის განვითარებასთან.

  • მიზნობრიობის სიზუსტე: დაანახეთ ბანკს პირდაპირი კავშირი სესხსა და შემოსავლის ზრდას შორის. მაგალითად, თუ ყიდულობთ დანადგარს, აჩვენეთ, რომ ამით პროდუქციის თვითღირებულება შემცირდება 10%-ით, რაც წლიურ მოგებას კონკრეტული თანხით გაზრდის. ბანკს მოწონს, როცა ხედავს, რომ სესხი არის ინვესტიცია და არა ბიზნესის გადარჩენის საშუალება.
  • მოთხოვნა: დაასაბუთეთ, რომ თქვენს პროდუქტზე ან სერვისზე რეალური მოთხოვნა არსებობს. წარადგინეთ წინასწარი ხელშეკრულებები მომწოდებლებთან ან კლიენტების დასტური. ბანკისთვის ეს არის გარანტია, რომ თქვენი გათვლები ჰაერიდან არ არის აღებული.
  • ინვესტიციის უკუგება (ROI): მკაფიოდ აჩვენეთ, რა უკუგება ექნება თქვენს განხორციელებულ ინვესტიციას. მაგალითად, თუ სესხი 5-წლიანია, ხოლო პროექტი მოგებას მე-4 წელს იწყებს, ეს ბანკისთვის სარისკოა. იდეალურია, თუ პროექტის დამატებითი ფულადი ნაკადები (Cash Flow) სესხის მომსახურებას თავიდანვე ფარავს.
  • რისკების დაზღვევა: ნუ მოერიდებით რისკებზე საუბარს. პირიქით, აჩვენეთ, რომ ყოველთვის გაქვთ გეგმა მაგალითად: თუ გაყიდვები გეგმის 80%-ს შეადგენს, თქვენ მაინც შევძლებთ სესხის მომსახურებას ხარჯების ოპტიმიზაციის საშუალებით.

ფინანსური მენეჯმენტისაუკეთესო არგუმენტი ბანკისთვის

გამართული ფინანსური მენეჯმენტი მხოლოდ ბანკისთვის არ გჭირდებათ – ბიზნესის წარმატება მნიშვნელოვნად ამაზეა დამოკიდებული. თუმცა, ხშირად ბანკისგან ფინანსური რესურსის წარმატებით მოზიდვისთვის ფინანსური მართვა გადამწყვეტი ფაქტორი ხდება, რადგან ბანკები უფრო ენდობიან კომპანიებს, რომლებსაც ჰყავთ ფინანსური მენეჯერები ან ემსახურებათ საკონსულტაციო კომპანია.

ბანკთან მოლაპარაკების შემთხვევაში მოწესრიგებული ფინანსური აღრიცხვიანობა და გამართული ფინანსური მართვის სისტემა ნიშნავს:

  1. უფრო დაბალ პროცენტს: ნაკლები რისკი ბანკისთვის = ნაკლები პროცენტი თქვენთვის.
  2. სწრაფ გადაწყვეტილებას: ბანკს აღარ სჭირდება თვეები თქვენი რეალური ფინანსური სურათის დასანახად.
  3. სტრატეგიულ სიმშვიდეს: თქვენ (და ამავდროულად ბანკმაც) ზუსტად იცით, სად დგახართ და სად მიდიხართ.

შეჯამება

ბანკებთან მოლაპარაკება სპეციფიური პროცესია, რომელიც შესაბამის ცოდნას და გამოცდილებას მოითხოვს, რადგან ეს არის თქვენი ბიზნესის ისტორიის და არსებული მდგომარეობის შესახებ მოყოლა ციფრების ენაზე.

დაალაგეთ ფინანსები, დანერგეთ საოპერაციო სტანდარტები და თქვენი ბიზნესი გახდება მიმზიდველი ნებისმიერი ფინანსური ინსტიტუტისთვის.

Loialte- გუნდი დაგეხმარებათ ფინანსების მოწესრიგებასა და სესხისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში. დაგვიკავშირდით უფასო კონსულტაციისთვის.

ბოლო სიახლეები

როგორ შეუძლია ლოიალტეს თქვენი დახმარება?

WhatsApp
დაგვიკავშირდით

    კონტაქტი
    +995 555 091 100

    ტელეფონი

    +995 577 279 798

    ტელეფონი

    +995 322 060 818

    ტელეფონი

    +995 595 544 088

    ტელეფონი

    [email protected]

    ელ-ფოსტა

    მისამართები
    ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა

    საქართველო, თბილისი

    ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73

    საქართველო, ბათუმი

    Tashkent, Makhtumquli 114A

    უზბეკეთი, ტაშკენტი

    Meydan Grandstand, 6th floor, Meydan Road, Nad Al Sheba, Dubai, U.A.E.

    არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი

    კონტაქტი
    +995 555 091 100

    ტელეფონი

    +995 577 279 798

    ტელეფონი

    +995 322 060 818

    ტელეფონი

    +995 597 020 299

    ტელეფონი

    [email protected]

    ელ-ფოსტა

    მისამართები
    ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა

    საქართველო, თბილისი

    ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73

    საქართველო, ბათუმი

    Makhmutquli 1A, 100047 Tashkent

    უზბეკეთი, ტაშკენტი

    Meydan Grandstand, 6th floor, Meydan Road, Nad Al Sheba, Dubai, U.A.E.

    არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი

    loialte white

    საკონტაქტო ინფორმაცია

    ელ-ფოსტა

    [email protected]