img

უძრავი ქონება 360 გრადუსით

პროექტი - „უძრავი ქონება 360 გრადუსით“ უნიკალურია თავისი შინაარსით და ინოვაციურია ქართული ბაზრისთვის. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი და განხორციელებული იქნება მოკლე და გრძელვადიან ტრენინგ-კურსები უძრავი ქონების და მასთან თემატურად დაკავშირებული დარგების შესახებ.

პროექტის მიზანია, ქვეყანაში უძრავი ქონებასთან დაკავშირებული სხვადასხვა თემების (გაყიდვები, ინვესტიციები, მართვა და ა.შ.) შესახებ ცნობადობის და აკადემიური ცოდნის ამაღლება საგანმანათლებლო პროგრამების შექმნისა და დაორგანიზების გზით.

პროექტის ფარგლებში შემოგთავაზებთ უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტების მიერ მომზადებულ, მუდმივად განახლებად თემატიკებს. პროგრამები განკუთვნილი იქნება როგორც ტოპ და საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის ასევე დამწყები პროფესიონალებისა თუ სტუდენტებისთვის.

ასევე, თემები მუდმივ შესაბამისობაში იქნება ლოკალურ თუ საერთაშორისო ბაზარზე არსებულ მოთხოვნებთან და საჭიროებებთან, სექტორში დაგეგმილ საკანონმდებლო თუ კონიუნქტურულ ცვლილებებთან.

დღის წესრიგი:

10:30 - რეგისტრაცია (Welcome coffee)

10:50 - გახსნა

11:00 - უძრავი ქონების შეფასების მეთოდები და ღირებულებაზე მოქმედი ფაქტორები - ნიკა ქევხიშვილი - Colliers Georgia 

12:00 - გარიგების მეტაპროგრამა - მასლოუს პირამიდა, მეტაპროგრამები, აღქმის ფილტრები, ნლპ პრაქტიკოსების მიერ შემუშავებული რამდენიმე ტექნიკა იმისთვის რომ კომუნიკაცია და დიალოგი გახდეს ეფექტური -  ლუბა ცაგარელი - ერიქსონის საერთაშორისო ქოუჩი

13:00 13:45  შესვენება ( ლანჩი, გოლფი)

13:15 - სოციალური მედია უძრავ ქონებაში (ლიდების გენერაცია,ბრენდის ცნობადობა რეპუტაციის მართვა), თბილისური უძრავი ქონების 10  საინტერესო ტრენდი (MYHOME-ის სტატისტიკაზე დაყრდნობით) - მურთაზ ფუტკარაძე - my.ge

14:15-14:30 შესვენება (15 წთ)

15:00 - უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საგადასახადო საკითხები - ალექსანდრე შერგელაშვილი, Loialte

16:00 - შეხვედრის შეჯამება

შეხვედრა განკუთვნილია ყველა იმ პროფესიონალისთვის, რომელიც თავისი საქმიანობის სპეციფიკით დაკავშირებულია უძრავი ქონების სფეროსთან, მათ შორის:

  • სამშენებლო-დეველოპერული კომპანიების მფლობელები
  • საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯმენტი
  • საკონსულტაციო, ფინანსური, იურიდიული, არქიტექტურული და სხვა კომპანიების წარმომადგნელები
  • საკრედიტო მენეჯერები, პოტენციური ინვესტორები, ფონდების მენეჯერები და ა.შ.

საორგანიზაციო დეტალები

შეხვედრის ადგილი: შეხვედრა ჩატარდება "Tbilisi Hills Golf & Residences"-ის სასიამოვნო გარემოში, სადაც შეძლებთ სასარგებლო შეუთავსოთ სასიამოვნოს. - https://bit.ly/2m4T8Gs

შეხვედრის თარიღი: 

შეხვედრის საათები: 10:30-17:15

ტრენინგის ღრებულება: 450 ლარი (თანხა მოიცავს დღგ-ს)

FIABCI-Georgia-ს და უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის წევრებისთვის,ასევე Myhome-ის პარტნიორებისთვის გავრცელდება 50% ფასდაკლება.

სხვა ტრენინგები
საკონტაქტო ინფორმაცია
  • ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა; ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73
  • +995555091100;+995577279798;+995322060818
  • [email protected]