img

მონეტარული პოლიტიკა და მისი გავლენა უძრავი ქონების ბაზარზე

მონეტარული პოლიტიკა და უძრავი ქონების ბაზარი

უძრავი ქონების ბაზრისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს საპროცენტო განაკვეთებს, ერთობლივ მოთხოვნას ეკონომიკაში და გაცვლით კურსს. სამივეზე მათგანზე კი, თავის მხრივ, მონეტარული პოლიტიკა ახდენს გავლენას. ამდენად, სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად, მნიშვნელოვანია, მიკრო დონეზე არსებული ბაზრის მახასიათებლების გათვალისწინებასთან ერთად, ვიცოდეთ ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის მიზნები და მდგომარეობა.

აღნიშნული კურსი მოგაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რაზე დაყრდნობით მოქმედებს ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის განხორციელებისას, რა გავლენა აქვს გაცვლით კურსს უძრავი ქონების ფასებზე,  როგორ გავაანალიზოთ მონეტარული პოლიტიკის ზემოქმედება საპროცენტო განაკვეთებსა და ერთობლივ მოთხოვნაზე და როგორ მოვახდინოთ მონეტარული პოლიტიკის მომავალი გადაწყვეტილებების პროგნოზირება.

ტრენინგზე დასწრების შემდეგ თქვენ შეძლებთ:

  • დეტალურად გაიაზროთ, რაზეა დამოკიდებული მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებები
  • განსაზღვროთ, რა გზებით და მიმართულებით აქვს გავლენა მონეტარულ პოლიტიკას უძრავი ქონების ბაზარზე
  • გააანალიზოთ, რა გავლენა აქვს გაცვლით კურსს უძრავი ქონების ფასწარმოქმნაზე
  • მონეტარული პოლიტიკის მომავალი გადაწყვეტილებების პროგნოზირებას

ტრენერი

კურსს  გაუძღვება საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკური კვლევების განყოფილების უფროსი შალვა მხატრიშვილი. შალვას ეროვნულ ბანკში მუშაობის 6 წლიანი გამოცდილება აქვს. დამატებით, მისი სამუშაო გამოცდილება (როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის გარე ექსპერტი) ასევე, მოიცავს სხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების ტექნიკურ მხარდაჭერას მაკროეკონომიკურ მოდელირებასა და მონეტარული პოლიტიკის ანალიზში.

კურსის შინაარსი

  • მონეტარული პოლიტიკის ძირითადი მიზანი
  • მონეტარული პოლიტიკის სხვადასხვა რეჟიმები
  • ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის უპირატესობები და საქართველოს გამოცდილება
  • ინფლაციის განმსაზღვრელი ფაქტორები და მათი გავლენა მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებებზე
  • მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებების გავლენა ეკონომიკაზე (გადაცემის მექანიზმი)
  • ერთობლივი მოთხოვნა და მონეტარული პოლიტიკა
  • საპროცენტო განაკვეთები და მონეტარული პოლიტიკა
  • ერთობლივი მოთხოვნისა და საპროცენტო განაკვეთების მნიშვნელობა უძრავი ქონების ბაზრისათვის
  • უძრავი ქონება, როგორც ლარის აქტივი: გაცვლითი კურსის როლი
  • მომავალი მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებების პროგნოზირება

საორგანიზაციო დეტალები:

  • ტრენინგის დღეები : 
  • ტრენინგის საათები : 19:00 - 21:30
  • შესვენება : 15 წუთი coffee break
  • ტრენინგის ღირებულება:  380  ლარი, ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ თიბისი ბანკის 0%-იანი განვადებით
  • ტრენინგის მისამართი: ქ.თბილისი, შ.ნუცუბიძის #129ა
  • ტრენინგის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი
  • ტრენინგის ღირებულების 30%-ის გადახდა ხორციელდება  რეგისტრაციის გავლიდან  3 სამუშაო დღის განმავლობაში

სხვა ტრენინგები
საკონტაქტო ინფორმაცია
  • ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა; ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73
  • +995555091100;+995577279798;+995322060818
  • [email protected]