img

MICE ტურიზმი: MICE პროექტების მართვა და ოპერირება, გამოწვევები და ახალი ბაზრების მოძიება

ტრენინგი მოგცემთ შესაძლებლობას შეგექმნათ ზუსტი წარმოდგენა როგორ მუშაობს MICE ინდუსტრია და როგორ შეგიძლიათ მართოთ პროცესები - მოიგოთ და მიიღოთ MICE პროექტების მაქსიმალური რაოდენობა. ასევე არსებულ სიტუაციაში, როდესაც MICE პროექტების ძირითადი მომწოდებელი იყო რუსეთი და ეს ბაზარი დაიბლოკა საქართველოსთვის, ჩვენ მოგიყვებით რა შესაძლებლობები და გამოსავალი არსებობს ამ შემთხვევაში,იმისთვის რომ თქვენი ბიზნესი კი არ დაზარალდეს,არამედ განვითარდეს და უფრო მომგებიანი გახდეს თქვენთვის!

ტრენერები:

მაია ბიბილაური
2011-2019 LLC BTL
დირექტორი და მმართველი პარტნიორი

სალომე ჭოლარია
2015-2019 LLC BTL
MICE დეპარტამენტის ხელმძღვანელი

გურამ ყოჩიაშვილი
2011-2019 LLC BTL
ბიზნეს განვითარების ხელმძღვანელი

ტრენინგის თემატიკა:

MICE ტურიზმი
  • მაია ბიბილაური
  • 1 საათი

  • Anchorრა არის MICE ტურიზმი
  • რა განსხვავებაა MICE და LEISURE ტურიზმს შორის
  • რატომ ითვლება MICE ტურიზმი ნაკლებათ პროგნოზირებადად
  • რა განსხვავებაა სხვა და სხვა ქვეყნების  MICE  ინდუსტრიებს შორის
  • რატომ შეიძლება იყოს კარგი საქართველოსთვის რუსული MICE დროებით შეჩერება
ტურიზმის მენეჯმენტი
  • სალომე ჭოლარია
  • 1 საათი

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტები შეთავაზების მოსამზადებლად

  • მოთხოვნის მიღება და ტენდერში მონაწილეობის პირობები
  • მაქსიმალური ინფორმაციის მოძიება მოთხოვნასთან დაკავშირებით
  • „ბრეინშტორმინგი“ შეთავაზების მოსამზადებლად
  • დროის მენეჯმენტი დედლაინისთვის
  • მოლაპარაკება მომწოდებლებთან და ფასების კვალიფიკაცია
  • სწორედ დაანგარიშებული ხარჯთაღრიცხვა და პრეზენტაბელური პრეზენტაცია
  • კრეატიულობა
  • სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება პარტნიორისთვის შეთავაზებასთან დაკავშირებით 
  • სწორი კომუნიკაცია პარტნიორთან​

დამკვეთის მოთხოვნის დამუშავება:

რა უნდა ვიცოდეთ მოთხოვნის დამუშავებისას, რომ შეთავაზება პასუხობდეს მოთხოვნას.

როგორ მოვიძიოთ იმაზე მეტი ინფორმაცია ვიდრე ეს პირველად მოთხოვნაშია, როგორ დავუკავშიროთ ჩვენი შეთავაზება: ლოკაცია, ივენთი, თიმბილდინგი - კლიენტის მოთხოვნას. 

  • რა არის მთავარი ჩვენი კლიენტისთვის, რაზე აქვს აქცენტი გაკეთებული
  • ფასების გადათამაშება და ბიუჯეტზე მორგება
  • გვაქვს თუ არა კლიენტისგან მიღებული პროგრამა, თუ ჩვენ ვაწვდით მათ ჩვენს შეთავაზებას ჩვენივე გამოცდილებით ფასების პრეზენტაციის ხარისხი და მისი მნიშვნელობა 
  • რატომ უნდა შევთავაზოთ იმაზე მეტი ვიდრე მოითხოვეს
  • რა როლი აქვს კომუნიკაციას კლიენტსა და მომწოდებელს შორის და როგორი ურთიერთობები უნდა გვქონდეს ჩვენს პარტნიორთან

რას ნიშნავს შეთავაზების სწორად მიწოდება.

რატომ უნდა იყოს განსხვავებული ჩვენი შეთავაზება - ჩვენი კონკურენტებისგან.

  • რა ხერხების გამოყენა შეგვიძლია რომ შეთავაზებას ქონდეს feedback
  • რაზე კეთდება აქცენტი პარტიორთან შეთავაზების მოწოდებისას
  • როგორ გავაკეთოთ ანალიზი რომ განვსაზღვროთ ჩვენი რეიტინგი ტენდერში
  • როგორ გავყიდოთ პროდუქტი ისე რომ ჩვენც კმაყოფილი ვიყოთ და ჩვენი პარტნიორიც
  • რატომ უნდა იცოდეს კლიენტმა რომ მისი მომწოდებელი ყოველთვის, ყველაფერს, ყველგან შეძლებს და როგორ მივაღწიოთ ამას
ახალი ბაზრების ათვისება
  • გურამ ყოჩიაშვილი
  • 1 საათი

საქართველოს ეკონომიკისთვის ტურიზმი წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მამოძრავებელ ძალას. ტურიზმის მეშვეობით, ქვეყანაში შემოდის უცხოური ვალუტა და ქვეყანას ეძლევა საშუალება, რომ  მომსახურება ექსპორტზე გაიტანოს.

მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად იზრდება საქართველოში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების და ტურისტების რაოდენობა, ქვეყანა მაინც დგას ბევრი გამოწვევის წინაშე. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაცია და ბაზრების სწორი არჩევა. 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებმა ძალიან კარგად დაგვანახა, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ტურისტული ბაზრების შერჩევის არასწორ სტრატეგიას. ის კომპანიები/ინდ. მეწარმეები, რომლებიც დამოკიდებულნი იყვნენ მხოლოდ ერთ ბაზარზე სავარაუდოდ მიიღებენ ძალიან მძიმე შედეგს, ვინაიდან მოკლე დროში ბაზრის ჩანაცვლება იქნება ფაქტობრივად შეუძლებელი. ესეთი შედეგების თავიდან არიდება ბევრად მარტივია, როდესაც თავიდანვე ვაყალიბებთ განვითარების სწორ სტრატეგიას და არ ვფიქრობთ მხოლოდ დღევანდელი რეალობიდან.

იმისთვის, რომ მოვახდინოთ ბაზრის დივერსიფიკაცია, უნდა შევიდეთ სხვა და სხვა ბაზარზე. ეს ერთის მხრივ ძალიან მარტივად ჟღერს, თუმცა რეალობა გვაჩვენებს, რომ ხშირ შემთხვევაში იყენებენ არასწორ მეთოდებს. ეს ტრენინგი ეძღვნება იმას, თუ როგორ ხდება ახალ ტურისტულ ბაზრებზე შესვლა და რა გზები არსებობს, რომ მოვიზიდოთ ან ჩავანაცვლოთ საერთაშორისო კლიენტები.

ტრენინგის თემატიკა:

  • ტურისტული ბაზრების კვლევა
  • ტურისტული ბაზრების სწორი შერჩევა
  • ტურისტულ ბაზრებზე შესვლის გზები
  • გაყიდვები და მარკეტინგი
  • მონიტორინგი და რეპორტინგი

საორგანიზაციო დეტალები

  • ტრენინგის დღეები : 
  • ტრენინგის საათები : 15:00 - 18:00 სთ
  • ტრენინგის ხანგრძლივობა: 3 საათი
  • რეგისტრაცია უფასოა 
  • მისამართი: ქ.თბილისი, ვარდების რევოლუციის მოედანი 1. Radisson Blu Iveria )

სხვა ტრენინგები
საკონტაქტო ინფორმაცია
  • ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა; ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73
  • +995555091100;+995577279798;+995322060818
  • [email protected]