
ადამიანური რესურსების მართვის მოკლე კურსი
ადამიანური რესურსების მართვის მოკლე კურსი
კურსის მიზანია ორგანიზაციის წარმატების განმსაზღვრელი უმნიშვნელოვანესი ფაქტორის, ადამიანური რესურსების მართვის სფეროში თეორიული ცოდნის მიღება და პრაქტიკული უნარების გამომუშავება.
კურსის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან ორგანიზაციის ჭრილში HR ფუნქციების სრულ სპექტრს, თანამედროვე და ინოვაციურ მიდგომებს, რეალურ მაგალითებზე დაფუძნებული პრაქტიკული სავარჯიშოებით გაიღრმავებენ ცოდნას ადამიანური რესურსების მართვის ტექნიკებში.
კურსის გავლის შემდეგ:
- მონაწილეებს ეცოდინებათ HR - ის როლისა და ფუნქციების შესახებ ორგანიზაციულ სტრუქტურაში;
- შეძლებენ რეკრუტინგის პროცესის წარმართვაში მონაწილეობის მიღებას;
- ექნებათ ნათელი წარმოდგენა სამუშაოს შესრულების შეფასების პროცესსა და მოტივაციის სისტემებზე;
- განსაზღვრავენ სწავლებისა და განვითარების პროცესის საჭიროებასა და მიზნებს;
- გაეცნობიან დამსაქმებლის ბრენდინგის მნიშვნელობასა და თანამედროვე მიდგომებს.
კურსი განკუთნილია:
- მენეჯერებისათვის, რომლებსაც უწევთ ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღება ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით;
- ადამიანური რესურსების სფეროში მომუშავე სპეციალისტებისათვის;
- ადამიანური რესურსების მართვის სფეროთი დაინტერესებული პირებისათვის.
კურსს გაუძღვება:
ნანა ნაფეტვარიძე - ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალი 12 წლიანი პრაქტიკული გამოცდილებით. დამოუკიდებელი ტრენერი მონაწილეთა 4 000 -ზე მეტი საერთო რაოდენობით. ისეთ ბიზნეს სექტორებთან თანამშრომლობით როგორებიცაა: ფარმაცევტული, სადაზღვევო, საცალო ქსელები, კლინიკები, ნავთობპროდუქტები, სახელმწიფო სტრუქტურები და ა.შ.
კურსის შინაარსი:
- HR - ის როლი და ფუნქციები ორგანიზაციულ სტრუქუტრაში;
- რა დოკუმენტები გვჭირდება და როგორ გამოვიყენოთ ადამიანური რესურსების მართვის სპეციალური პროგრამები (HR Softs);
- როგორ ვმართოთ პროცესი კანდიდატების მოძიებიდან კონტრაქტის გაფორმებამდე;
- რა მიზნები აქვს თანამშრომლის ადაპტაციის პროგრამებს;
- თანამშრომელთა საწავლებისა და განვითარების უზრუნველყოფა ორგანიზაციის წარმატებისათვის;
- შესრულების მართვა და თანამშრომლებთან ეფექტური უკუკავშირი;
- როგორ ვმართოთ თანამშრომელთა მოტივაცია;
- რა მნიშვნელობა აქვს დამსაქმებლის ბრენდინგს - მარკეტინგის და ადამიანური რესურსების მართვის კოლაბორაცია.
საორგანიზაციო დეტალები :
- ტრენინგის დღეები :
- ტრენინგის საათები : 19:00 - 22:00 სთ
- შესვენება : 15 წუთი coffee break
- ტრენინგის ღირებულება: 380 ლარი,
- ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ თიბისი ბანკის 0%-იანი განვადებით
- ტრენინგის მისამართი: თბილისი, შ. ნუცუბიძის #129ა
- ტრენინგის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი
ტრენინგის ღირებულების 30%-ის გადახდა ხორციელდება რეგისტრაციის გავლიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში
სხვა ტრენინგები
საკონტაქტო ინფორმაცია
- ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა; ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73
- +995555091100;+995577279798;+995322060818
- [email protected]