img

ეფექტური შესყიდვები

კურსის აღწერა

ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ საბაზისო ცოდნას შესყიდვების უწყვეტი და ეფექტური მართვის პროცესის შესახებ. ისინი განსაზღრავენ კომპანიის საჭიროებებს, ხარჯების კატეგორიზაციას, დაუფლებიან ანალიზის ჩატარებისთვის საჭირო ინსტრუმენტებს, შეიმუშავებენ საბაზრო რისკების მართვის მექანიზმებს და გაეცნობიან მომწოდებლის მოძიებისა და მოლაპარაკების წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ტრენინგზე დასწრების შემდეგ თქვენ შეძლებთ:

  • შესყიდვების ტიპების და მასთან დაკავშირებული მხარეების განსაზღვრას;
  • შესყიდვის ობიექტის სპეციფიკაციას სხვადასხვა დამხმარე ინსტრუმენტის საშუალებით;
  • ბაზრის კვლევის ჩატარებას;
  • შესყიდვების კატეგორიებად დაყოფას და სტრატეგიების შემუშავებას;
  • შესყიდვასთან დაკავშირებული რისკების განსაზღვრას;
  • მომწოდებლების მოძიებას, შერჩევას და მოლაპარაკების წარმოებას;
  • უსაფრთხო მიწოდების უზრუნველყოფას;
  • ეფექტურ კომუნიკაციას შიდა დამკვეთებთან;

სამიზნე აუდიტორია

  • შესყიდვების მენეჯერები და/ან სამსახურის უფროსები
  • ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები
  • საოპერაციო დირექტორები
  • როგორც გამოცდილი, ასევე დამწყები შემსყიდველები

ტრენერი

კურსს გაუძღვება შესყიდვებისა და ხარჯების კონტროლის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტი, შესყიდვების კონსულტანტი და ტრენერი - თამარ ახსიაშვილი. თამარს 15 წლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია როგორც საკონსულტაციო ბიზნესში, ასევე საფინანსო-საბანკო სფეროში.  გავლილი აქვს მრავალი საკვალიფიკაციო და სატრენინგო პროგრამა (ლიდერობის პროგრამა, ლინ 6 სიგმა, დროის მართვა და სხვა). იგი  გახლავთ CIPS-ის წევრი. ამჟამად, სს „პაშა ბანკი საქართველოს“ შესყიდვების განყოფილების უფროსი.

კურსის შინაარსი

დღე 1

  • შესყიდვების როლი და მნიშვნელობა;
  • შესყიდვების საფუძვლები და განმარტებები;
  • შესყიდვების ტიპების განსაზღვრა;
  • საერთო სტრატეგია და მისი მნიშვნელობა;
  • სპეციფიკაციის გაწერა და საჭირო ინსტრუმენტების გამოყენება;
  • შესყიდვის სრული პროცესი და ხარჯების კატეგორიზაცია;

დღე 2

  • ბაზრის ანალიზი სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებით (SWOT ანალიზი, PESTED ანალიზი,  5 ძალის მოდელი);
  • რისკების ანალიზი;

დღე 3

  • კატეგორიის განსაზღრა და მართვის ძირითადი ამოცანები;
  • პორტფოლიო ანალიზი;
  • სტრატეგიის განსაზღვრა;

დღე 4

  • მომწოდებლების მოძიება და შერჩევა;
  • შერჩევისთვის საჭირო კრიტერიუმების განსაზღვრა;
  • არსებული მომწოდებლების მართვა, ანალიზი და შეფასება;

დღე 5

  • უსაფრთხო მიწოდების უზრუნველყოფა;
  • სამუშაო ჯგუფის დაკავშირებული მხარეები და პასუხმგებლობები;
  • კომუნიკაციის დამყარება შიდა დამკვეთებთან;

საორგანიზაციო დეტალები:

  • ტრენინგის დღეები : 
  • ტრენინგის საათები : 19:00 - 21:30 სთ
  • შესვენება : 15 წუთი coffee break
  • ტრენინგის ღირებულება: 465 ლარი, ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ თიბისი ბანკის 0%-იანი განვადებით
  • გადასახადის გადამხდელთა კავშირის (TPU) წევრები ისარგებლებენ 15% ფასდაკლებით
  • ტრენინგის მისამართი: თბილისი, ლუბლიანას #13ბ
  • ტრენინგის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი

ტრენინგის ღირებულების 30%-ის გადახდა ხორციელდება  რეგისტრაციის გავლიდან  3 სამუშაო დღის განმავლობაში

სხვა ტრენინგები
საკონტაქტო ინფორმაცია
  • ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა; ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73
  • +995555091100;+995577279798;+995322060818
  • [email protected]