
სააღსრულებო წარმოების კურსი
2021 წელს საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი რომელიც სრულიად ცვლის საქართველოში ამჟამად მოქმედ სააღსრულებო სისტემას. უქმდება სააღსრულებო წარმოების მოწყობის არსებული მოდელი და ყალიბდება სააღსრულებო წარმოების სრულიად ახალი სისტემა.
აღნიშნული კურსი გათვლილია პრაქტიკოს იურისტებზე, რომლებიც მიიღებენ სიღრმისეულ ცოდნას სააღსრულებო წარმოების და მასთან დაკავშირებული სხვა საკანონმდებლო აქტების, პრაქტიკისა და სტრატეგიის შესახებ.
კურსის ფარგლებში განხილული იქნება შემოთავაზებული „სააღსრულებო კოდექსი“, მონაწილეები გაანალიზებენ ცვლილებებს, გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, რომელსაც ახალი მოდელი ითვალისწინებს. ტრენინგზე მიღებული ცოდნა მონაწილეებს დაეხამრება სააღსრულებო პროცესის ეფექტურად წარმართვაში.
კურსს გაუძღვება ვახტანგ ჩხენკელი,რომელსაც გააჩნია იძულებითი სააღსრულებო წარმოების მრავალწლიანი გამოცდილება. 2012-2016 წლებში ის მუშაობდა თბილისის სააღსრულებო ბიუროში, ამჟამად კი სამართლებრივ კონსულტაციას უწევს კომპანიებს სააღსრულებო პროცესსა და ბიზნეს პროცესებთან დაკავშირებულ სხვა სამართლებრივ საკითხებში.
დღის წესრიგი
პირველი შეხვედრა:
- შესავალი სააღსრულებო წარმოებაში
- სააღსრულებო ორგანოები, მათი სტრუქტურა და კომპეტენცია
- სააღსრულებო ფურცელი და სხვა აღსასრულებელი აქტები
- სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირები, მათი უფლებები და მოვალეობები
- მოვალეთა რეესტრი
მეორე შეხვედრა:
- სააღსრულებო წარმოების დაწყება
- აღსრულების საფასური და ხარჯი
- სასამართლოს მონაწილეობა სააღსრულებო პროცესში
- სააღსრულებო წარმოების შეჩერება, შეწყვეტა და სააღსრულებო ფურცლის დაბრუნება
- აღსრულება მოძრავ ქონებაზე
მესამე შეხვედრა:
- აღსრულება უძრავ ქონებაზე
- იძულებითი აუქციონი
- ამონაგები თანხმების განაწილება
მეოთხე შეხვედრა:
- აღსრულება სხვა კატეგორიის საქმეებზე
- სარჩეულის უზრუნველყოფის აღსრულება
- გამარტივებული წარმოება და ფაქტების კონსტატაცია
- დაგეგმილი ცვლილებები სააღსრულებო კანონმდებლობაში
მეხუთე შეხვედრა
- ფორსმაჟორი სახელშეკრულებო ურთიერთობებში
- შეცვლილი გარემოებები და იძულებითი აღსრულება
- კრედიტორისა და მოვალის ინტერესების დაცვა ეკონომიკური სიტუაციის გაუარესებისას
- სამოქმედო სტრატეგიის მოდელირება
საორგანიზაციო დეტალები
- ტრენინგის დღეები:
- დაწყების დრო: 19:00 - 21:30 საათი
- ღირებულება: 300 ლარი
- მისამართი: zoom
ტრენინგის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი
ტრენინგის ღირებულების 30%-ის გადახდა ხორციელდება რეგისტრაციის გავლიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში.
სხვა ტრენინგები
საკონტაქტო ინფორმაცია
- ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა; ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73
- +995555091100;+995577279798;+995322060818
- [email protected]