
მოტივირებული მე - როგორ მივაღწიო წარმატებას
მოტივირებული მე - როგორ მივაღწიო წარმატებას
პერფორმანსის ტრანსფორმაცია
შედეგი, როგორც ინსპირაცია ტრანსფორმაციისთვის
მისია/მიზანი ტრანსფორმაციის საშუალება
მიზანდასახულობა
ადამიანების უმეტესობა, როგორც პირადში, ისე სამსახურში მიდის ინერციითა და ცოტა ქაოტურად. ერთი შეხედვით, მუშაობს თითქმის 24 საათის განმავლობაში, თუმცა შინაგანი მუხტი დღითიდღე ქრება. ამიტომაც ხშირად ჩნდება სიტყვები - ამოვწურე რესურსი, მეტი რაღა გავაკეთო, დრო მაინც არ მყოფნის, რა ვქნა ასეთი ვარ და ასეთია ჩემი ბედი, სხვა რა გზა მაქვს, სხვაგან რომ დავბადებულიყავი, პარტონი მე არ მყავს და ა. შ. ამ დროს გამორჩენილია პასუხი უმთავრეს კითხვაზე: რატომ? სწორედ ამიტომ, ხშირად იმედი გვიცრუვდება და სასურველი შედეგის ვერ მიღების შემთხვევაში ყოველთვის პრობლემას სხვაში ვეძებთ (გარემოში, სოციუმში, მათ ცოდნებში, დამოკიდებულებებში და ა. შ.).
თანამედროვე ბიზნეს ფსიქოლოგია და ქოუჩინგი გვირჩევს იმთავითვე განვსაზღვროთ რა გვინდა? როგორ მიიღწევა ეს შედეგი? რას მომცემს ეს შედეგი? ამ კითხვეზე პასუხის გასაცემად აუცილებელია შევადგინოთ და გავყვეთ სტარტეგიას. ეს, ერთი შეხედვით, მარტივი ჭეშმარიტება საჭიროებს გარკვეულ მუშაობას საკუთარ თავთან და ტვინთან. ტვინი მეძებარი ძაღლივითაა - თუ სწორად დაგეშავ შედეგი ყოველთვის მიღწევადია და გადაწყვეტილება ყოველთვის სწორია.
ჩვენი სესიის მიზანია გაგაცნოთ კონკრეტული ინსტრუმენტები, რათა გაგვიიოლდეს გადაწყვეტილების მიღება და შედეგიდან გამომდინარე დავსახოთ სტარტეგია. ასევე, შევადგინოთ პროფესიული და პიროვნული ზრდის გეგმა კონკრეტული მიზნის მისაღწევად.
კურსზე დასწრება მიზანშეწონილია საშუალო და ზედა რგოლის მენეჯერებისთვის, მათთვის, ვინც მართავს გაყიდვების გუნდს, კომპლექსურ და კორპორატიულ გაყიდვებში დასაქმებულთათვის.
ტრენინგს გაუძღვება GIPA ბიზნეს სკოლის ლექტორი/ასოცირებული პროფესორი, სს სადაზღვევო კომპანია "იმედი L"-ის გენერალური დირექტორის მოადგილე გაყიდვების მიმართულებით - დათო დათუსანი.
დღის წესრიგი:
- ტვინის დონეები, შიშები, აზროვნების ლოგიკური პირამიდა
- მედიტაცია - სიზარმაცე - მოტივაციის დეფიციტი
- ემოციის მართვის ინსტრუმენტი
- უნარების პოვნა და სტანდარტიზაცია
- სიმულაცია - ყოველთვის, არასდროს, ზოგჯერ
- სიმულაცია - მოდით შევცვალოთ ერთი ქცევა
- სიმულაცია - რა არის თავის მართლების შენი საყვარელი ფრაზა
- გაზომვადი შედეგები და ნაბიჯები, მიზანდასახულობა
- განსაზღვრე/დაადგინე/გაიაზრე - რა გინდა და რა უნდა მეორე მხარეს, სადაა საერთო ინტერესები, რა უნდა გააკეთოთ საერთო შედეგისთვის, გაინაწილეთ როლები და პასუხისმგებლობები სწორად
- მოტივაცია!
- პერფორმანსის ტრანსფორმაცია
საორგანიზაციო დეტალები:
- ტრენინგის დღეები: ივნისიდან
- ტრენინგის საათები: 19:00 - 22:00 სთ
- ტრენინგის ღირებულება: 495 ლარი 550 ლარის ნაცვლად
- ტრენინგის ჩატარების ადგილი: zoom
ტრენინგის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი
ტრენინგის ღირებულების 30%-ის გადახდა ხორციელდება რეგისტრაციის გავლიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში
სხვა ტრენინგები
საკონტაქტო ინფორმაცია
- ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა; ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73
- +995555091100;+995577279798;+995322060818
- [email protected]