img

IFRS for SME

IFRS for SME

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად,  ქართულ კომპანიებს ეტაპობრივად დაუდგათ ფინანსური ანგარიშგების წარდგენის ვალდებულება. მათ შორის, მცირე და საშუალო საწარმოებს მოეთხოვებათ ფინანსური ანგარიშგების მომზადება და წარდგენა, რისთვისაც საჭიროა მსს ფასს სტანდარტის (IFRS for SME) შესაბამისი ფინანსური ანგარიშგების შედგენის პრაქტიკული ცოდნა.

გთავაზობთ მსს სტანდარტების თეორიულ და პრაქტიკულ კურსს, რომლის გავლის შემდგომაც მონაწილეები შეძლებენ მოამზადონ და წარადგინონ ფინანსური უწყისები საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოში მოქმედი კანონდებლობის შესაბამისად.

სასწავლო კურსი განკუთვნილია ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონით განაზღვრული მეორე და მესამე კატეგორიის საწარმოთა ბუღალტრებისა და ფინანსისტებისთვის, ასევე, ფინანსური ანგარიშგებით დაინტერესებულ სხვა პირთათვის.

ტრენინგს გაუძღვება ფი-ქეი-ეფ ჯორჯიას - აუდიტის დეპარტამენტის უფროსი მენეჯერი - ანი კაცია. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) ინიციატივით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელებული პროგრამის ფარგლებში გადამზადებული ტრენერი.

დღე 1

  • მცირე და საშუალო საწარმოები
  • კონცეფციები და ძირითადი პრინციპები
  • ფინანსური ანგარიშგების წარდგენა
  • სააღრიცხვო პოლიტიკა, შეფასებები და შეცდომები
  • მარაგები
  • აქტივების გაუფასურება
  • ოპერაციები უცხოურ ვალუტაში

დღე 2

  • ძირითადი საშუალებები
  • საინვესტიციო ქონება
  • არამატერიალური აქტივები გუდვილის გარდა
  • პრაქტიკული სამუშაო

დღე 3

  • აქტივების გაუფასურება
  • იჯარა
  • პრაქტიკული სამუშაო

დღე 4

  • ამონაგები
  • სახელმწიფო გრანტები
  • მოგების გადასახადი
  • პრაქტიკული სამუშაო

დღე 5

  • ძირითადი ფინანსური ინსტრუმენტები
  • სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებული საკითხები
  • ვალდებულებები და საკუთარი კაპიტალი
  • ნასესხებ სახსრებთან დაკავშირებული დანახარჯები
  • პრაქტიკული სამუშაო

დღე 6

  • ანარიცხები, პირობითი ვალდებულებები და პირობითი აქტივები
  • დაქირავებულ პირთა გასამრჯელოები
  • სპეციალიზებული საქმიანობა
  • პრაქტიკული სამუშაო

დღე 7

  • საანგარიშგებო პერიოდის შემდეგი მოვლენები
  • სააღრიცხვო პოლიტიკა, შეფასებები და შეცდომები
  • დაკავშირებულ მხარეთა განმარტებითი შენიშვნები
  • პრაქტიკული სამუშაო

დღე 8

  • ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება
  • სრული შემოსავლის ანგარიშგება და მოგებისა და ზარალის ანგარიშგება
  • საკუთარი კაპიტალის ცვლილებების ანგარიშგება და მოგებისა და ზარალის და გაუნაწილებელი მოგების ანგარიშგება
  • ფულადი ნაკადების ანგარიშგება
  • ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები
  • ფინანსური ანგარიშგების მომზადება ექსელში პრაქტიკული სამუშაო

დღე 9

  • სააღრიცხვო პოლიტიკა, შეფასებები და შეცდომები
  • მსს ფასს-ზე გადასვლა
  • პრაქტიკული სამუშაო
  • ტრენინგის შეჯამება

დღე 10

საბოლოო ტესტი

საორგანიზაციო დეტალები:

  • ტრენინგის დღეები : 
  • ტრენინგის ხანგრძლივობა: 19:00 – 22:00
  • შესვენება : 15 წუთი coffee break
  • ტრენინგის ღირებულება : 600 ლარი
  • მისამართი: თბილისი, ქ.თბილისი, შ. ნუცუბიძის 129ა.
  • ტრენინგის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი

 

ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ თიბისი ბანკის 0%-იანი განვადებით

ტრენინგის ღირებულების 30%-ის გადახდა ხორციელდება  რეგისტრაციის გავლიდან  3 სამუშაო დღის განმავლობაში.

სხვა ტრენინგები
საკონტაქტო ინფორმაცია
  • ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა; ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73
  • +995555091100;+995577279798;+995322060818
  • [email protected]