img

შიდა აუდიტი

კურსი მსმენელს გააცნობს  შიდა აუდიტის სტრუქტურის მნიშვნელობას ორგანიზაციაში, მიაწოდებს მათ ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა აუდიტორული საქმიანობის მიმართ არსებული საკანონმდებლო მოთხოვნები და საერთაშორისო სტანდარტები, პრაქტიკული მაგალითებით მონაწილეები გაივლიან აუდიტის წარმართვის პროცესს.

მოცემულ კურსს გაუძღვება ნინო ქურიძე, სს „ხალიკ ბანკ საქართველოს“ შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ნინომ პროფესიული საქმიანობა დაიწყო ერთ-ერთ საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიაში. წლების განმავლობაში იკავებდა მმართველ პოზიციებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, კომერციულ ბანკებში შიდა აუდიტისა და საოპერაციო რისკების მიმართულებით. 

ტრენინგი განკუთვნილია:

  • ფინანსური სექტორის წარმომადგენლებისთვის
  • დამწყები აუდიტორებისათვის
  • საკითხით დაინტერესებულ პირთათვის

დღე 1

საკანონმდებლო მოთხოვნები

  • შიდა აუდიტის სამსახურის ფუნქციონირება და მისი საქმიანობის ძირითადი პრინციპები
  • ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს, აუდიტის კომიტეტისა და დირექტორატის პასუხისმგებლობა შიდა აუდიტორული სამსახურის ფუნქციონირებისა და საქმიანობისათვის.
  • შიდა აუდიტორული სამსახურის საქმიანობის დამოუკიდებლობა
  • აუდიტის კომიტეტისა და შიდა აუდიტორული სამსახურის უფლებები
  • შიდა აუდიტორული სამსახურის პასუხისმგებლობა
  • შიდა აუდიტის პროფესიული პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტები
  • ხარისხობრივი მახასიათებლების სტანდარტები
  • საქმიანობის სტანდარტები

დღე 2

შიდა აუდიტის პროცესის მიმოხილვა პრაქტიკული მაგალითებით

  • აუდიტის წლიური და გრძელვადიანი გეგმის შედგენა
  • აუდიტის გეგმის შედგენა რისკზე ორიენტირებული მიდგომის გამოყენებით
  • საკონსულტაციო პროექტები
  • ადმინისტრაციული საკითხები
  • აუდიტის გეგმის წარდგენა და დამტკიცება ორგანიზაციის უფლებამოსილი ორგანოს მიერ
  • ორგანიზაციაში არსებული შიდა პოლიტიკები, პროცედურები და მეთოდოლოგიები

დღე 3

აუდიტორული პროექტის წარმართვა

  • აუდიტის ცალკეული პროექტის დაგეგმვა
  • აუდიტორული პროცედურების შესრულება პრაქტიკული მაგალითებით
  • შერჩევის კრიტერიუმები, მეთოდები და მიდგომები
  • აუდიტის ანგარიშის შედგენა
  • შემდგომი მონიტორინგი
  • ხარისხის კონტროლი

ორგანიზაციული დეტალები

  • ტრენინგის დღეები: 
  • ტრენინგის ხანგრძლივობა: 19:00 - 21:30
  • ტრენინგის ჩატარების ადგილი: zoom
  • ღირებულება: 350 ლარი

ტრენინგის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი

ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ თიბისი ბანკის 0%-იანი განვადებით

ტრენინგის ღირებულების 30%-ის გადახდა ხორციელდება  რეგისტრაციის გავლიდან  3 სამუშაო დღის განმავლობაში.

სხვა ტრენინგები
საკონტაქტო ინფორმაცია
  • ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა; ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73
  • +995555091100;+995577279798;+995322060818
  • [email protected]