
ტრენერთა ტრენინგი
რა სჭირდება ტრენერს ბაზარზე წარმატებული პოზიციონირებისათვის?
მეთოდოლოგიის შესწავლის გარდა, აუცილებელია, რიგი კომპეტენციების ათვისება.
ტრენინგ კურსის მიზანია მოამზადოს მსმენელი, რათა დამოუკიდებლად შეძლონ ტრენინგის ჩატარება, გადასცეს ყველა ის ცოდნა, უნარი და დამოკიდებულება (ღირებულება), რომელიც კვალიფიციურ ტრენერს ესაჭიროება.
ტრენინგზე თქვენ გაეცნობით
- ტრენინგის ჩატარების სხვადასხვა მეთოდოლოგია;
- კომუნიკაციის სტანდარტები;
- ტრენინგ-მოდულის შემუშავების მეთოდოლოგიები;
- აუდიტორიის მართვის პრინციპები;
- სწავლების კომპეტენციები;
- აუდიტორიის მართვის პროცესში წამოჭრილ სირთულეებთან გამკლავება.
ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეს ეცოდინება
- ტრენინგის ჩატარების მეთოდოლოგიები;
- კომუნიკაციის სტანდარტები;
- ტრენინგ-მოდულის შემუშავება;
- აუდიტორიის მართვა;
- აუდიტორიის მართვის პროცესში წამოჭრილ სირთულეებთან გამკლავება.
დასკვნით დღეს, მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ, მიღებული ცოდნა, პრაქტიკულად გამოავლინონ და თავიანთი შესაძლებლობების კიდევ უფრო მეტად ირწმუნონ.
გამოყენებული იქნება, როგორც თეორიული სწავლებისთვის შესაბამისი მეთოდოლოგია, ასევე, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე ორიენტირებული სავარჯიშოები და სიმულაციები.
ვისთვისაა მიზანშეწონილი ტრენინგზე დასწრება:
- ტრენერებისთვის, რომლებსაც სურთ არსებულ ცოდნას თავი მოუყარონ და დამატებითი ინსტრუმენტები შეისწავლონ;
- დამწყები ტრენერებისთვის;
- ახალგაზრდული მუშაკებისთვის;
- საჯარო თუ კერძო სამსახურში დასაქმებული იმ პირებისთვის, ვისაც საჯაროდ გამოსვლა ხშირად უწევთ;
- სტუდენტებისთვის;
- ტრენინგ ცენტრებში დასაქმებული პირებისთვის, რომლებსაც სურთ აიმაღლონ კვალიფიკაცია ტრენინგების დაგეგმვის მიმართულებით;
- დაინტერესებულ პირთათვის;
ტრენინგს უხელმძღვანელებს მაია ნასრაშვილი, რომელსაც აქვს 8 წლიანი გამოცდილება ტრენინგების ჩატარების, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. ამჟამად, არის არასამთავრიბო ორგანიზაცია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის პროგრამის ხელნძღვანელი. მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრში სამმართველოს უფროსის პოზიციაზე. იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ტრენინგების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი
დღის წესრიგი:
დღე 1 - ტრენინგის ჩატარების მეთოდოლოგია - კურსის ზოგადი შესავალი
- პირველი დღეს მონაწილეები შეისწავლიან ტრენინგის ცნებას და მის განსხვავებას სხვა არაფორმალური განათლების აქტივობებისაგან (საჯარო ლექცია, ლექცია, სემინარი, სესია და სხვ.);
- მონაწილეები გაეცნობიან ტრენინგის ჩატარების მეთოდოლოგიებს; (გამოყენებული იქნება Power Point პრეზენტაცია, რათა მონაწილეებს გაუადვილდეთ თეორიული მასალის აღქმა/ათვისება)
- ტრენერი უზრუნველყოფს მონაწილეების ერთმანეთის გაცნობასა და გუნდის ფორმირებას; (გაცნობისა და გუნდური შეჭიდულობის სავარჯიშოს ჩატარების გზით);
- ტრენერი უზ რუნველყოფს მონაწილეთა მოტივაციას და საკითხის მიმართ ინტერესის გაღვივებას დისკუსიაში მათი ჩართვისა და ფასილიტაციის გზით.
დღე 2 - ტრენინგის ჩატარების სტანდარტები
- მონაწილეებისთვის ტრენინგის ჩატარების მიზნისა და ამოცანების განსაზღვრის შესწავლა და პრაქტიკული მაგალითების ჩვენება (გამოყენებული იქნება Power Point და დისკუსიის ფორმატი);
- მონაწილეები გაეცნობიან ტრენინგზე აუდიტორიის განლაგების სხვადასხვა შესაძლო მოდელებს (გამოყენებული იქნება ვიზუალური მასალა ფოტოებისა და ვიდეო კადრების სახით);
- დამხმარე ვიზუალური საშუალებების როლსა და ჩაერთვებიან ოპტიმალური საშუალების შერჩევის სავარჯიშოში;
- მონაწილეები შეისწავლიან ტრენინგზე გამოსაყენებელი სავარჯიშოების კლასიფიკაციას და მათ გამოყენებას.
დღე 3 - ტრენინგ-მოდულის მომზადებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები
- მონაწილეები შეისწავლიან ტრენინგ - მოდულის მომზადების სპეციფიკას;
- მონაწილეები გაეცნობიან ტრენინგის აგებულებასა და სტრუქტურას და დამოუკიდებლად შეადგენენ ტრენინგის შინაარსს;
- მონაწილეები შეისწავლიან დღის წესრიგის მომზადების სპეციფიკას;
- მონაწილეები აითვისებენ ინსტრუქციების გაცემისა და მიღების სტანდარტებს;
- მონაწილეები შეისწავლიან უკუკავშირის გაცემისა და მიღების საერთაშორისო სტანდარტებს.
დღე 4 - აუდიტორიის მართვა - ტრენერის უნარ-ჩვევები
- მონაწილეები შეისწავლიან კომუნიკაციის სტანდარტებს (კომუნიკაციის სხვადასხვა სავარჯიშოს გზით, პროცესის დროს გამოყენებული იქნება სიმულაციური მეთოდი);
- თანაფასილიტაციის/თანატრენერობის სტანდარტები;
- მონაწილეები შეისწავლიან აუდიტორიაში კონფლიქტის წარმოშობის შემთხვევაში მათი მოგვარებისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს (ასევე, გამოყენებული იქნება სიმულაციური მეთოდი, მედიაციის საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით);
- მონაწილეები შეისწავლიან პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, როგორ წარმართონ ჯგუფის დინამიკა;
- მონაწილეები შეისწავლიან ტრენინგის წარმართვის ზოგად დრამატურგიას.
დღე 5 - პრაქტიკული სამუშაო
დასკვნით დღეს, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მიღებული ცოდნა, პრაქტიკულად გამოავლინონ და თავიანთ შესაძლებლობებში კიდევ უფრო მეტად ირწმუნონ.
საორგანიზაციო საკითხები:
- ტრენინგის დღეები :
- ტრენინგის ხანგრძლივობა: 19:00 - 21:00
- ფასი : 450 ლარი
ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ თიბისი ბანკის 0%-იანი განვადებით
ტრენინგის ღირებულების 30%-ის გადახდა ხორციელდება რეგისტრაციის გავლიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში.
სხვა ტრენინგები
საკონტაქტო ინფორმაცია
- ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა; ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73
- +995555091100;+995577279798;+995322060818
- [email protected]