
ბლოკჩეინ 2.0 - ტექნოლოგიის განვითარების ახალი ეტაპები და მისი პერსპექტივები
კურსის აღწერა
ტრენინგის მიზანია მსმენელს გააცნოს ბლოკჩეინ ტექნოლოგიის საფუძველზე ე.წ. ჭკვიანი კონტრაქტების ფუნქციონირების (ბლოკჩინ 2.0) ტექნიკური საფუძვლები, აქედან გამომდინარე მათი უპირატესობები და შესაძლებლობები, აგრეთვე კრიპტოგრაფიული აქტივების გამოყენებასთან დაკავშირებული რისკები. ასევე მნიშვნელოვანია ბლოკჩეინ 2.0 გამოყენების თეორიული დასაბუთება და მისი კრიტიკული შეფასება როგორც მიკროეკონომიკურ, ასევე მაკროეკონომიკურ დონეზე, ტრენინგის პროცესში ასევე განხილული იქნება გონიერი კონტრაქტების იმპლემენტაციის რამდენიმე მაგალითი: ეთერიუმი, ლიბრა. მოთხოვნის შემთხვევაში ასევე შესაძლებელი იქნება მსმენელების მიერ შერჩეული კრიპტოაქტივის შესაბამისი ბლოკჩეინის ადგილზე შეფასებაც.
ტრენინგს გაუძღვება ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი - გიორგი ტომარაძე. გიორგის აქვს მრავალწლიანი გამოცდილება სხვადასხვა სფეროში, მათ შორის IT მიმართულებით. ამჟამად ხელმძღვანელობს ეროვნული ბანკის, საგადახდო სისტემების რეგულირების განყოფილებას.
ტრენინგზე თქვენ: პირველ დღეს მოისმენთ ბლოკჩეინ ტექნოლოგიის ძირითად პრინციპებს, მის შესაძლებლობებს, უპრატესობებსა და რისკების შეფასებას. მთლიანად სემინარის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა გონიერი კონტრაქტებს და მათ როლს ბლოკჩეინ ტექნოლოგიის განვითარებაში. პირველი დღის შედეგი უნდა იყოს ბლოკჩეინის ტექნოლოგიის, მათ შორის გონიერი კონტრაქტების საფუძვლებისა და შესაძლებლობების ცოდნა, სხვადასხვა კრიტოგრაფიული აქტივისა და მათ საფუძველში მყოფი ბლოკჩეინის თავისებურებებისა და თვისებების შეფასება. ტრეინინგის მეორე დღე დაეთმობა ბლოკჩეინ 2.0-ის გავლენას ეკონომიკასა და ეკონომიკურ პოლიტიკაზე. რა გავლენა შეიძლება ქონდეს მათ საზოგადოების კეთილდღეობაზე, ფულად–საკრედიტო პოლიტიკაზე, ფინანსურ სტაბილურობაზე, რას მოელიან მისგან მხარდამჭერები და რა გლობალური რისკები შეიძლება წარმოიშვას მომავალში. აგრეთვე როგორი შეიძლება იყოს რეგულატორის მიდგომა კრიპტოგრაფიული აქტივებისადმი.
ტრენინგის კურსის შემდეგ თქვენ გექნებათ საბაზისო ცოდნა ბლოკჩეინის ტექნოლოგიისა და მისი განვითარების შესახებ, აგრეთვე მის შესაძლებლობებსა და რისკებზე, მათ გავლენაზე მთლიანად ეკონომიკასა და ეკონომიკურ პოლიტიკაზე, აგრეთვე რეგულატორების არსებულ მიდგომებზე.
ვისთვისაა მიზანშეწონილი ტრენინგზე დასწრება:
ტრენინგზე დასწრება მიზანშეწონილია იმ მსმენელისათვის, ვინც აპირებს თავისი საქმიანობაში გამოიყენოს კრიპტოგრაფიული აქტივები ან მსგავსი ინოვაციური ინსტრუმენტები, აგრეთვე იმ საჯარო მოხელეებისათვის, ვისაც შეხება აქვთ (როგორც რეგულირების ასევე მათი გამოყენების მხრივ) კრიპტოგრაფიული აქტივებთან. კურსი აგრეთვე სასარგებლო იქნება ტექნოლოგიური ინოვაციების, მაკროეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სპეციალობის სტუდენტებისათვის.
დღის წესრიგი:
დღე 1
- კრიპტოგრაფიული აქტივების წარმოშობის მოკლე ისტორია ბლოკჩეინ1.0-დან 2.0-მდე
- ბლოკჩეინის ტექნოლოგია
- დეცენტრალიზებული კონსენსუსის ალგორითმები (PoS, PoW,PoB)
- კონსენსუსის ალგორითმი როგორც ბლოკჩეინის ძირითადი მახასიათებლების განმსაზღვრელი.
- ძლიერი და სუსტი მხარეები
- ბიტკოინი და ეთერიუმი (ბლოკჩეინ 1.0 vs ბლოკჩეინ 2.0)
- კონცეფცია და განვითარება
- ბლოკჩეინის თვისებები
- გაყალბებისგან დაცულობა
- სიიაფე და საბოლოო ანგარიშსწორების სისწრაფე
- დეცენტრალიზაცია
- ტრანზაქციების საბოლოობა და გამოუთხოვადობა
- რესურსების საწყისი განაწილების საკითხი
- ფსევდოანონიმურობა
- ბაზრის კაპიტალიზაცია და კურსის მერყეობა
- ჩავარდნები და რისკები
- ალტერნატიული კრიპტოგრაფიული აქტივები
- სტაბილური აქტივები
- თეთერი
- ლიბრა
- კონცეფცია და მისი უპირატესობები
- რისკები ლიბრას ეკონომიკურ კონცეფციაში
- კონსენსუსის მექანიზმი და გონიერი კონტრაქტების პოტენციალი ფეისბუქის პოტენციალის გათვალისწინებით
- Zero-knowledge proof, ცენტრალიზაცია და სხვა ალტერნატიული კონცეფციაები
- სტაბილური აქტივები
- ბლოკჩეინის ტექნინოლოგიის გამოყენების ალტერნატიული პერსპრქტივები
- საჯარო ინფორმაციის მართვა
- გადაწყვეტილების მიღების დეცენტრალიზაცია (ბლოკჩეინი როგორც ბიზანტიელი გენერლების პრობლემის ამოხსნა?)
- ბლოკჩინ 3.0
დღე 2
- კრიპტოგრაფიული აქტივების გამოყენების რისკები
- ფინანსური რისკები
- შედეგები ფულად–საკრედიტო პოლიტიკისათვის
- დეფლაციური და ინფლაციური რისკები
- სამართლებრივი რისკები
- კრიპტოგრაფიული ალგორითმების რისკები
- ბლოკჩეინ 2.0-ს გავლენა ბიზნესის წარმოებაზე
- გონიერი ხელშეკრულებები ფინანსურ ურთიერთობებში
- გონიერი ხელშეკრულებები საქონლისა და მომსახურების მიწოდებისას
- ბლოკჩეინ 2.0 და ხელოვნური ინტელექტი - უსაფუძვლო იმედები თუ პანაცეა?
- რეგულირების შესაძლო მიმართულებები
- ციფრული ფულის კლასიფიკაცია (ევროპის ცენტრალური ბანკის მიდგომა)
- კრიპტოგრაფული აქტივების ეკონომიკური შინაარსი (ვალუტა, ფასიანი ქაღალდი თუ სხვა აქტივები?)
- რეგულატორის არსებული მიდგომები
- აშშ
- ევროპის ცენტრალური ბანკი
- ევროპის საბანკო ზედამხედველი
- გერმანია
- ჩინეთი
- იაპონია
- კანადა
- სხვა მიდგომები
ორგანიზაციული დეტალები:
ტრენინგის დღეები :
ტრენინგის საათები : 19:00 - 22:00 სთ
შესვენება : 15 წუთი coffee break
ტრენინგის ღირებულება: 345 ლარი
ტრენინგის მისამართი: შ.ნუცუბიძის 129ა
ტრენინგის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი
ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ თიბისი ბანკის 0%-იანი განვადებით
ტრენინგის ღირებულების 30%-ის გადახდა ხორციელდება რეგისტრაციის გავლიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში.
სხვა ტრენინგები
საკონტაქტო ინფორმაცია
- ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა; ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73
- +995555091100;+995577279798;+995322060818
- [email protected]