loialte

რა უნდა ვიცოდეთ სავაჭრო ობიექტებში გამოვლენილ საქონლის დანაკარგებზე

ვაჭრობის სფეროში, მარაგების მართვა ბიზნესის გამართულად ფუნქციონირებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა ის ყოველთვის მარტივი არ არის. ყოველდღიური საქმიანობისას დაშვებული შეცდომების, საქონლის დაკარგვის, მოპარვის თუ სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, ბიზნესის წარმატებას ხშირად საფრთხე ექმნება. საფრთხე კი, თავის მხრივ ფინანსურ და საგადასახადო რისკებში რეალიზდება.

აღნიშნული პრობლემის შემსუბუქების მიზნით, 2021-2022 წლებში შემუშავდა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, არაარსებითი ეკონომიკური გავლენის მქონე სამეურნეო ოპერაციების შესახებ მეთოდური მითითებები:

  1. სავაჭრო ობიექტებში გამოვლენილი საქონლის (სურსათის) არაარსებითი დანაკარგების დანაკლისად განუხილველობის შესახებ მეთოდური მითითება (იხ. ბმული) – გამოიყენება 2020 წლის 1 იანვრიდან გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისების მიმართ;
  2. სავაჭრო ობიექტებში გამოვლენილი არასასურსათო საქონლის არაარსებითი დანაკარგების დანაკლისად განუხილველობის შესახებ მეთოდური მითითება (იხ. ბმული) – გამოიყენება 2022 წლის 1 იანვრიდან გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისების მიმართ.

ქვემოთ განხილულია წინამდებარე მეთოდური მითითებები, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ დადგენილ შეღავათებს, მათი გაანგარიშების კრიტერიუმებს და იმ მოთხოვნებს, რომლებიც სავაჭრო ობიექტმა შეღავათით სარგებლობისთვის უნდა დააკმაყოფილოს.

ვის შეეხება მეთოდური მითითებით დადგენილი შეღავათი?

სავაჭრო ობიექტებს, კერძოდ მაღაზიას (მარკეტი, სუპერმარკეტი ან ჰიპერმარკეტი), სადაც სასურსათო თუ არასასურსათო საქონლის საცალო რეალიზაცია ხორციელდება „ღია საწყობის“ პრინციპით.

იმისათვის, რომ საქონლის რეალიზაცია განხორციელდეს „ღია საწყობის“ პრინციპით, სავაჭრო ობიექტში:

  • იდენტიფიცირებული უნდა იყოს მომხმარებელთა შესასვლელი და გასასვლელი
  • გასაყიდად განკუთვნილი სასურსათო და არასასურსათო საქონელი განთავსებული უნდა იყოს მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომ ადგილას – თაროებზე, დახლ-მაცივრებში თუ სხვა სათავსოებში.
  • მომხმარებელს უნდა შეეძლოს დამოუკიდებლად ან/და მოლარე-კონსულტანტის დახმარებით აირჩიოს სასურველი სასურსათო ან არასასურსათო საქონელი;
  • სასურსათო და არასასურსათო საქონლის შეძენა-რეალიზაცია უნდა აღირიცხებოდეს შტრიხ-კოდებით და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებებით, ისე რომ იდენტიფიცირდებოდეს, როგორც შეძენილი პროდუქციის თვითღირებულება, ისე ამავე პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული თანხა.

რა შეღავათი დგინდება მეთოდური მითითებებით?

გადასახადის გადამხდელის სავაჭრო ობიექტებში გამოვლენილი სასურსათო და არასასურსათო საქონლის არაარსებითი დანაკარგები, რომელსაც არ აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა არ განიხილება დანაკლისად და არ დაიბეგრება გადასახადებით.

მეთოდური მითითების მიზნებისთვის, სასურსათო საქონელი არის:

  • ადამიანის საკვებად განკუთვნილი ნებისმიერი გადამუშავებული, ნაწილობრივ გადამუშავებული ან გადაუმუშავებელი პროდუქტი
  • ყველა სახის სასმელი (გარდა აქციზური საქონლისა, ღვინისა და მარკირებას/ნიშანდებას დაქვემდებარებული სასმელებისა)
  • საღეჭი რეზინა
  • სურსათში გამოსაყენებელი ნებისმიერი ნივთიერება, რომელიც გამოიყენება სურსათის შემადგენლობაში მისი წარმოებისა და გადამუშავების დროს.

არასასურსათო საქონელი კი – ნებისმიერი პროდუქტი, გარდა:

  • აქციზური საქონელი;
  • ღვინო;
  • მარკირებას/ნიშანდებას დაქვემდებარებული სასმელები;
  • ფარმაცევტული პროდუქტი ან/და საკვები დანამატები;
  • ნებისმიერი საყოფაცხოვრებო ან/და სამშენებლო ან/და სხვა დანიშნულების:
    • ტექნიკა;
    • მოწყობილობა;
    • ინვენტარი;
    • ავეჯი;
    • ტექსტილი;
    • ტანსაცმელი ან/და ფეხსაცმელი ან/და სხვა სამოსი და შესაბამისი აქსესუარები;
    • კოსმეტიკა ან/და პარფიუმერია.

რა ჩაითვლება არაარსებით დანაკარგად და როგორ გაიანგარიშება ის?

არაარსებითი დანაკარგი არის სავაჭრო ობიექტებში მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში გამოვლენილი სასურსათო და არასასურსათო საქონლის დანაკლისების ჯამი (ცალ-ცალკე), რომელთა საბაზრო ღირებულება (დღგ-ის გარეშე) არ აღემატება წინა კალენდარული წლის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის სავაჭრო ობიექტებიდან რეალიზებული, მათ შორის დანაკლისად დაბეგრილი, პროდუქციის სარეალიზაციო ღირებულებათა (დღგ-ის გარეშე) ჯამის 1%-ს სასურსათო საქონლის შემთხვევაში, ხოლო არასასურსათო საქონლის შემთხვევაში 0,5 %-ს.

შენიშვნა: არაარსებითი დანაკარგი ექვემდებარება გადაანგარიშებას, თუ მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში რეალიზებული, მათ შორის, დანაკლისად დაბეგრილი, საქონლის სარეალიზაციო ღირებულებათა ჯამი (დღგ-ის გარეშე) არსებითად განსხვავდება წინა სრული კალენდარული წლის ანალოგიური მონაცემისაგან. კერძოდ, შესაბამისი თანხა (ბრუნვა) წინა წელთან შედარებით:

  • თუ გაიზარდა 10%-ით ან მეტით, მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში დაბეგრილი დანაკლისები ექვემდებარება იმავე კალენდარული თვეების დეკლარაციების დაზუსტების გზით შემცირებას, რომლებშიც მოხდა მათი ასახვა (დაბეგვრა);
  • თუ შემცირდა 10%-ით ან მეტით, მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში დაუბეგრავი დანაკლისები ექვემდებარება ამავე წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდის შესაბამის დეკლარაციებში ასახვას (დაბეგვრას).

მაგალითი №1

ფაქტობრივი გარემოება

შპს „X”-მა 2023 წელს მისი სავაჭრო ობიექტიდან განახორციელა სურსათის რეალიზაცია – დღგ-ის გარეშე 150’000 ლარის, ხოლო არასასურსათო საქონლის (ჰიგიენური საშუალებების) რეალიზაცია – 700’000 ლარის ოდენობით.

2023 წლის მაისის თვეში, შპს „X”-ს სავაჭრო ობიექტში საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა დანაკლისი, საბაზრო ღირებულებით (დღგ-ის გარეშე) 4’000 ლარი. მათ შორის: სურსათის დანაკლისი – 2’000 ლარი, ჰიგიენური საშუალებების (არასასურსათო საქონლის) დანაკლისი – 2’000 ლარი.

შეფასება და შედეგი

სურსათის შემთხვევაში, შპს „X”-ის 2023 წლის არაარსებითი დანაკარგი იქნება 1’500 ლარი (150’000 * 1%), ჰიგიენური საშუალებების (არასასურსათო საქონლის) შემთხვევაში კი – 3’500 ლარი (700 000 * 0,5%). შედეგად, დანაკლისად ჩაითვლება და 2023 წლის მაისის თვეში დაიბეგრება მხოლოდ სასურსათო საქონლის დანაკლისი 500 ლარის (2’000 – 1’500) ოდენობით.

 თუ გსურთ დარწმუნდეთ, რომ თქვენი სავაჭრო ობიექტი ამ შეღავათეით სწორად  სარგებლობს, Loialte-ის გუნდი მზად არის გაგიწიოთ სრული კონსულტაცია და მხარდაჭერა.დამატებითი კითხვების შემთხვევაში ან კონსულტაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

ბოლო სიახლეები

WhatsApp
დაგვიკავშირდით

გამოიწერეთ სიახლეები

    კონტაქტი

    +995 555 091 100

    ტელეფონი

    +995 577 279 798

    ტელეფონი

    +995 322 060 818

    ტელეფონი

    +995 597 020 299

    ტელეფონი

    [email protected]

    ელ-ფოსტა

    მისამართები

    ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა

    საქართველო, თბილისი

    ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73

    საქართველო, ბათუმი

    Makhmutquli 1A, 100047 Tashkent

    უზბეკეთი, ტაშკენტი

    Meydan Grandstand, 6th floor, Meydan Road, Nad Al Sheba, Dubai, U.A.E.

    არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი

    კონტაქტი

    +995 555 091 100

    ტელეფონი

    +995 577 279 798

    ტელეფონი

    +995 322 060 818

    ტელეფონი

    +995 597 020 299

    ტელეფონი

    [email protected]

    ელ-ფოსტა

    მისამართები

    ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა

    საქართველო, თბილისი

    ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73

    საქართველო, ბათუმი

    Makhmutquli 1A, 100047 Tashkent

    უზბეკეთი, ტაშკენტი

    Meydan Grandstand, 6th floor, Meydan Road, Nad Al Sheba, Dubai, U.A.E.

    არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი

    loialte white

    საკონტაქტო ინფორმაცია

    ელ-ფოსტა

    [email protected]